საზოგადოება
როგორ და რისთვის დაისაჯა მოზარდი ზუგდიდის საბავშვო ბაღში
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ აღსაზრდელს ცელქობის გამო ყური აუწია. შემთხვევა ივნისში, ზეიმის წინა დღეს მოხდა. მშობლებს საუბარი არ სურთ, თუმცა ფაქტს როგორც ბაღის გამგე, ისე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს.

„ისეთი არაფერი მომხდარა. უკვე მოგვარებულია ეს საკითხი. ბავშვის ყურის აწევა არ შეიძლება?! მარტო ყური აუწია, ისიც თანამშრომლის შვილი იყო“, - უთხრა „ლაივპრესს“ ბაღის გამგე თეა ჩიქოვანმა, თუმცა მისი ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ჩვენთან საუბარში გამოთქმულ სხვა მოსაზრებასთან.

კერძოდ - არის თუ არა თანამშრომლის შვილობა შემამსუბუქებელი გარემოება, განმარტავს, რომ არა, და რომ მომხდარს არავითარი გამართლება არ აქვს.

ძიძამ საყვედური და წერილობითი გაფრთხილება უკვე მიიღო, რადგან მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა. განმეორების შემთხვევაში, თეა ჩიქოვანის თქმით, სხვა ზომებს მიმართავენ.

„ბაღის გამგე იყო ჩემთან მოსული. შემდეგ დავიბარე ძიძა. იქაური თანამშრომლის (აღმზრდელის თანაშემწე) შვილს აუწიაო ყური. ასე მითხრა გამგემ. ამას შეესწრო სხვა მშობელი და ჰკითხა, რატომ აკეთებო. მისი მხრიდან იყო უბრალოდ შეპასუხება, რომ შენ არ გკითხავ ამას, რაღაც ასეთი ტონით“, - უთხრა „ლაივპრესს“ ცენტრის ხელმძღვანელმა ელისო ყალიჩავამ.

ამბობს, რომ ძიძამ „შეიგნო“ მომხდარი და ბოდიშიც მოიხადა. იგივე მოიმოქმედა, თუ არა ბავშვის მშობლებთან, ამის შესახებ არაფერი იცის. თქვა, რომ პრეტენზიით მშობელი არ მოსულა და არც სხვა მშობლისგან ყოფილა მომართვა.

„რა თქმა უნდა, არ არის ეს მისაღები ფაქტი. ბავშვს რომ ვინმე შეეხოს, სასტიკად არ შეიძლება და მიიღო მან ჩვენი მხრიდან გაფრთხილება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ განაგრძობენ ძიძაზე დაკვირვებას ბაღის გამგესთან ერთად.

ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტ ნინო ახალაიასთვის გაუგებარია სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორის სიტყვები - ძიძამ „შეიგნო“ საკუთარი ქმედება, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება.

„რას ნიშნავს ეს? - გაკიცხეს, მერე ჭკუა დაარიგეს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და პირობა დადო, რომ აღარ გაიმეორებს? ის, რომ ბავშვის ნებისმიერი სახის ქმედებაზე, ქცევაზე მოზრდილი ადამიანის მხრიდან ყურის აწევით, კუთხეში დაყენებით, ჩქმეტით, ე.წ. დასჯილთა სკამზე დემონსტრაციულად დასმით და ა.შ. რეაგირება არ შეიძლება, ეს არ არის წამიერი, სიტუაციური „შეგნების“ შედეგი.

ეს არის ღრმა რწმენა, გაცნობიერებული შეხედულება, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით მხოლოდ შესაძლებელია პიროვნების უფლებების შელახვა, ტრავმირება, აგრესიის პროვოცირება, რაც კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკაზე“, - უთხრა ნინო ახალაიამ „ლაივპრესს“ და აღნიშნა, რომ ცალკე საკითხია, რატომ დუმს მშობელი ასეთ შემთხვევაში.

ფსიქოლოგისთვის ასევე გაუგებარია, რას ნიშნავს ცელქობისთვის ყურის აწევა, როცა ბავშვი ბუნებით მოუსვენარი, მოძრავი და ცნობისმოყვარეა. მისი განმარტებით, პატარები არ უნდა ისჯებოდნენ ენერგიულობისთვის, იმის გამო, რომ თამაში უნდათ და ხმაურობენ, როგორც ეს არც თუ იშვიათად ხდება.

ნინო ახალაიას თქმით, საბავშვო ბაღების სამუშაო პროგრამა და მუშაობის მეთოდი უნდა იყოს დატვირთული თამაშებით, ეზოში სავალდებულო სეირნობით, აქტივობებით, რათა მათ ადექვატურად დახარჯონ ენერგია.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბაღი პირველ ეტაპზე, თუნდაც საუკეთესო პირობებით, ერთგვარ ტრამვას ისედაც იწვევს ბავშვთა უმრავლესობაში, რადგან ეს არ არის სახლი და მას ყოფნა ფაქტობრივად უცხო ადამიანების გარემოცვაში, მშობლების გარეშე უწევს, პასუხისმგებლობის დამოუკიდებლად  საკუთარ თავზე აღებასთან ერთად.

„სამწუხაროდ, აღმოჩნდება, რომ ან შესაბამისი განათლება არ აქვს, ან უშუალოდ ბავშვებთან მუშაობის მოტივაცია, ან არ უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს. აღმზრდელი და ძიძა, თითოეული უნდა მართავდეს თავის ემოციებს, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი - ბავშვები ხშირად ქმნიან თავგადასავლებით სავსე გარემოს - ფლობდეს საკუთარ ქცევებს და რეაგირებდეს მაქსიმალურად სწორად“, - გვითხრა ნინო ახალაიამ.

მისივე განმარტებით, ფიზიკური ძალადობის კვალი გარეგნულად შესამჩნევია, ფსიქოლოგიურის კი ხშირად ინიღბება, მაგრამ ასევე აუცილებლად ვლინდება და იჩენს თავს პატარის სხვადასხვა ქცევაში, როგორიცაა ერთი შეხედვით უმიზეზო ჭირვეულობა, ცუდი ძილი და სიზმრები, უმადობა ან გაზრდილი მადა, მიჯაჭვულობის გაძლიერება მშობლების მიმართ, ენის ბორძიკი და აგრესიულობა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
14:15 / 13.07.2017
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
12:13 / 13.07.2017
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
„ოცდამეერთე საუკუნეში ვართ და ცხენით დავდივართ.
10:10 / 07.07.2017
„ოცდამეერთე საუკუნეში ვართ და ცხენით დავდივართ.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდი, როგორც თვითმმართველი
ქალაქი აღარ იარსებებს.
12:36 / 06.07.2017
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდი, როგორც თვითმმართველი ქალაქი აღარ იარსებებს.
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.