საზოგადოება
GEM fest-ით დაზარალებული მცირე ბიზნესმენები [რეპორტაჟი]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2017 ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა კვების ობიექტების მეპატრონეთათვის. ისინი უკმაყოფილო ტოვებენ განმუხურის ტერიტორიას, სადაც ფესტივალი 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით იმართებოდა.

როგორც გაირკვა მცირე ბიზნესმენების ნაწილს მიწის იჯარის თანხა წინასწარ ჰქონდა გადახდილი, რამაც ისინი კიდევ უფრო აზარალა. ამბობენ, რომ ფინანსური კრიზისის გამო GEM fest-ის ადმინისტრაციას დარჩენილ თანხას არ გადაუხდიან.

მცირე ბიზნესმენების დიდი ნაწილი კომენტარზე უარს აცხადებს. ამბობენ, რომ პრეტენზიები GEM fest-ის ადმინისტრაციას უკვე უთხრეს და ამ თემაზე საჯაროდ გამოსვლების აზრს ვერ ხედავენ.

„ერთადერთი ობიექტი, რამაც აქ კარგად იმუშავა იყო საპირფარეშო და თამბაქო“, - ამბობს ერთ-ერთი ბარის თანამშრომელი გიორგი აბრამიშვილი. მისი თქმით, GEM fest-ზე ბიზნესმენებმა არა თუ მოგებაზე იმუშავეს, ვალები და საბანკო ვალდებულებები დაიმატეს. მის განწყობას იზიარებენ სხვა დაწასებულებების თანამშრომლებიც.

მაგალითად, გიორგი ჭანტურია, რომელიც კვების ობიექტის მენეჯერია, ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს სხვადსახვა სახის საკვებს და სასმელს დაბალ ფასად სთავაზობდნენ, მეტწილად დაწესებულება ვერ მუშაობდა.

„ჩვენ, სტაფი გადავდიოდით ერთმანეთთან და ამით ვირთობდით თავს“, - ამბობს გიორგი ჭანტურია.

წარუმატებლობის მიზეზად ბიზნესმენები ერთმანეთის მსგავსი ობიექტების სიმრავლის პარალელურად ფესტივალის სტუმრების სიმცირეს ასახელებენ.

მათ პრეტენზიები აქვთ GEM fest-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუასთან, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თითქოს უკვე გაყიდულია ათიათასობით ბილეთი და ელოდებოდა უპრეცედენტოდ ბევრ დამსვენებელს. აქედან გამომდინარე მათ განმუხურში ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს.

მეიჯარეების პარალელურად ფესტივალის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები აქვს თანამშრომლების ნაწილსაც. GEM fest-ის ბილეთების კონტროლიორების ნაწილი ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ისინი ამბობენ, შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მათთვის ერთი თვის გასამრჯელოდ 500 ლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა მხოლოდ 100 ლარი მისცეს, რამაც ახალგაზრდების პროტესტი გამოიწვია.

რას აპირებს ფესტივალის ადმინისტრაცია უცნობია. საპასუხოდ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. უფრო ადრე მისმა დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ განმარტება ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით, ელექტრონული მუსიკის წლევანდელი ფესტივალი არ გამოდგა ფინასნურად წარმატებული, რაც იყო მისი მცდარი წარმოდგენის შედეგი.

„კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს, იმიტომ, რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებს სიგუა.

მანამდე GEM fest-ი ყურადღების ცენტრში მოექცა უბედური შემთხვევის და ნარკოდანაშაულებების გამო. ფესტივალიდან გახსნის დღიდან დასრულებამდე, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჯამში სხვადასხვა მიზეზებით 33 ადამიანი მოათავსე. როგორც „ლაივპრესს“ ჰოსპიტალის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აქედან 14 მოქალაქე ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით იყო მოწამლული, ერთი კი გარდაიცვალ. ტერიტორიაზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი განმუხურში 2015 წლიდან იმართება. GEM fest-ი წელს სახელმწიფო პროექტის „Check in Georgia“-ს ფარგლებში მოეწყო და 1.9 მლნ გამოიყო, რაც გიორგი სიგუას თქმით ბიუჯეტის 30%-ია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სოფელში სულ ორი სკოლა მუშაობდა. ერთ-ერთი, სადაც მოსწავლეები
14:55 / 17.11.2017
სოფელში სულ ორი სკოლა მუშაობდა. ერთ-ერთი, სადაც მოსწავლეები
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
14:17 / 09.11.2017
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
სოკოვან დაავადებებთან ერთად მავნებელმა მწერმა აზიურმა ფაროსანამ
12:39 / 06.11.2017
სოკოვან დაავადებებთან ერთად მავნებელმა მწერმა აზიურმა ფაროსანამ
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.