საზოგადოება
25 აუცილებლად სანახავი ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთში [Photo]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთს ტურისტები წლის ყველა დროს სტუმრობენ. გავრცელებული აზრით, განსაკუთრებულად პოპულარული სვანეთია, ზუგდიდი კი ამ დრომდე ტრანზიტული დანიშნულების ქალაქად რჩება, საიდანაც უცხოელი სტუმრები რეგიონის მუნიციპალიტეტებში ნაწილდებიან.

თუმცა, ვიდრე მარშრუტს დაგეგმავდეთ, საინტერესო ადგილების ნახვა ზუგდიდშიც შეგიძლიათ. ერთ-ერთი ასეთი სამეგრელოს მთავრის, დადიანების სასახლე-მუზეუმია. აქ 45 ათასი ექსპონატი ინახება. მათ შორის ნაპოლეონის ნიღაბი და ღვთისმშობლის კვართი. მუზეუმის მიმდებარედაა ბოტანიკური ბაღიც, უნიკალური ჯიშის საუკუნოვანი ხეებით.

ზუგდიდიდან 5 კილომეტრში, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, მე-17 საუკუნეში, ლევან მეორე დადიანის მიერ აგებული რუხის ციხეა. მას თავის დროზე თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა და ადგილმდებარეობის გამო სამთავროსთვის მნიშვნელოვან სამხედრო ნაგებობას წარმოადგენდა. დღეს აქ მხოლოდ ნანგრევებია, რომელსაც პიკნიკისთვისაც იყენებენ.

ზუგდიდიდან გამგზავრებამდე ანაკლია-განმუხურის შავი ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ გაისეირნოთ. ამ ორ სოფელს ერთმანეთთან 552 მეტრი სიგრძის, საფეხმავლო ხიდი აკავშირებს.

კოლხეთის ეროვნული პარკის ანაკლია-ჭურიის მონაკვეთი კი ის ადგილია, სადაც ქვიშიან დიუნაზე ტორფიან ჭაობებს, გადაშენების პირას მყოფ იშვიათ მცენარეებს, თევზებს და გადამფრენ ფრინველებს ნახავთ.

ზუგდიდიდან ჯერ კიდევ არ გავდივართ! სოფელი ცაიში საინტერესო იმითაა, რომ აქ სამკურნალო დანიშნულების თერმული წყლებია. ამ წყლების საშუალებით ოჯახების ნაწილმა სათბურებიც მოაშენა და წარმოებული პროდუქცია ბიზნესად აქცია. ცაიშში შეხვდებით საქართველოს ერთ-ერთ უძველეს საეპისკოპოსო კათედრასაც - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს, რომელიც მე-13 - მე-14 საუკუნით თარიღდება.

ზუგდიდიდან სვანეთისკენ მიმავალს გზად სამხრეთ კავკასიაში უდიდესი ჰესი დაგხვდებათ, რომელიც დაბა ჯვართან ქმნის წყალსაცავს. „ენგურჰესს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი ცის თაღის ფორმის კაშხალი - 271,5 მეტრია, რომლის განივი სიგრძე 728 მეტრს აღწევს.

სვანეთი - კოშკების ქვეყანა! ისტორიულად კოშკი თავდაცვის ნაგებობად ითვლება. მათი სიგრძე 20-25 მეტრს აღწევს და 4-5, იშვიათად 6 სართულისგანაც შედგება.

ახლა მესტიაში იმყოფებით, სადაც ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს აუცილებლად ეწვევით. აქ დაცულია საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილი ხელნაწერები, ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, ანტიკური ხანის ოქროს მონეტები, ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები, სვანეთის მთავართა - დადეშქელიანების ნივთები. მესტიაში მდებარეობს ასევე ცნობილი ქართველი მთასვლელის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც.

თუკი ორთავიან მწვერვალს ნახავთ, ის უშბაა. მის ფერდობზე უშგულია, რომელიც ზღვის დონიდან 2 200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ევროპაში ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ ადგილად მიიჩნევა. აქ ნახავთ თამარ მეფის სახელთან დაკავშირებულ ციხე-სიმაგრის ნაშთებს, სხვადასხვა საკულტო ნაგებობას, კოშკებს, ეკლესიებს.

მესტიაშია „თეთნულდის“ სამთო-სათხილამურო კურორტიც.

მესტიიდან წამოსულმა აუცილებლად უნდა შეიარო წალენჯიხაშიც. აქ ქუაქანცალიას მოქანავე ლოდს ნახავთ, რომელიც სუსტი დაწოლის შემთხვევაშიც ირყევა და კაკუნის ხმას გამოსცემს.

მოგზაურობა სოფელ ჩქვალერში უნდა განაგრძო, სადაც ინწრას კანიონია. მღვიმე გაამოირჩევა სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით და ჰელექტიდებით. აქედან გამომდინარე წყალი 26 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერს წარმოქმნის.

ეგრისის ქედზე თავს იყრის - ჭითაგვალა, „ლაკამურაში დუდის“, „ცაშკიბულის“ მთები, მდინარე მაწურწყალის ჩანჩქერი, მაგანას ხეობა და კანიონი, „ყვირას კირქვიანი მასივი“, მინერალური წყლებით და ისტორიული ძეგლებით მდიდარი კურორტი „სქური“, - ეს ადგილები შეუმჩნეველი არ უნდა დაგრჩეთ.

ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს ტობავარჩხილი - ვერცხლის ტბა.

