საზოგადოება
რას ფიქრობენ აფხაზეთში ენის გადარჩენის შესახებ თბილისის წინადადებაზე
საქართველოში აფხაზური ენის დაცვა-განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ამ წინადადებას მალევე გამოეხმაურა სოხუმი, რომელმაც ინიციატივას „პოპულისტური“ უწოდა.

აფხაზური ენის დაცვის, შენარჩუნების, პოპულარიზაციის და განვითარებისთვის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და განათლების სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარალელური მიზანი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა იქნება.

პროგრამის, როგორც სამოქმედო დოკუმენტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა უკვე არსებობს მონახაზი, რომლის ფარგლებშიც ეს ორი სამინისტრო პასუხისმგებლობებს გაინაწილებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ პროგრამისთვის სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას, ინიციატივებს, იდეებს, რა შეიძლება გააკეთონ საკუთარი კომპეტენციის და საქმიანობის ფარგლებში.

„ეს იქნება კონკრეტული პროექტები, რომელსაც მერე სახელმწიფო დააფინანსებს. ყველაფერი ალბათ აკუმულირებული იქნება განათლების სამინისტროში. პროგრამის მომზადებაში ჩართული იქნებიან ქართველებთან ერთად აფხაზი სპეციალისტები. ყველა დაწესებულება, ყველა ინიციატივა, ვისაც კი სურვილი ექნება ჩაერთოს და თავისი პროგრამა განახორციელოს, მონაწილეობას მიიღებს“, - გვითხრეს სამინისტროში.

მათივე განმარტებით, ეს სახელმწიფოს მხრიდან აფხაზურ ენაზე ზრუნვის ახალი ეტაპია, არა პოპულისტური და „კარგი გამოხმაურებების მოლოდინზე“ აგებული, არამედ საქმე კონკრეტული მიზნისთვის.

დავუბრუნდეთ ისევ მემორანდუმს. დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნაც, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობას და ენის დაცვას უზრუნველყოფას.

ამავე დოკუმენტის თანახმად, განათლების სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას, დაეხმაროს მის დაქვემდებარებაში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს საინტერესო ინიციატივების და იდეების განვითარებაში. კონკრეტული წინადადებების მიზანი კი, იქნება აფხაზურის შესწავლა და კვლევა, სამეცნიერო საქმიანობა და აფხაზური ენის სპეციალისტების მხარდაჭერა.

რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, მან ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ქართველ და აფხაზ სპეციალისტებს ურთიერთთანამშრომლობის გზით კონკრეტული ინიციაცივების განხორციელებაში ნდობის აღსადგენად. ერთობლივი საქმიანობის მიმართულება, მათ შორის ამ კუთხით, ცნობიერების ამაღლება იქნება. ასევე, აფხაზურ ენაზე სხვადასხვა გამოცემის, პუბლიკაციის, რადიო და ტელე გადაცემის მომზადება.

< რას ფიქრობენ აფხაზეთში პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზ>

აფხაზების დიდ ნაწილს გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გულწრფელობის არ სჯერა. სოციალურ ქსელში ვინმე დენის აფსნი წერს, რომ ჯერ პროგრამა არ შემუშავებულა, პრემიერ-მინისტრის ნათქვამიდან კი გაუგებარია, თუ რომელ ტერიტორიაზე გეგმავს ის ენის დაცვას - „საქართველოში, თუ აფხაზეთში“.

„თუმცა, ამან არავინ უნდა დააბნიოს, იმიტომ, რომ ასეთი ფანტასტიკური იდეები ახასიათებს საქართველოს პოლიტიკურ ელიტას. შეიძლება ეს მათი მხრიდან მონანიებაა დახურული აფხაზური სკოლების, აფხაზური ენის აკრძალვის, ჩვენი ეთნოსის განადგურებისთვის, მაგრამ ფიქრი მონანიებაზე არანაირად არ შეესაბამება საქართველოს დღევანდელ დამოკიდებულებას აფხაზეთის მიმართ - საერთაშორისო იზოლაციას“, - წერს ის.

„ბერგჰოფის ფონდის“ წარმომადგენლის, რუსიკო მარშანიას თქმით კი, ახალი ურთიერთობების მშენებლობის დაწყება უკეთესია არა ენის დაცვა-განვითარებაზე ზრუნვით, არამედ ერთმანეთისთვის მისაღები, საერთო გადაკვეთის წერტილების პოვნით:

„თუმცა მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ამ აზრამდე ქართული საზოგადოება სწორედ ენის და კულტურის შესწავლამ მიიყვანოს“.

ანრი აგრბა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გაბრაზებაზე უკეთესია საზოგადოებამ გააცნობიეროს, თუ რა საფრთხის წინაშე დგას რეალურად აფხაზური ენა. ამბობს, რომ კანონმდებლობის თანახმად, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ყველა შეხვედრაზე, კრებებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა თუ პარლამენტში აფხაზური უნდა გამოეყენებინათ სამუშაო ენად, რაც არ მომხდარა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას განცხადებითვე უპასუხა სოხუმმაც. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს ინიციატივა „პოპულიზმი“ და „თვალთმაქცობაა“, ერთგვარი „დაცინვაც“ საქართველოს მთავრობის მეთაურის მხრიდან. არგუმენტად მათ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტი მოჰყავთ - აფხაზური ენის გადარჩენის პარარელურად, „აგრესიული და იზოლაციის პოლიტიკის“ შეუქცევადობა დანარჩენი სამყაროსგან.

როდის დაიწყებს საქართველოს ხელისუფლება დაანონსებული პროგრამის განხორციელებას, ჯერ უცნობია. უცნობია ისიც, თუ რა თანხას დახარჯავს ამისთვის. თუმცა თბილისში სოხუმისგან განსხვავებით დარწმუნებულები არიან, რომ აფხაზური ენის და კულტურის მიმართ ეს „გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება“ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ნდობის დაბრუნების პროცესში.

საქართველოს კონსტიტუციის, თანახმად აფხაზური ენა მეორე სახელმწიფო ენაა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით
საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,
17:01 / 25.09.2018
ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.






ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.
09:35 / 06.09.2018
ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.






1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში
პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
09:41 / 03.09.2018
1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ზუგდიდში შემორჩენილ საბჭოთა ტოპონიმიკას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.