საზოგადოება
მეგრული და აფხაზური ვაზის ახალი სიცოცხლე მარტვილში [ფოტო]
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების პირას მყოფი მეგრული და აფხაზური ვაზის საკოლექციო ვენახს გააშენებს.

იდეის განსახორციელებლად 34 წლის ქეთო ნინიძეს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

მას ამჟამად მეგრული ჯიშის ყურძნის, კოლოშის და დუდღუშის, აფხაზური ლაკაიაჟის და აშუგაჟის კალმებიდან ნერგები გამოჰყავს.

ქეთო ნინიძე და ზაზა გაგუა

ქეთო ნინიძეს ღვინის დაყენების გამოცდილება 2015 წლიდან აქვს და ამ საქმეში ქმართან, ზაზა გაგუასთან ერთად წარმატებასაც მიაღწია. მათ მარანში დამზადებული ღვინო იყიდება როგორც თბილისის, ქუთაისის და ბათუმის, ისე აშშ-ის რამდენიმე ბუტიკური ღვინის ბარში. ქეთო ნინიძემ წელს შეკვეთა მიიღო ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდანაც.

მეგრული ჯიშის ვაზის კალმები

„ჩემი პირველი მოსავლის ღვინო იყო მეგრული ოჯალეში, ევროპული მეთოდით (ჭაჭის გარეშე), მეორე - ორბელური ოჯალეში - ვარდისფერი. წელს, დაახლოებით, ექვსჯერ მეტ ღვინოს ვაწარმოებ - რაჭიდან ძელშავს, ლეჩხუმიდან - ორბელურ ოჯალეშს და რა თქმა უნდა, სამეგრელოდან - ოჯალეშს.

სანამ ჩემი ვენახის მოსავალს მივიღებ, ყურძენს ვყიდულობ დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის სხვადასხვა რეგიონებიდან. მეგრულ ჯიშებს იმიტომ ვაშენებ, რომ სამეგრელოში ვცხოვრობთ და ვაზის ეს ჯიშები აქაური ბიომრავალფეროვნების ორგანული ნაწილია.

აფხაზურიც აქაური კლიმატის, ნიადაგისა და ეკოსისტემისთვის საკმაოდ მახლობელია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აფხაზეთია - ჩვენი ისტორიული, კულტურული, გეოგრაფიული ნაწილი და დღესდღეობით, ოკუპირებული უცხო ქვეყნის მიერ“, - ამბობს ქეთო ნინიძე, რომელიც ოჯახთან ერთად 2015 წელს თბილისიდან მარტვილში ბიოორგანული მეურნეობის წამოწყების და აგროტურიზმის დაფუძნების სურვილით ჩავიდა.

საოჯახო მარანი - ოდა

დაგეგმა და გააკეთა კიდეც - მარტვილში „საოჯახო მარანი - ოდა“ უკვე ფუნქციონიებს. სტუმრებს ახალგაზრდა მეწარმე მეგრულ ტრადიციულ კერძებს საკუთარ მარანში დამზადებულ ღვინოსთან ერთად სთავაზობს.

ქვევრის ღვინო მარანში

„ოდაში“ მისულებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ეთნოგრაფიულ კუთხეებს - ოდას, მარანს, ფაცხასა და ვენახს. მომსახურებაში შედის ტურისტული მარშრუტი მარტვილის ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად. მუშაობენ ფოლკლორული გუნდის ჩამოყალიბებაზეც, რომელიც სტუმრებს შესთავაზებს ფოლკლორულ პერფორმანსებს.

ქეთო ნინიძე ამბობს, რომ ყოველგვარი რეკლამის და ინვესტირების გარეშე ოჯახმა 5 თვის მანძილზე 500-მდე სტუმარს უმასპინძლა, რომელთა შორის არიან მსოფლიოში ცნობილი მედიასაშუალებების ჟურნალიტები, ასევე ღვინისა და გასტრონომიის სპეციალისტები.

საოჯახო მარანი - ოდა

„ოდა“ მარტვილშია და განსაკუთრებით მეამაყება ის, რომ ძალიან ბევრი სტუმარი ამ ქალაქს არა საოცარი კანიონის, არამედ, სწორედ, „ოდას“ გამო სტუმრობს“, - ამბობს მეღვინე ქეთო ნინიძე.

ოდაში ჩამოსხმული ღვინო

სწორედ „ოდას“ ეზოში გაშენდება მეგრული და აფხაზური ვაზის საკოლექციო ვენახიც, რომელსაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ტურისტული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება.

სტატიაში გამოყენებული ფოტოები „ლაივპრესს“ ქეთო ნინიძემ მოაწოდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით
საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,
17:01 / 25.09.2018
ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.






ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.
09:35 / 06.09.2018
ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.






1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში
პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
09:41 / 03.09.2018
1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდში პარკირების გაუმართავ სისტემაზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.