საზოგადოება
საახალწო სუფრის არასადღესასწაულო ფასები [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალი წლის დადგომას ოჯახები განსაკუთრებული სამზადისით ხვდებიან. ბევრისთვის ამ დღის მოლოდინს საზეიმო განწყობა ახლავს თან, ზოგიერთისთვის კი ეს განწყობა მისი ჯიბით და ფინანსებით იზომება. ზუგდიდის ბაზარი წინასადღესასწაულოდ ჩვეულებრივზე მეტი ხალხმრავლობით გამოირჩევა, რაც არც არავის უკვირს. ნავაჭრით დატვირთული ურიკები, ჩიჩილაკ და ნაძვის ხე მომარჯვებული მოქალაქეები, მშობლების ხელებს ჩაფრენილი პატარები ფოიერვერკებს, მაშხალებს ჩახუტებულები, ერთმანეთს გვერდს დიდი გაჭირვებით უქცევენ. მოცინარი, სახეგაბადრული, გაღიზიანებული, დაღლილი გამომეტყველებები ამ სახალხო „მღელვარებაში“ შემოგეყრებიან გზად.. თუმცა რაღა გზად.. მეც და ისინიც ერთმანეთს „ვებრძვით“, ან ერთი მიზნისთვის „ვიბრძვით“, ორომტრიალში როგორმე მოვახერხოთ გადაადგილება, მარჯვნივ, მარცხნივ, წინ თუ უკან..მნიშვნელობა აღარ აქვს..

მოვაჭრეები მყიდველთა ნაკლებობაზე მეწუწუნებიან, მოქალაქეები პროდუქტების ღირებულებაზე. ეროვნული კურსის გაუფასურება, მთავრობის „არასწორი პოლიტიკა“, დაბალი პენსია, ეს ის პრეტენზიებია, რაც ხალხის მხრიდან სახელმწიფოს მისამართით ყველაზე ხშირად მესმის.

მოვაჭრის ხელში თავდაღმა დაკიდული გოჭები პოტენციური „პატრონის“ მოლოდინში განწირული ხმით ჭყივიან. ინდაურები და ქათმები უხმოდ მობუზულან.

გოჭის ფასი საშუალოდ 55 ლარიდან იწყება და 120-130 ლარამდე ადის. მომცრო ზომის ინდაურის შეძენას მყიდველი 35 ლარად შეძლებს. უფრო მოზრდილებს 45, 60. 78, 80 ლარად შეხვდებით.

ქართულ საახალწლო სუფრას ხაჭაპურის გარეშე თითქმის ვერსად ნახავთ. ამისთვის ჭყინტი ყველი დაგჭირდებათ. ერთი კილოგრამის შეძენა 13-14 ლარის ფარგლებში მოგიწევთ. სულგუნი 18 ლარი ღირს, შებოლილი ყველი კი 19.

სუფრისთვის ტრადიციულად აუცილებელია გოზინაყიც. მსურველებმა ერთ კილო თაფლში 10, ლიტრში 15 ლარი უნდა გადაიხადონ, რაც 5-ით მეტია შარშანდელ ღირებულებაზე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მხოლოდ თაფლით ვერაფერს გახდებით. კიდევ ნიგოზის ყიდვა მოგიწევთ.

„ნიგოზის ასაღები ფასი 27 ლარია და მე 30-ად არ გავყიდო? 200 გრამსაც ყიდულობენ, ჭიქასაც ყიდულობენ. უჭირთ. ეს 35 ლარიანია. ყველა ვერ იყიდის“, - მიხსნის გამყიდველი.

გზას საქონლის ხორცის დახლებისკენ განვაგრძობ. სადღესასწაულოდ ფასმა ორი ლარით მოიმატაო მითხრეს. დღეს მისი შეძენა 12 ლარად შეგიძლიათ.

საახალწლო სუფრის სამარხვო ელემენტი თევზია. ზღვის პროდუქტის ღირებულება 3 ლარიდან იწყება და 30,45 ლარსაც აღწევს, სახეობის მიხედვით.

მომატებულია სურსათზე ფასებიც საშუალოდ 10, 5 თეთრით.

მოქალაქეების თქმით „ცხოვრება გაძვირდა“, ამიტომ უჭირთ, განსაკუთრებით სადღესასწაულოდ პროდუქტების შეძენა. ბევრმა ვერ იყიდა ის, რაც სურდა, ზოგიერთმა მეტ-ნაკლებად მაინც შეძლო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამბობენ, რომ დღეს ღამით ყველა ოჯახში საახალწლო სუფრა გაიშლება.

„ვემზადებით. ვიკლებთ რაღაცას და კარგი განწყობით ვხვდები. როცა იცი, რომ ყველაფერი ნაყიდი გაქვს, ხასიათი გიკეთდება. საშუალოდ 150-200 ლარამდე დამიჯდა. როცა საქონელი სახლში გყავს, ქათამი, მაშინ გეყოფა“, - გვითხრა სვეტლანა მელიქიანმა.

ნავაჭრით დატვირთული მოქალაქეები ბაზრის შემოსასვლელში ირევიან. ხელს გააყოლეთო ჩიჩილაკი, კანფეტები, შოკოლადები იაფად, - მოვაჭრეები ერთმანეთის ხმის გადაფარვას ცდილობენ. დახლებზე სათამაშო ბიბილოაშლილი, დეზებიანი მამლები გაფხორილან ამაყად. მათი დრო ახლოვდება - რამდენიმე საათში საქართველო ახალი, 2017 წლის დადგომას იზეიმებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.