საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობის ინოვაციური და სამედიცინო მომსახურების პროგრამები
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას ჯანდაცვის მომსახურების სერვისებს სთავაზობს. ყოველ ახალ საბიუჯეტო წელს გამოიყოფა თანხა ცალკეული პროგრამებისთვის, რომლითაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეები სარგებლობენ. მათ შორის არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები. მოქალაქისთვის ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებას, გამგეობაში შექმნილი 9-კაციანი სპეციალიური კომისია განიხილავს.

ზუგდიდის გამგეობა სხვა მუნიციპალიტეტებისგან იმით გამოირჩევა, რომ აქ წელს პირველად დაიწყო აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის დაფინანსების პროგრამის განხორციელება, რომელიც ერთადერთი და ინოვაციური პროექტია მთელ რეგიონში. ამ პროგრამის განხორციელების მიზანს მოზარდებისთვის კომუნიკაციური, ქცევითი და ვერბალური უნარების გაუმჯობესება, სოციალიზაციის ხელშეწყობა და მათი ოჯახების მხარდაჭერა წარმოადგენს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციაპლიტეტში მცხოვრებ 2-დან 15-წლამდე მოქალაქეებს, რომლებსაც განვითარების ზოგადი აშლილობა აქვთ. კერძოდ - ბავშვთა აუტიზმი, ატიპიური აუტიზმი, რეტის სინდრომი, ბავშვთა სხვა დეზინტეგრაციული აშლილობა, ჰიპერაქტიური აშლილობა თანმხლები გონებრივი ჩამორჩენილობით და სტერეოტიპული მოძრაობებით. ასევე, ასპერგერის სინდრომი და განვითარების სხვა პერვაზიული აშლილობა.

პროგრამის ფარგლებში იწერება ინდივიდუალური წლიური გეგმა, რომლის ნაწილია თვეში კომპლექსური თერაპიის არაუმეტეს 15 სეანსი. თითოს ხანგრძლივობა ერთი საათია, ღირებულება კი 21 ლარს შეადგენს. მკურნალობის კურსი მოიცავს მინიმუმ ორი სპეციალისტის მომსახურეობას, იქნება ეს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი თუ სხვა. პროგრამა ითვალისწინებს ასევე, მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მომზადებას და მათთვის სპეციფიკური ზრუნვის სწავლებას, ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

მიმწოდებლის მიერ ხდება 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისთვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასებაც. ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში პროგრამაში ჩაერთვება რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი. მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული საგარანტიოს საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 315 ლარით თვეში.

გარდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის დაფინანსების პროგრამისა, ზუგდიდის გამგეობა სთავაზობს სერვისებს სხვა საჭიროების მქონე თემში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, ასევე აფხაზეთიდან დევნილებს. კერძოდ, მოქმედებს სამედიცინო მომსახურების და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა, რომელიც წელიწადში ერთხელ ვრცელდება იმ მოსახლეობაზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს, და არ აქვთ სადაზღვევო კომპანიის პოლისი. ასევე პირებზე, ვისაც აქვს სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას სადაზღვევო პაკეტი არ ითვალისწინებს.

გამგეობის პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებებია: აბლაცია, სიელმე - 500 ლარი. კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია - 200 ლარი. 0-18-წლამდე მოქალაქეებისთვის 500 ლარი. ცერებლარული დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ 18-წლამდე ბავშვთა სარეაბილიტაციო მკურნალობა - ლიმიტი 500 ლარი. სტაციონარული სამედიცინო მომსახურეობა - ოპერაციის დაფინანსება 0-18-წლამდე ათასი ლარით. ფენილკეტონურიის და ცელიაკიით დაავადებული 0-18-წლამდე ასაკის ბავშვების სპეციალიზებული საკვებით უზრუნველყოფა - ლიმიტი - 500 ლარი. სხვა გართულებული შემთხვევა - ლიმიტი ათასი ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ასევე მოქმედებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ქვეპროგრამა პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება - 70 ათასს. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკა ფინანსდება დადგენილი ღირებულების 30%-ით. ყველა სხვა მოსარგებლისთვის 70%-ია გათვალისწინებული. მაქსიმალური ლიმიტი 500 ლარს შეადგენს.

იმისთვის, რომ მოქალაქეები ჩაერთონ მათთვის საჭირო პროგრამაში, აუცილებელია თავად, ან ოჯახის წევრმა დაფინანსების მისაღებად გამგეობაში წარმოადგინონ განცხადება, განმცხადებლის პირადობის მოწმობა. ასევე, დევნილის მოწმობის ქსეროასლი, თუ ის იძულებით გადაადგილებული პირია, ფორმა #100 და ანგარიშფაქტურა. კომისია კვირაში ერთხელ და გადაუდებელი შემთხვევების დროს რიგგარეშედ განიხილავს ამ განცხადებებს.

მკურნალობის დასრულების შემდეგ მოქალაქე და სამედიცინო დაწესებულება ვალდებული არიან გადასცენ გამგეობას ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული მკურნალობა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.