საზოგადოება
გარემოვაჭრეები მუშაობის აკრძალვის მოლოდინში - ზუგდიდის მერიამ ნაწილი უკვე გააფრთხილა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულაციის წესი მარტის თვეში დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, აკრძალვა ქალაქის 15 ქუჩას შეეხება. როდიდან ამოქმედდება ძალაში შესული წესი, ჯერჯერობით უცნობია. მერიაში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ისინი ყოველმხრივ ცდილობენ გარევაჭრობისგან ტერიტორიების გათავისუფლებას, მხოლოდ ეს „უმტკივნეულოდ“ და ადამიანების „ინტერესების დაცვის“ გზით უნდა მოხდეს.

„მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ახდენენ გარემოვაჭრეების ზეპირ და წერილობით გაფრთხილებებს“, - გვითხრეს მერიაში.

ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის (ბაზარი) მიმდებარედ, კედიას ქუჩაზე გარემოვაჭრეების ნაწილმა დაგვიდასტურა, რომ ისინი მართლაც გააფრთხილეს რეგულაციის წესის ამოქმედების შესახებ. მათ მერიის წარმომადგენლებმა დახლებისგან ქუჩის გასაწმენდად ათ-დღიანი ვადა მისცეს, თუმცა ეს პერიოდი გავიდა და ხელმეორედ არავინ მისულა. ალტერნატივა, თუ სად უნდა განაგრძონ მუშაობა, როგორც მოვაჭრეებმა განმარტეს, არავისთვის შეუთავაზებიათ.

მოვაჭრეები, რომლებსაც „ლაივპრესი“ გაესაუბრა, ვარაუდობენ, რომ მათი განთავსება უნდა მოხდეს ბაზრის უკანა მხარეს მშენებარე შენობაში, სადაც მათვივე სიტყვებით, ყველასთვის სამყოფი ადგილი ვერ იქნება. ასევე, გვითხრეს, რომ არ იციან, მოახერხებენ თუ არა გადასახადის გადახდას მცირე შემოსავლით.

„არაფერი ვიცით. ველოდებით. არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილება. ექვსი თვე ვთხოვეთ, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია. მერიაშიც შევიტანეთ წერილი. გადაწყვეტილება არ მიგვიღიაო ჯერ. მიმდინარეობსო განხილვა და შეგატყობინებთო“, - ამბობენ გარემოვაჭრეები.

კედიას ქუჩისგან განსხვავებით, სიახლის თაობაზე არავის გაუფრთხილებია ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელში მოვაჭრე ადამიანები. ისინი ამბობენ, რომ ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ და ამ გადაწყვეტილების აღსრულება მათ კარგს არაფერს მოუტანს.

გაფრთხილება არ მიუღიათ ქალაქის ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეებსაც. მათ გვითხრეს, რომ არ იცნობენ დამტკიცებულ წესს.

აქ მომუშავე ადამიანებისგან განსხვავებით, მოსალოდნელ ცვლილებებზე გააფრთხილეს კოსტავას ქუჩაზე მეორეული საქონლით მოვაჭრე ქალი. გვითხრა, რომ მისთვის ეს „ლუკმა-პურის“ შოვნის საშუალებაა და არ იცის რას მოიმოქმედებს, თუკი ადგილის გათავისუფლება მოუწევს.

მისგან განსხვავებით, არ გაუფრთხილებიათ ამავე ქუჩაზე სიგარეტით და წვრილმანებით მოვაჭრე ქალი.

გარემოვაჭრეები თანხმდებიან, რომ ქუჩის პირობებში საქონლის გაყიდვა არ არის სწორი, თუმცა მეორეს მხრივ საუბრობენ მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაზე, რომელშიც უწევთ ცხოვრება. ამბობენ, რომ „ქუჩაში დგომა მათი არჩევანი არ არის“.

საკრებულოს დადგენილების თანახმად, გარევაჭრობა აიკრძალება ზვიად გამსახურდიას გამზირზე, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, მუზეუმის ცენტრალურ შესასვლელთან, ნარმანიას, კედიას, თეატრის, მეუნარგიას, ცოტნე დადიანის, სოხუმის ქუჩა მდინარე ჩხოუშის ხიდამდე, ლაღიძის, მერაბ კოსტავას, ნიკოლაძის ქუჩის კვეთამდე, გამარჯვების, მარცხენა სანაპიროს და ვახტანგ მე-6-ს ქუჩებზე. ამავე დადგენილების მიხედვით, ქუჩებზე, სადაც გარევაჭრობა აიკრძალა, შესაძლებელია ღია კაფეების, ყვავილების მაღაზიის და წიგნის სტელაჟების განთავსება.

რაც შეეხება ნაყინს და გამაგრილებელ სასმელებს, მათზე დროებითი ნებართვა ერთჯერადად, სეზონურად გაიცემა, სათანადო პირობების განსაზღვრის შემდეგ.

გარევაჭრობა ზუგდიდში წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს. მისი აკრძალვა რამდენჯერმე სცადეს სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, თუმცა საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ ისევ დაუშვეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სოციალურ ქსელ ფეისბუკის ღია ჯგუფში, სახელწოდებით -
13:49 / 14.09.2017
სოციალურ ქსელ ფეისბუკის ღია ჯგუფში, სახელწოდებით -
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდში ტრადიციულად
13:56 / 30.08.2017
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდში ტრადიციულად
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
15:08 / 23.08.2017
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2017 ფინანსურად
13:59 / 16.08.2017
საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2017 ფინანსურად
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.