საზოგადოება
რა მოხდა ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღში, მხარეთა შეფასებები [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის მერიის აუდიტის სამსახურმა მშობლის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო მოკვლევა ქალაქის მე-15-ე საბავშვო ბაღში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის ზეიმზე არ შეშვების ფაქტზე.

როგორც მერმა, ლაშა გოგიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პასუხს აგებს ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

თავის მხრივ, თეა ანჩაბაძე, რომლის ინფორმაციითაც მისი 4 წლის გოგონა ბაღის ზეიმზე არ შეუშვეს, აცხადებს, რომ თვითმიზანი ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლება არ იყო.

როგორც მან „ლაივპრესს“ უთხრა, 27 დეკემბერს ფეისბუკზე დაწერა გულისტკივილი, რაც საბავშვო ბაღში განიცადა, როცა მისი შვილი სხვა თანატოლების მსგავსად არ შეუშვეს დარბაზში და იძულებული იყო კარის ჭუჭრუტანიდან ედევნებინა თვალი ღონისძიებისთვის.

მშობლის განცხადებით, ფაქტია, რომ 10 წუთის დაგვიანებით შვილთან ერთად მისულს კარი, რომლითაც მანამდე სარგებლობდნენ, ჩაკეტილი დახვდა და არ გააღეს ღონისძიების მიწურულამდე, როცა შეიძლებოდა მათი შეშვება და ისევ ჩაკეტვა.

თეა ანჩაბაძისთვის გაუგებარია არგუმენტი, რომ იმ ადგილზე დეკორაცია იდგა და ეს გახდა ჩაკეტვის მიზეზი. მშობლის განმარტებით, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მხოლოდ ამ შესასვლელით სარგებლობდნენ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინტეგრირებული ჯგუფის აღსაზრდელები და არა ალტერნატიულით.

თეა ანჩაბაძის თქმით, უდა ყოფილიყო შესაბამისი პირობები, რომ ყველა ბავშვს თანაბრად შეძლებოდა ზეიმზე დასწრება.

„სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩემს შვილს შეუზღუდეს ზეიმზე დასწრების უფლება და საერთოდ ამ ბაღის სივრცეში სიამოვნების მიღება იმ ზეიმზე, რომელზედაც ჩვენ ვიყავით მიწვეულები 11:00 საათზე. კი ჩვენ მივედით 10 წუთის დაგვიანებით, მაგრამ არ იყო იქ იმის პრობლემა, რომ ეს კარი გაღებულიყო და მერე ისევ დაკეტილიყო და ჩემს შვილს სანამ ზეიმი მიმდინარეობდა ჭუჭრუტანიდან კი არ ეცქირა და ემზირა, არამედ ჰქონოდა უშუალოდ ამ ბავშვებთან კონტაქტი“, - აცხადებს თეა ანაჩაბაძე.

მისივე სიტყვებით, ფაქტის გამო გული დაწყდა და შეშფოთდა, მაგრამ სხვა აღსაზრდელებისთვის ზეიმი, რომ არ ჩაეშალა, ადგილზე არ გაუპროტესტებია. ამბობს, რომ სწორედ აქედან გამომდინარე მომხდარი არ გაუგიათ ზეიმზე მყოფ სხვა პირებს, გარდა ბაღის რამდენიმე თანამშრომლისა.

„ეს კარი მოგვიანებით გაიღო, და ის ფოტოებიც, რომლებიც გავრცელდა, სადაც ჩანს ღია კარები, გადაღებულია მაშინ, როდესაც კარი გაიღო და უკვე კონცერტის კულმინაციაა, თოვლის ბაბუაა გამოსული და საჩუქრებს არიგებს“, - აცხადებს თეა ანჩაბაძე.

მას პრეტენზია აქვს მხოლოდ ბაღის გამგის მიმართ, რადგან დარწმუნებულია, რომ სწორედ მისი გადაწყვეტილებით იყო კარი ჩაკეტილი, რათა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები არ შესულიყვნენ ზეიმზე.

თავის მხრივ, გამგე ჯული ზაქარაია ირწმუნება, რომ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის. გამგემ „ლაივპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ მის ინტერესებშია დადგინდეს სიმართლე და მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც ამ საქმის შესწავლა სურს.

„კი თქვა მშობელმა კარი რატომ არისო დაკეტილი, მაგრამ ის ჯგუფი, რომელიც გამოდიოდა უკვე ამთავრებდა და ახალი ჯგუფი შედიოდა. ამიტომ იმ ახალ ჯგუფში გავუკეთებდით ჩართულობას, არ დავტოვებდით უყურადღებოდ. მაგრამ ვინაიდან ბავშვი მოვიდა, კარებთან მივიდა და შეიჭყიტა, მშობელს გული დაწყდა, რატომ არ არის კარი ღიაო, არადა საერთოდ არ არის მისი გაღება სწორი, რადგან არ არის სამოქმედო კარი“, - განაცხადა ჯული ზაქარაიამ.

ბაღის გამგის თქმით, მარტივად შეიძლება კიბის გამოყენებით ცენტრალური შესასვლელით სარგებლობა და დარბაზში შესვლა.

სააღმზრდელო დაწესებულებაში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის პირველი სპეციალური, ინტეგრირებული ჯგუფი 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ციხეში გატარებული 17 წლის შემდეგ.
13:47 / 19.07.2018

ციხეში გატარებული 17 წლის შემდეგ.







საბჭოთა წარსული ბევრ გახმაურებულ საქმეს ინახავს. მათ შორის
ერთ-ერთია „მეგრელთა საქმე“, რასაც ადამიანების დაკავება-ტერორი
მოჰყვა.
14:19 / 18.07.2018
საბჭოთა წარსული ბევრ გახმაურებულ საქმეს ინახავს. მათ შორის ერთ-ერთია „მეგრელთა საქმე“, რასაც ადამიანების დაკავება-ტერორი მოჰყვა.






ზუგდიდმა ახალი დროშა და გერბი მიიღო, რომელზეც გამოსახულია
ღვთისმშობლის კვართი.
14:47 / 07.07.2018
ზუგდიდმა ახალი დროშა და გერბი მიიღო, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობლის კვართი.






სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერები მიუსაფარ ცხოველთა
17:48 / 04.07.2018
სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერები მიუსაფარ ცხოველთა
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.