საზოგადოება
მეგრული ენის სწავლება ფოტოამბებით - „ჭარგა-ჭარგას“ გაკვეთილები [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სოციალურ ქსელ ფეისბუკში შეიქმნა გვერდი, სახელწოდებით „ჭარგა-ჭარგა“, მეგრულენოვანი ფოტო ისტორიებით და ვიდეოამბებით. თავიდან ყველაფერი თამაშს ჰგავდა და ასეც დაიწყო, ყოველგვარი ზედმეტი მოლოდინისა და ენის უფრო მეტად გაპოპულარულების სურვილის გარეშე. დღეს გვერდს 12 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და პრინციპში, თამაშით დაწყებული საქმე ისევ თამაშითვე გრძელდება.

„ჭარგა-ჭარგას“ ადმინისტრატორი იამზე ჩიქოვანია, პროფესიით ეკონომისტი. ამ აქტივობას მუშაობაზე მეტად გართობას არქმევს, რომელიც იმისთვის წამოიწყო, რომ მოსკოვში მცხოვრებ ძმისშვილებს მშობლიური ენა არ დავიწყნოდათ. „არ მეგონა, თუ მთელი სამეგრელო აგვყვებოდა“, - უთხრა მან „ლაივპრესს“.

ფეისბუკ თამაშის პირობები ასეთია - პოზიტიური შინაარსის ფერად ფოტოებზე მხიარულ მეგრულენოვან წარწერებს, პარარელურად სასწავლო დატვირთვაც აქვთ - „ასე მუდანერი ძიცა მიჩქუნა, გაგმაბკოროცხათ“ (ახლა ჩამოვთვალოთ სიცილის რამდენნაირი შესატყვისი ვიცით), ამ მოცემულობის პასუხში არც მეტი, არც ნაკლები სიცილის გამომხატველი 22 ფორმაა. გვერდის მომხმარებლები აქტიურად მონაწილეობენ კოლექტიურ გართობაში.

არამეგრულენოვანებისთვის დამავიწყდა მეთქვა, „ჭარგა-ჭარგა“ ქართულად ფერადს, ნაირ-ნაირს ნიშნავს.

ადმინისტრატორი გვერდს დღეში რამდენჯერმე აახლებს. რამდენიმე საათის წინ დამატებულ ფოტოზე ჩანს ულვაშიანი კაცი, თავზე ცილინდრით, რომელიც გვეუბნება, რომ ჭამა უყვარს. მას აინტერესებს, რამდენნაირად შეიძლება გამოვთქვათ ეს პროცესი და პასუხებიც კომენტარებად არ აყოვნებს - ჭკომუა, ჯგიჯგონუა, ლაგუნს, წკიწკონუნს, ღირთონუა, ციცონუნს, ჩიჩონუა.

„ყველაზე მეტად მოსწონთ მეგრულენოვანი რომაა. თითქმის ყველაფერი მოსწონთ. ზოგს კილო არ მოსწონს, ზოგს მეგრული უტყდება, მაგრამ მთავარი სიყვარულია. ამით მე არ ვფერხდები. არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, ვიხალისებ ჩემს მეგობრებთან ერთად. ომის მერე მოვხვდი თბილისში და ვცხოვრობ აქ“, - გვითხრა იამზე ჩიქოვანმა.

გუმორძგუა თქვანი - გეპყურწათო არძაქ ართო, თუ უჩქიმეთ გეყურწითო? (გამარჯობა. დავლიოთ ყველამ ერთად, თუ უჩემოდ დალიეთ?) - ასე, ჭიქა ყავაზე ან ჩაიზე გეპატიჟებათ „ჭარგა“.

იამზე ჩიქოვანს არ უნდა, რომ ენა დაივიწყონ, ამიტომ სახალისო ფოტოისტორიების ქვეშ თითქმის ყოველთვის მეგრულად ესალმებიან, ემშვიდობებიან, მიმართავენ ერთმანეთს, სიტყვების გამოცნობანას თამაშობენ.

„არ მეგონა, თუ ასეთი საყვარელი გვერდი გახდებოდა. ასე ვესიყვარულები ჩემს სამეგრელოს და მეგრელებს. დღეს თამაში ნამდვილად არ არის. თითქოს სამეგრელოს გული დევს ამაში“, - ამბობს გვერდის ავტორი.

იამზე ჩიქოვანი ცდილობს პოზიტიური მიდგომით დაანახოს სხვებს, რომ ენა არ უნდა დაიკარგოს. თავდაპირველი - თამაშის ჩანაფიქრიც დღეს უკვე მხოლოდ თამაში აღარ არის. სასიამოვნო განტვირთვასთან ერთად, ვებ-გვერდზე შეგიძლიათ თქვენთვის აქამდე უცნობი სიტყვები აღმოაჩინოთ, ან უბრალოდ სხვებს გაუზიაროთ საკუთარი ცოდნა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.