საზოგადოება
სოფელი სამეგრელოში, სადაც მუსლიმებმა და ქრისტიანებმა ტოლერანტული გარემო შექმნეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
შავღელე ხობის სოფელია. ის ფოთიდან შვიდ კილომეტრში, მდინარე რიონის პირას იშლება და თითქოს არაფრით განსხვავდება სამეგრელოს სხვა სოფლებისგან. გზა იმდენად ორმულია, რომ „სლალომით“ მოძრაობა გარდაუვალია. ადგილობრივი მცხოვრებლების ძირითადი სარჩო სიმინდი და რძის ნაწარმია. კომუნისტური მმართველობის ხელი სოფელს ახლაც ატყვია. აქ საცხოვრებელი სახლები სახელმწიფომ მუსლიმი აჭარელი ეკომიგრანტებისთვის ააშენა და არქიტექტურა თითქმის ერთმანეთის იდენტურია.

სოფლის ჩვეულებრივობის განცდა მაშინ გიქრება, როცა გზად მხოლოდ ბავშვებს და ქალებს ხედავ. მანქანა პირველივე შემხვედრ სახლთან გავაჩერეთ. ქალი აჭარული კილოთი გვეუბნება, რომ „ჯამეში“ [მეჩეთი] ახლა ლოცვა ტარდება, სადაც ყოველ პარასკევს მორწმუნე მუსლიმი მამაკაცები იკრიბებიან.

„ჩვენ შინ თუ ვილოცებთ“, - გვითხრა ახალგზარდა ქალმა, რომელიც საკუთარი სახლის ეზოში მეზობელ თანატოლებთან ერთად სიმინდს არჩევდა.

მანამდე სოფელში, ეს მაშინ როცა აჭარაში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ქედას, შუახევისა და ხულოს მცხოვრებლები 1989 წელს შავღელეში ჩამოასახლეს, საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი მეურნეობა მეციტრუსეობა იყო.

გზას ისევ მანქანით გავუყევით. სოფლის ცენტრში სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორიაა განთავსებული. იქვე ჯვარია აღმართული, გასწვრივ კი საქართველოს და ევროკავშირის დროშები ფრიალებდა.

მეჩეთში სამარისებური სიჩუმეა. მხოლოდ მოლას ლოცვის ხმა ისმის. ჩვენი ჩასვლის მიზეზი მან წინასწარ იცოდა, ამიტომ გადაღება „გაუფრთხილებლად“ დავიწყეთ. „ჯამეს“ ეზოში სასაფლაოა, აქ მხოლოდ მუსლიმებს ასაფლავებენ.

ლოცვა მალე დასრულდა, მოლა მოგვესალმა და სოფლის კაცების გაცნობაში დაგვეხმარა.

სოფლის სულიერი წინამძღვარი ზურაბ ტარიელაძე გვეუბნება, რომ მეჩეთი, რომელიც სამეგრელოში ერთადერთია, 2004 წელს შემოწირულებებით ააშენეს. სახელმწიფოს წილი მხოლოდ მიწის გადაცემა იყო. გვიხსნის, რომ დამხვედრი მეზობლების, ქრისტიანებისგან განსხვავებული რელიგია ხელს არ უშლით ერთმანეთის ლხინის და ჭირის გაზიარებაში.

„ქრისტიანი და სხვა ნებისმიერი რწმენის ადამიანი, თუ ის მორწმუნეა, სიკეთის და მშვიდობის სიმბოლოა. თითქმის 28 წელია რაც აქ ვცხოვრობთ და ძალიან კარგი მეგობრები გვყავს ქრისტიანები. ისინი ჩვენს დღესასწაულებს გვილოცავენ, ჩვენ კი მათსას. გუშინ ქალიშვილის ქორწილი გადავიხადე და ქრისტიანი მეგობრებიც მყავდა დაპატიჟებული“, - გვითხრა ზურაბ ტარიელაძემ.

შუახნის და მოხუც მორწმუნეებს შორის ახალგაზრდებიც იყვნენ, სოფლის პრობლემებზე სწორედ ისინი გვესაუბრნენ.

„კარგია რომ გვაქვს სამლოცველო, საბავშვო ბაღი, სკოლა, ამბულატორია, მაგრამ ახალგაზრდები აქ ვერ ჩერდებიან, იმიტომ რომ უმუშევრობაა, არ გვაქვს ინტერნეტი, გზა, გაზი. ახალგაზრდები ძირითადად თურქეთში მიდიან სამუშაოდ, აქ მიწა არ მუშავდება, ყანების უმეტესობა არ ითესება“, - გვითხრა გია ქამაშიძემ.

სოფლის მცხოვრებლები ახალი გზის მშენებლობის და გაზიფიცირების მოლოდინში არიან, ეს დაპირება მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული, მმართველი პარტიის კანდიდატისგან მიიღეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.