საზოგადოება
რა პროფესიულ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სტანდარტი სულ ოთხი ნაწილისგან შედგება - აღმზრდელ-პედაგოგის განათლება, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი და აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება. დოკუმენტში საუბარია, ცოდნის და უნარ-ჩვევების ქონის პარარელურად, თუ რა ღირებულებებს და დამოკიდებულებას უნდა ინარჩუნებდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვის და შეფასებისთვის.

კერძოდ, უკვე დასაქმებული, ან სტანდარტის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე დასასაქმებელი თანამშრომლები უნდა აკმაყოფილებდნენ ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას - უნდა ფლობდნენ სულ მცირე ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ დარგსა თუ სპეციალობაში. ჰქონდეთ აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება. ასევე, იყვნენ გადამზადებულები სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულების საფუძველზე.

მათვე უნდა გააჩნდეთ ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.

ამავე დადგენილების თანახმად, მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი, ან პროფესიული სამუსიკო განათლება.

რაც შეეხებათ სკოლამდელ დაწესებულებებში 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან დასასაქმებელ თანამშრომლებს, მათთვის განსაზღვრული მოთხოვნები მცირედით შეცვლილია პირველი შემთხვევისგან განსხვავებით. მაგალითად, უნდა ფლობდნენ სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით. ასევე, უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის განათლებისთვის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

რა პროფესიული მახასიათებლები უნდა ჰქონდეთ ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს

დადგენილების მიხედვით, მათ ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით უნდა წარმართონ სასწავლო პროცესი, უზრუნველყონ კეთილგანწყობილი და მოტივაციისთვის ადექვატური გარემო. ასევე, იხელმძღვანელონ ჰუმანურობის, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპებით, ეთიკის ნორმებთან ერთად.

აღმზრდელ-პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი არამხოლოდ ბავშვებთან, არამედ მათ მშობლებთან და კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობისას. იცოდნენ ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტები, თანამედროვე კვლევები, მიდგომები, პროგრამები, თამაშის ტიპები და გამოიყენონ სამუშაო პროცესში.

პედაგოგებმა ასევე უნდა იცოდნენ როგორც ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა, ასევე შესაბამისი პრინციპები და ხელი შეუწყონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სწავლას და განვითარებას.

< მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები >

მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტის ერთ-ერთი ქვეთავი მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ მახასიათებლებს შეეხება. იგი უნდა ფლობდეს სწავლების შესაბამის მეთოდოლოგიას, იცნობდეს სტანდარტებს და პროცესიც ბავშვების მუსიკალური და ზოგადი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართოს. ასევე, უზრუნველყოს ბავშვებში თანამშრომლობის უნარის განვითარება, მათი ერთობლივ შემოქმედებით პროცესში მონაწილეობით, მუსიკის აღქმის უნარის განვითარება შესაბამისი რეპერტუარის და ინფორმაციის მიწოდებით.

< ქართულის, როგორც მეორე ენის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები >

რაც შეეხება ქართულის, როგორც მეორე ენის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ მახასიათებლებს, ბაღის თანამშრომლები ამ ენას სრულყოფილად, ეროვნულ უმცირესობებისას კი საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდნენ. შეეძლოთ ზეპირი საუბრის, ტექსტების შინაარსის გაგება-გაანალიზება და სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტების შედგენა, პრობლემურ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება და დაცვა.

პედაგოგმა უნდა იცოდეს ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდოლოგია, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების, მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით სასაუბროების, ტექსტების და თამაშების შერჩევა. მანვე უნდა უზრუნველყოს ქართულად კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა შემდეგი მეთოდებით - თვალსაჩინოებების გამოყენება, მასალის ასათვისებლად თუ ცოდნის შესაფასებლად როლების გათამაშება, თოჯინური სპექტაკლების დადგმა, დახატვა-გაფერადება, ნაკეთობების შექმნა, მუსიკის მოსმენა, სიმღერა და სხვა.

< სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი >

აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს და იცავდეს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, ჰიგიენასა და კვებასთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და რეგულაციებს. აწვდიდეს ბავშვს სათანადო ინფორმაციას ამ ყველაფერზე. ასევე, ხელს უწყობდეს სხვადასხვა მეთოდით მათში ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ჩვევების ჩამოყალიბებას. მანვე საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას, ბავშვისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

პედაგოგმა პატივი უნდა სცეს და გაითვალისწინოს თითოეული მათგანის ინდივიდუალური საჭიროებები, შესაძლებლობები, მათ შორის კვების ინდივიდუალური ტემპი. იცოდეს მათი უფლებები, კონვენცია ამ უფლებების შესახებ. პარარელურად, ჰქონდეს უნარი ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოსაცნობად და ჰქონდეს ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება.

< სოციალური გარემო >

პედაგოგმა ასევე უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნა, ხელი შეუწყოს თანატოლებთან და უფროსებთან კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მისცეს შესაძლებლობა თითოეულ მათგანს, ისაუბრონ საკუთარ და სხვის ემოციებზე, დამოკიდებულებებზე, ქცევასა და ინტერესებზე.

პედაგოგმა ბავშვებთან ურთიერთობისას უნდა გამოიყენოს ქცევის პოზიტიური მართვის სტრატეგიები, უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ჯგუფის წესების შექმნაში, ასწავლოს საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტების პოზიტიური გზით მოგვარება.
ფიზიკური გარემო

აღმზრდელ-პედაგოგმა ფიზიკური გარემოს მოწყობისას უნდა გაითვალისწინოს აქტივობების ფორმები და სივრცის სწორად გადანაწილება, დაიცვას დისტანცია სხვადასხვა ზომის ჯგუფური და ინდივიდუალური საქმიანობებისთვის. ასევე, სტანდარტული სათამაშოების, საკანცელარიო ინვენტარის გარდა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში რეგულარულად უნდა გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა, ღია, მეორადი და ბუნებრივი მასალები და რესურსები.

