საზოგადოება
ჯანდაცვა ქართული პასპორტით აფხაზებისთვის - საშუალება თუ დაბრკოლება
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზები ქართული სამედიცინო სერვისებით არც თუ იშვიათად სარგებლობენ. ენგურის ხიდის გადმოკვეთა არ არის ერთადერთი დაბრკოლება, რასაც ისინი ამ პროცესში ხვდებიან. მკურნალობის დასაწყებად თბილისი მათგან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ მოწმობას ითხოვს, რასაც ზოგი თანხმდება, ზოგიც არა.

„სოხუმელ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ნარკომომხმარებელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ნათესავებმა საქართველოში ურჩიეს გამოკვლევის ჩატარება. ის ოჯახის წევრთან ერთად გაემგზავრა ზუგდიდში. ორი ადამიანის ბინის ქირა, საკვები, ეს არც თუ ისე იაფი ჯდება. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ უთხრეს, რომ სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა, მაგრამ მკურნალობის დასაწყებად საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა ჰქონდეს. რა ქნას?! ეს არის ის, რის გამოც ავადმყოფები უარს ამბობენ ზუგდიდში წასვლასა და მკურნალობაზე“, - უთხრა „ლაივპრესს“ აფხაზმა ჟურნალისტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მისივე ცნობით, აფხაზეთში აივ-დადებითი ადამიანების უმეტესობა ნარკომომხმარებელია, მათი დიდი ნაწილი კი არ არის ინფორმირებული, რომ აივ-ინფექციის გავრცელების ყველაზე დიდ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ზუგდიდის ნარკოლოგიური ცენტრის ექიმ ნატა აბულაძის თქმით, ცენტრში, ნარკომომხმარებლებისთვის მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამით აფხაზები სარგებლობდნენ მაშინ, როცა პროგრამას „გლობალ ფონდი“ აფინანსებდა, რადგან, ამ შემთხვევაში არ იყო აუცილებელი ბენეფიციარისთვის საქართველოს მოქალაქეობა.

„წლობით ქირაობდნენ ჩვენთან ბინებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროგრამა სახელმწიფო გახდა, ისინი უკვე აღარ მოდიან. არადა, აფხაზეთში მცხოვრები აივ-ინფიცირებულთა მკურნალობა სერიოზული პრობლემაა. დაინფიცირებულები არიან არა მარტო ნარკოდამოკიდებული ადამიანები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც“, - გვითხრა ნატა აბულაძემ.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ნოდარ ჩიქოვანის თქმით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები პაციენტმა უფასოდ რომ მიიღოს, საქართველოს მოქალაქეობა აუცილებელი პირობაა. ჩიქოვანის ცნობით, 2016 წელს, მათ საავადმყოფოს რვა ეთნიკურად აფხაზმა მიმართა. ეს მონაცემი წინა წელთან შედარებით სამი ადამიანით გაიზარდა.

„ეს ადამიანები ახლაც მკურნალობის კურსს გადიან და ჩვენთან იღებენ აივ/ინფექციის პრევენციისა და პროფილაქტიკის, ასევე ანტირეტროვირუსული თერაპიისა და სტაციონალური მომსახურების სერვისებს უფასოდ“, - გვითხრა ექიმმა.

რაც შეეხება აივ-ინფიცირებულთა ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ის ასე გამოიყურება:

„აივ/ინფექციასთან ბრძოლის ცენტრი აფხაზეთში ფუნქციონირებს 2001 წლიდან. აქ ამ ხნის განმავლობაში აღრიცხვაზე 1 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ჯამში კი მკურნალობის კურსი 411-მა პაციენტმა გაიარა. მათგან 7 ბავშვია, წელს კი აივ-ინფქციის 64 შემთხვევა დაფიქსირდა“.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები, განურჩევლად უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება ყველასთვის.

უჩა ნანუაშვილის თქმით, თბილისს გაცხადებული აქვს ნება - ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის საქართველოს მოქალაქეთათვის გათვალისწინებული სერვისები, მათ შორის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის საფუძველზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენას, რაც თავისთავად ეხმიანება სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებს”, - ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში, რომლითაც მან საქართველოს ხელისუფლებას 2016 წელს მიმართა.

აპირებს თუ არა ხელისუფლება უზრუნველყოს განურჩევლად ყველა მოქალაქის, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა სამედიცინო დახმარება, ამ კითხვით „ლაივპრესმა“ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა სამინისტროში განაცხადეს, რომ „საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე", კომენტარისგან თავს იკავებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.