საზოგადოება
უსინათლოს დიაგნოზით ქუჩაში
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მცხოვრები უსინათლო ბაჩუკი ხასაია აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. არის საქართველოს ფეხბურთის უსინათლოთა ნაკრების წევრი, ასევე ხელმძღვანელობს ზუგდიდის უსინათლოთა საზოგადოებას, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენი ქუჩები არ არის ადაპტირებული, გადაადგილებას მხოლოდ ცოლის დახმარებით ახერხებს.

„მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები მყავს. ქალაქში რომ გავიდე, ჩემმა მეუღლემ ბავშვები სახლში მარტო უნდა დატოვოს, რომ მე დამეხმაროს. რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც სხვა ქვეყნების მსგავსად ხმოვანი საგზაო ნიშნები იყოს, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ გადაადგილება. ამ საკითხზე, გასულ წელს მივმართე მერიას“, - გვითხრა ბაჩუკი ხასაიამ.

ფოტოზე: ბაჩუკი ხასაია, ცოლთან ერთად

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ უსინათლოთათვის ქალაქში გადაადგილების გამარტივებაზე მუშაობენ, თუმცა სოციალური განყოფილების უფროსი გოგი რევია „ლაივპრესთან“ საუბარში ვერ აკონკრეტებს როდიდან შეიძლება დამხმარე პროგრამა ამოქმედდეს.

„გასულ წელს, ევროპულ ქვეყანებში ყოფნისას, ამ საკითხით ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ ჩვენ ძალიან შორს ვართ ჯერ ამისგან. ჯერ კიდევ თბილისში ვერ დამონტაჟდა სპეციალური საგზაო ნიშნები. უფრო რეალური თეთრი ჯოხების შეძენაა, ამ მიმართულებით კი მიდის მუშაობა, მაგრამ ეს არ არის ადვილად გადასაწყვეტი, ჩვენ გვაქვს თანადაფინანსების პროგრამა, თუ დონორს მოვძებნით, ჩვენც დავამატებთ თანხას, ჯოხების შეძენა შეიძლება. მინდა, რომ მომავალი წლისთვის ეს სერვისი გვქონდეს“, - განაცხადა სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ.

თბილისში მცხოვრები მარიამ მიქიაშვილი ყოველდღიურად თეთრი ხელჯოხით გადაადგილდება. ის უსინათლოთა უფლებების დამცველ ორგანიზაცია „მარიანს“ ხელმძღვანელობს. მარიამის თქმით, უსინათლოთა გადაადგილება მთელ საქართველოში ერთნაირად პრობლემურია.

„თბილისში, ფონიჭალაში გააკეთეს რამდენიმე წლის წინ ხმოვანი შუქნიშნები, ოღონდ სტანდარტების დარღვევით და ფაქტობრივად გამოუსადეგარი. ბათუმში არის ე.წ. ტაქტილური ბილიკი, რომელსაც წესით მნიშვნელოვან პუნქტამდე უნდა მიჰყავდე, მაგრამ ისიც არაფუნქციურია. ხმოვან საგზაო ნიშანს უნდა ჰქონდეს სიგნალი, მწვანესა და წითელზე ერთმანეთისგან განსხვავებული. ჩვენთან კი შუქნიშნები ლაპარაკობს, რომ გადასვლა აკრძალულია, ან გადასვლა ნებადართულია, ხმაც ყრუდ ისმის“, - გვითხრა მარიამ მიქიაშვილმა.

მისივე თქმით, უსინათლოები ქუჩაში გადადგილებისას, თეთრ ხელჯოხს აქტიურად იყენებენ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები, თუმცა მის მოხმარებასაც შესაბამისი ცოდნა სჭირდება.

ფოტოზე: მარიამ მიქიაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ასწავლიან ჯოხების ხმარებას. ახლახან დაიწყო მასწავლებლის სახლმა უსინათლოების გადამზადება. მართალია არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ ამაზე, მაგრამ ისიც ფრაგმენტულია, რადგან არასამთავრობოები დონორებზე არიან დამოკიდებულები. როგორც წესი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უსინათლოები სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით“, - განაცხადა მარიამ მიქიაშვილმა.

ხელჯოხის გამოყენება არც ბაჩუკიმ იცის. ის ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს, რომ ხელჯოხებს შეძენამდე დამხმარე ადამიანი დაუნიშნონ.

„ადრე მომვლელს მხოლოდ მწოლიარეს უნიშნავდნენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ისინი, ვინც არიან მარტოხელები, ან ერთი წევრი ჰყავთ, როგორც მე, სახლში გამოკეტილები უნდა იყვნენ, იმის გამო, რომ არც ხმოვანი სანიშნეებია ქუჩაში და არც ვინმე ჰყავთ დამხმარე ადამიანი, გადაადგილებაში რომ დაეხმაროს, ამიტომ ვითხოვთ, მომვლელი დაენიშნოს ჩემისთანა ტოტალურად უსინათლო კატეგორიას. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ამ საკითხზე მერიაში და დამპირდნენ დახმარებას, ვნახოთ“, - გვითხრა ბაჩუკი ხასაიამ.

ფოტოზე: მარიამ მიქიაშვილი

მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის უსინათლოების გარდა მომვლელის სერვისს მარტოხელა, ან ისეთი უსინათლოებიც მიიღებენ, ვისაც ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი ჰყავს.

შშმ პირთათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარია გამოყოფილი. აქედან უსინათლოებს ერთჯერადად დახმარების სახით 100 ლარი აქვთ. მომვლელისთვის კი 200 ლარია გამოყოფილი. გოგი რევიას ცნობით, მუნიციპალიტეტში 600 უსინათლოა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.