საზოგადოება
ახალი სატრანსპორტო ხაზი ენგურის ხიდზე - გაფიცული მძღოლები და კმაყოფილი მგზავრები [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მოძრავი კერძო მიკროავტობუსების და ტაქსების მძღოლები, ასევე ენგურის ხიდზე მომუშავე ოთხთვალა ურმების მეპატრონეები გაფიცვას განაგრძობენ. სხვადასხვა სახის, დაახლოებით 30-მდე ტრანსპორტის მფლობელი აპროტესტებს ახალი მიკროავტობუსების დაწესებას. საუბარია ზუგდიდის ბაზრის სიახლოვეს მდებარე ე.წ. გალის ავტოსადგურიდან ენგურის ხიდის ბოლომდე, ე.წ. აფხაზურ საგუშაგომდე მიმავალ ტრანსპორტზე, რომელიც ოთხი თვის წინ ამუშავდა.

გაფიცულების თქმით, ახალ სამარშრუტო ხაზს არაოფიციალურად ყოფილი პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმების“ ხელმძღვანელი დათო შენგელია აკონტროლებს, რომლის დახმარებითაც და დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებით, 4 მიკროავტობუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ახერხებს. იმის გამო, რომ თავად ხიდს იქით გადასვლის უფლება არ აქვთ, მგზავრები მოაკლდათ და სამუშაოს გარეშე დარჩნენ. გაფიცულები თანაბარი სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ.

პროტესტის ნიშნად ენგურის ხიდთან საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა ოთხთვალა ურმის მესაკუთრე სოფო მიქიამ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავება ამის უფლება არ მისცეს. შსს-ს ინფორმაციით, სოფო მიქია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე-173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გაფიცულების პოზიციას არ იზიარებენ ახალი მიკროავტობუსების მესაკუთრეები და აცხადებენ, რომ მათაც უნდა იმუშაონ სერვისის გაუმჯობესებაზე. ზუგდიდში მდებარე ე.წ. გალის ავტოსადგურის წარმომადგენელმა არსენა ჩანგელიამ ენგურის ხიდთან შეკრებილთა გაფიცვას პროვოკაცია უწოდა. აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ხელმძღვანელობით მოხდება მგზავრების ტრანსპორტირება, დათო შენგელიასი, თუ სხვა პირის, რადგან ხალხისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდა.

სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პროტესტს არ იზიარებენ მგზავრებიც. გალელები აცხადებენ, რომ მათთვის გაცილებით კომფორტული და ეკონომიურია ახალი სატრანსპორტო ხაზი. მგზავრების თქმით, ზუგდიდის ბაზრის სიახლოვეს მდებარე სადგურიდან ე.წ. აფხაზურ საგუშაგომდე მიკროავტობუსს ორ ლარად მიჰყავს ისინი და არ იხდიან დამატებით თანხას მსუბუქ ტვირთზე, მაშინ, როცა ადრე რამდენიმე ტრანსპორტის შეცვლა უწევდათ, რაც გაცილებით ძვირი ჯდებოდა.

თავის მხრივ, სატრასპორტო საშუალებების უკმაყოფილო მძღოლები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფართო მასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

ზუგდიდის ავტოსადგურიდან გალის ე.წ. დაბალი ზონის რამდენიმე სოფლის მიმართულებითაც მოძრაობს მიკროავტობუსი, თუმცა ეს სიახლე არ არის. მსგავსი მომსახურებით მგზავრები წლებია სარგებლობენ. პარალელურად ენგურის ხიდზე უკვე ორი წელია გალელებს ემსახურება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით დაწესებული უფასო მიკროავტობუსი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ციხეში გატარებული 17 წლის შემდეგ.
13:47 / 19.07.2018

ციხეში გატარებული 17 წლის შემდეგ.







საბჭოთა წარსული ბევრ გახმაურებულ საქმეს ინახავს. მათ შორის
ერთ-ერთია „მეგრელთა საქმე“, რასაც ადამიანების დაკავება-ტერორი
მოჰყვა.
14:19 / 18.07.2018
საბჭოთა წარსული ბევრ გახმაურებულ საქმეს ინახავს. მათ შორის ერთ-ერთია „მეგრელთა საქმე“, რასაც ადამიანების დაკავება-ტერორი მოჰყვა.






ზუგდიდმა ახალი დროშა და გერბი მიიღო, რომელზეც გამოსახულია
ღვთისმშობლის კვართი.
14:47 / 07.07.2018
ზუგდიდმა ახალი დროშა და გერბი მიიღო, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობლის კვართი.






სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერები მიუსაფარ ცხოველთა
17:48 / 04.07.2018
სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერები მიუსაფარ ცხოველთა
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.