საზოგადოება
აბორტით გამქრალი გოგონები - სამეგრელოს და აფხაზეთის მაგალითები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 ათას 446 გოგონა არ დაიბადა.

კვლევის მონაცემთა ანალიზით, გოგონების „გაუჩინარება“ ნიშნავს, რომ ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ, ბევრი მშობელი მიმართავს ორსულობის შეწყვეტას, რადგან არ სურს ჰყავდეს ორ ან სამ გოგონაზე მეტი.

ზუგდიდელი ექიმები თანხმდებიან, რომ სქესობრივი ნიშნით აბორტის გაკეთება, საკმაოდ ხშირად ხდება სამეგრელოს და აფხაზეთის რეგიონებში.

„ეს არის კავკასიის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი, იმიტომ, რომ ძირითადად მემკვიდრის პრობლემაა. ვიცნობ ქალს, რომელიც ნამდვილ ჯალათობებს სჩადიოდა, ბიჭის მოლოდინში აბორტებს იმ დროს იკეთებდა, როცა ნაყოფი უკვე დიდი იყო, რადგან დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ექიმები სქესში არ შეცდნენ.

მყავს ასევე პაციენტები გალიდან და ასევე ოჩამჩირიდან. ისინი ადგილობრივ ექოსკოპისტებს არ ენდობიან და ხშირად სქესის გადასამოწმებლად ჩამოდიან. ოჩამჩირეში მცხოვრებმა ქალმა, როცა შეიტყო, რომ მეორე ქალიშვილის დედა გახდებოდა, ატირდა, ქმარი არ შემიშვებს სახლშიო, მართლაც, როცა მისი ქმარი მოვიდა, ვნახე, თუ რა აგრესიულად იქცეოდა“, - გვითხრა გინეკოლოგმა ნანა წითლიძემ.

სამეგრელოსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები, რომ ვაჟის ყოლას ანიჭებენ უპირატესობას, ამას ექოსკოპისტი გია ქვარცხავაც ადასტურებს.

„ძალიან მძაფრია ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ყველამ იცის, რომ მე სქესს არ ვამბობ, მაგრამ ეს პრობლემა მანამ იქნება, სანამ ღირებულებათა გადახედვა არ მოხდება, სანამ საზოგადოება არ მიხვდება, რომ ეს არის ჩვეულებრივი მკვლელობა. საზოგადოების დაკვეთა არ უნდა იყოს ასეთი“, - გვითხრა ექიმმა.

რას ფიქრობენ გენდერული ნიშნით აბორტზე, შეკითხვაზე პასუხს ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეების დიდმა ნაწილმა თავი აარიდა, ნაწილმა გვითხრა, რომ „აბორტი ცოდვაა“ და „შვილი შვილია, არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი“, ერთმა ახალგაზრდამ კი გვიპასუხა, რომ ზოგადად, აბორტის გაკეთება მხოლოდ დედის გადასაწყვეტია.

კვლევის შედეგებს მალევე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მან ექიმებს მოუწოდა, დაიცვან მთავრობის რეკომენდაცია სქესის არგამხელასთან დაკავშირებით.

„წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია სქესის არგამხელასთან დაკავშირებით. ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ექიმები კი ამბობენ, რომ სქესთა თანაფარდობის პრობლემას მხოლოდ რამდენიმე კეთილსინდისიერი ექიმი ვერ მოაგვარებს.

„ეს პირველხარისხოვანი პრობლემა უნდა გახდეს. უნდა დაიწყოს კამპანია, რომელშიც ექიმები, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან, იმიტომ რომ ეს არის ძალადობა, რომელსაც ქალი ძირითადად მამაკაცის მოთხოვნით სჩადის. ეს არის მდედრობით სქესზე გენოციდი, ე.ი. თუ მდედრია, არ უნდა გაჩნდეს, თუ მამრია, უნდა გაჩნდეს, ეს ყველაზე დიდი ძალადობაა“, - გვითხრა ნანა წითლიძემ.

ანალიზმა აჩვენა, რომ 2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გენდერული უპირატესობის მინიჭება შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვადასხვა სოციალური კულტურული, ეკონომიკურ რელიგიურ მოტივებს, აღნიშნული მოტივები მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ეკონომიკურ მოსაზრებებს, როგორიცაა ვაჟების მიერ მშობლებისადმი გაწეული დახმარების მოლოდინი, ასევე სიმბოლურ მოსაზრებებს, როგორიცაა პატივი, რეპუტაცია და გვარის გაგრძელების სურვილი, ბევრ შემთხვევაში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭება წარმოადგენს ღრმად გამჯდარი ოჯახის სისტემის გადმონაშთს, რომლის თანახმადაც, გოგონები არასათნადოდ არიან დაფასებულები, და ოჯახის არამუდმივ წევრებად ითვლებიან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.