პედაგოგმა ასევე უნდა დაგეგმოს და განახორციელოს გასვლითი საქმიანობები სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში, მუზეუმი იქნება ეს, ზოოპარკი, თეატრი, ბუნება თუ სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი.

< დაკვირვება და შეფასება >

მთავრობის დადგენილების მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგმა ბავშვის პროგრესის, საგანმანათლებლო პროცესის, გარემოს, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის შესაფასებლად სისტემატურად უნდა გამოიყენოს მრავალფეროვანი არაფორმალური და ფორმალური მეთოდი, შედეგებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბოს მიზნები და ადაპტირება მოახდინოს არსებული სასწავლო გეგმის.

ის ასევე უნდა ფლობდეს ინფორმაციას ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევა-შეფერხების ფორმების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დამატებით პერსონალის ჩართვა პროცესში და მომსახურების შეთავაზება.

პედაგოგმა ბავშვზე დაკვირვება-შეფასებისას უნდა აწარმოოს ჩანაწერები, შემდეგ გააცნოს მშობლებს და ერთად განიხილონ მათი განვითარების სამომავლო საკითხები.

< ეფექტური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი >

ამავე დოკუმენტის მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგმა სხვადასხვა საქმიანობის მეშვეობით უნდა წაახალისოს თითოეული ბავშვის შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი, ხელი შეუწყოს მათ დამოუკიდებელ მოქმედებას და ინიციატივების გამოვლენას. შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით აზრის თავისუფლად გამოხატვას, რთული ქცევის პრევენციას, ან ასეთი ქცევის შემთხვევაში პოზიტიური მეთოდებით მის მოგვარებას.

პედაგოგმა აღსაზრდელებში ერთიანი ანალიზის უნარის განსავითარებლად და სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარსამართავად უნდა გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის ტექნიკური საშუალება და ხელსაწყო, თითოეული ბავშვის ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე კი შემაჯამებელი ღონისძიებები მოაწყოს.

< ინკლუზიური განათლება >

დოკუმენტის ამ ნაწილში საუბარია პედაგოგის უნარზე, ბავშვების საჭიროების გათვალისწინებით შექმნას ადექვატური გარემო შესაბამისი სტანდარტების გამოყენებით. მას სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე უნდა ჰქონდეს სათანადო რეაქცია და ხელი შეუწყოს სტერეოტიპული მიდგომების შეცვლას, თანასწორობის ღირებულების ჩამოყალიბებით. ასევე, სასწავლო პროცესში უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ინდივიდუალობა, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ენობრივი, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური და სხვა მახასიათებლები. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმები, მათ შორის ჟესტური ენა ელემენტარულ დონეზე და ილუსტრაციებით ურთიერთობა.

< თანამშრომლობა >

მთავრობის დადგენილების მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგმა საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის და წარმართვისას უნდა გაითვალისწინოს და პატივი სცეს თითოეული ოჯახის კულტურულ მრავალფეროვნებას და თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს. ყურად იღოს მათგან მიღებული ინფორმაცია ბავშვის შესახებ. დაგეგმოს საქმიანობა ისე, რომ ხელი შეეწყოს ამ ოჯახებს შორის კომუნიკაციას და თანამშრომლობას.

მანვე უნდა უზრუნველყონ სხვადასხვა ფორმით მშობელთა განათლება და ინფორმირება, ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვის განვითარების თავისებურებებზე, სკოლამდელი განათლების მნიშვნელობის და ბავშვთა უფლებების შესახებ.
პედაგოგ-აღმზრდელებმა პარარელურად უნდა ითანამშრომლონ უწყებებთან, რომლებიც საზოგადოებას ბავშვთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობენ. ასევე მათთან, რომლებიც აწარმოებენ მონიტორინგს საბავშვო ბაღებში.

< აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება >

პროფესიული სტანდარტის ბოლო თავი პედაგოგ-აღმზრდელის თვითგანვითარებასა და უწყვეტ პროფესიულ განათლებაზეა. ეს გულისხმობს შემდეგს - ისინი რეგულარულად უნდა გაეცნონ სტატიებს, კვლევებს, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს, რეგულაციებს და სასწავლო ლიტერატურას, რაც ბაღებში სამუშაო პროცესს შეეხება. პარარელურად უნდა გადამზადდნენ, მიიღონ მონაწილეობა ტრენინგ-კონფერენციებსა თუ სემინარებში.

აღმზრდელ-პედაგოგები უნდა თანამშრომლობდნენ მათ შორის კოლეგებთან, სფეროს მკვლევარებთან, გაეცნონ მათ პრაქტიკულ საქმიანობას, მოხდეს გამოცდილების ურთიერთგაცვლა. ასევე, იქონიონ კომუნიკაცია დამწყებ კოლეგებთან, მოხალისეებთან და პრაქტიკანტებთან, მისცენ მათ პროფესიული რეკომენდაციები.

პედაგოგებმა უნდა აწარმოონ თვითშეფასება, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსასაზღვრად, შედეგების მიხედვით კი ჩამოაყალიბონ მიზნები თვითგანვითარებისთვის, ასევე ამ მიზნის მიღწევის გზები.

ისინი ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე უნდა მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტიპის რეგულაციის, სტანდარტის, პროგრამის შემუშავებაში, განხილვასა და დანერგვაში.

საქართველოს მთავრობამ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები 27 ოქტომბერს დაამტკიცა. დადგენილება უკვე ძალაშია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.