საზოგადოება
ბავშვებისთვის სახიფათო სათამაშო სივრცე ზუგდიდში [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს. დედა ნახევრადჩამოგლეჯილ ატრაქციონს ხელს არ უშვებს, ეშინია, ქვეშ წყლის გუბეა. იქვე სათამაშოს ნაგლეჯი გდია.

ახალგაზრდა დედა, მარიამ უჩანეიშვილი გვეუბნება, რომ ქალაქის ცენტრალური უბნიდან საკმაოდ შორს ცხოვრობს. მათ სიახლოვეს კი ბავშვების გასართობი მოედანი თუ პარკი არ არსებობს, ამიტომ ცენტრში ყოველ საღამოს ორ შვილთან ერთად ფეხით მოდის.

„აქ ნამდვილად არ არის უსაფრთხო გარემო, ყველაფერი დამტვრეულია, მაგრამ სხვაგან ვერ მიმყავს. ქალაქის პარკში, ფასიან კარუსელებზე ყოველდღე ხომ ვერ წავიყვან“, - ამბობს მარიამი.

შვილთან ერთად აქ ხშირად დავით ლოგუაც თამაშობს. ამბობს, რომ ბავშვებისთვის გასართობი სივრცის მოწესრიგებას არც ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს და არც მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელიც ატრაქციონებს ამტვრევს და აზიანებს.

„ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის სათამაშო მოედნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მოცემულობა კი რადიკალურად სხვაა. რეალურად ბავშვებს არ აქვთ გარემო, სადაც შეიძლება მოვიდნენ, ითამაშონ და გაერთონ. რაც არის, ისიც ამორტიზებულია და სახიფათოა“, - გვითხრა დავით ლოგუამ.

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებთა ინფორმაციით, ატრაქციონები, რომელიც ეზოშია მოწყობილი, 12 წლის წინ მოსკოვში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ქალაქს საჩუქრად გადასცა და მას შემდეგ არავის შეუკეთებია.

გაზაფხულზე, ამავე უბანში ერთ-ერთ შეკრებაზე მოსახლეობამ ზუგდიდის მერს სათამაშო მოედნის შეკეთება სთხოვა, რის პასუხადაც ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ სათამაშო კონსტრუქციების მსგავსი მოდელები უკვე აღარ იყიდება, ამიტომ მისი დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება მოხდება, თუმცა მერს თარიღი არ დაუზუსტებია.

„ლაივპრესს“ მერიაში განუცხადეს, რომ მოედნის რეკონსტრუქცია მხოლოდ მომავალ წელს იგეგმება: „ბიუჯეტში მომავალ წელს გათვალისწინებული იქნება ასევე, მერიის მიერ რეაბილიტირებულ სხვა ეზოებში ბავშვთა სათამაშო სივრცეების მოწყობა“.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სოფელში სულ ორი სკოლა მუშაობდა. ერთ-ერთი, სადაც მოსწავლეები
14:55 / 17.11.2017
სოფელში სულ ორი სკოლა მუშაობდა. ერთ-ერთი, სადაც მოსწავლეები
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
14:17 / 09.11.2017
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
სოკოვან დაავადებებთან ერთად მავნებელმა მწერმა აზიურმა ფაროსანამ
12:39 / 06.11.2017
სოკოვან დაავადებებთან ერთად მავნებელმა მწერმა აზიურმა ფაროსანამ
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.