რამდენიმე საინტერესო ადგილის მონახულება ჩხოროწყუშიც შეგიძლიათ. მათ შორის ერთ-ერთი „ოცინდალეს“ კომპლექსია. მასში შემავალი საბრძოლო კოშკი მეექვსე საუკუნეშია აგებული. აქ ნახავთ შურუბუს, ასევე გარახის, ნაზოდელავოს, სავეკუოს, ყალიჩონის კლასტოკარსტულ მღვიმეებს. ჩხოროწყუშია ლუგელას ხეობა. აქაურ წყალს სამკურნალო დანიშნულება აქვს. რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა კურორტი მუხური.

მარტვილის სოფელი სალხინო ერთ-ერთი გამორჩეულია სამეგრელოში. აქ არის დადიანების სასახლე და ისტორიული მარანი.

მარტვილში „ხიზნების მღვიმე“ - ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარია. მუნიციპალური ცენტრიდან გასვლამდე აუცილებლად უნდა ესტუმროთ გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

მარტვილში მდებარეობს მთის ლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლებარდეც. სოფელ მეორე ბალდაში მდინარე აბაშის ჩანჩქერი. ჩანჩქერის შხეფები ხშირად ცისარტყელას წარმოქნის. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ, კიდევ ორი მომცრო ჩანჩქერია. თუ სოფელ გაჭედილში მოთენას მღვიმეს არ ნახავთ, მარტვილის სილამაზე ნანახი არ გექნებათ. აუცილებლად უნდა ნახოთ ჩანჩქერები „ჟუჟღი“, „ონიორე“ და „ტობი“, „ტობის“ მღვიმე.

მარტვილშია ერთ-ერთი ულამაზესი კანიონი. მისი რეკონსტრუქცია სულ ახლახან მოხდა. აქ არის ტურისტული ბილიკები, ხიდები და ნავმისადგომები, ქვაში ნაკვეთი დადიანების ისტორიული კიბე და წყლის წისქვილი.

საინტერესო ადგილებს ნახავთ სენაკშიც. მაგალითად, ნოქალაქევის თემში არის არქეოლოგიური კომპლექსი, რომლის ყველაზე ადრინდელი ფენები მეშვიდე-მერვე საუკუნით თარიღდება. სენაკის სოფელ ეკში არის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი. აქ არის შხეფის ციხე, სენაკის ცენტრში კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრი.

სპელეოტურიზმის მიმდევრებისთვის საინტერესო ადგილია კასტრული მღვიმეები - ეკის თემში, უნაგირას მთაზე და მენჯის თემში - საწულეისკირიოს უბანსა და შხეფის უბანში. სენაკიდან არც ისე შორს, შეგიძლიათ ეწვიოთ მენჯის ბალნეოლოგიური კურორტი, სამკურნალო წყლებით.

სენაკშია მდინარე ტეხურა, რომლის საერთო სიგრძეც 109 კმ-ია, თავისი მრავალფეროვანი ბუნებით და ლანდშაფტით.

ხობი - ტურისტული მარშრუტი გრძელდება. აქ პირველი რაც უნდა ნახო, მე-13 - მე-14 საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ტიპის სამონასტრო კომპლექსია, რომელიც ტაძარს, დადიანების სასახლეს, სამრეკლოს და გალავანს აერთიანებს.

ხობში მდებარეობს პაპანწყვილის და ნაზმახუს ტბებიც, ძველი ხიბულის, ზენის და საჯიჯაოს ციხეები, ჯეგეთის არქიტექტურული კომპლექსი.

აბაშა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან იმით გამოირჩევა, რომ აქ არის ერთადერთი, ებრაელთა სინაგოგა, რომელიც სოფელ სუჯუნაში მე-19 საუკუნეში აშენდა. აქვეა სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის და სხვა ძველი ეკლესიები.

ხობიდან გზა ფოთისკენ განვაგრძოთ, სადაც კოლხური კულტურის მუზეუმს ეწვევით. მისი ფონდი ძირითადად შედგება ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვეული მასალისგან, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს ძვ. წ. III ათასწლეულიდან ჩვ. წ. აღ-ის VII-VIII საუკუნეს.

თავად ფოთი ანტიკური ფაზისია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში დაარსდა და მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს წარმოადგენდა. დღესაც თვითმმართველი ქალაქი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს.

ზუგდიდის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში გვითხრეს, რომ უცხოელ ვიზიტორთა უმრავლესობა პოლონელები, რუსები, ებრაელები, ბრიტანელები, ფრანგები და გერმანელები არიან. ანა კვარაცხელია, რომელიც ცენტრის თანამშრომელია, ამბობს, რომ ტურისტს ბევრად ურჩევნია მასპინძელ ოჯახთან დაჰყოს გარკვეული დრო, ვიდრე სასტუმროში გაჩერდეს, რადგან დააკვირდეს ადგილობრივების ცხოვრების სტილს, მათ მუშაობას, თაფლის დაწურვის თუ ყველის ამოყვანის პროცესს. ამიტომ, ფიქრობს, რომ სოფლის ტურიზმის განვითარება გაცილებით ეფექტური იქნება.

სამეგრელოს ერთიანი ტურისტული რუქა, სადაც ყველა ინფორმაცია იქნება დატანილი რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე, არ არსებობს. რაც არის, საინფორმაციო ბუკლეტების თუ სხვა სახით, არ არის სრულყოფილი. მის დახვეწა-შევსებაზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.