საზოგადოება
ზუგდიდის საბავშვო ბაღები ერთი ბავშვის კვებაზე 1.60 ლარს ხარჯავენ
ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. აქედან მილიონ 329 ათასი ლარი აღსაზრდელების კვებისთვისაა გამოყოფილი. დარჩენილი თანხა ხელფასზე და ჰიგიენის საშუალებებისთვის იხარჯება. ოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბაღებში 4 ათასი ბავშვი ირიცხება.

ზუგდიდის მერიიდან „ლაივპრესისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ თბილისის საბავშვო ბაღებისგან განსხვავებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების კვების მენიუში ცვლილება არ შესულა.

დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, ერთი ბავშვისთვის დღეში იხარჯება: 30 გრამი შაქარი, 20 გრამი მაკარონი, 16 გრამი ბრინჯი, 7 მლ ზეთი, 4 გრამი ტომატი, 10 გრამი ხახვი, 5 გრამი მარილი, 13 გრამი კარაქი, 120 გრამი კარტოფილი, 26 გრამი კომბოსტო, 6 გრამი სტაფილო, 4 გრამი ჭარხალი, 3 გრამი კარამელი, 8 გრამი ყველი, 13 გრამი პურის ფქვილი, 11 გრამი წიწიბურა, 0,5 გრამი ნიორი, 0,3გრამი ჩაი, 42 გრამი ხორცი, 6 გრამი ფხვიერი ნამცხვარი [პეჩენია], 20 გრამი ვაშლი, 10 გრამი შესქელებული რძე, 100 გრამი პური, 10 გრამი თევზი, 6 გრამი ლობიო და თვეში 4 ცალი კვერცხი.

ცენტრმა იანვარში გამარტივებული ელექტრონული ტენდერით მხოლოდ თვენახევრის სამყოფი საკვები შეიძინა. როგორც „ლაივპრესს“ განუცხადეს, ეს ქალაქის და თემის ცენტრების გაერთიანებამ გამოიწვია. ცენტრმა კვების პროდუქტების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ისევ გამოაცხადა.

დღეში სამჯერადი კვებისთვის ერთ ბავშვზე 1.60 ლარი იხარჯება.

მენიუ დღეების მიხედვით ერთ ბავშვზე ასე გამოიყურება:

ორშაბათი

საუზმე: წიწიბურას ფაფა (25გრ. წიწიბურა, 10გრ. შედედებული რძე, 3გრ. კარაქი, 10გრ. შაქარი). ჯამში ულუფა 48 გრამს შეადგენს.

სადილი: წვნიანი (70გრ. ხორცი, 10გრ. სტაფილო, 5გრ. ხახვი, 20გრ. ბრინჯი, 5გრ. ნიორი, 40გრ. კარტოფილი, 3გრ. ხმელი სუნელი, 5გრ. მარილი, 2გრ. ტომატი, 3გრ. ზეთი) და 60გრ. პური.

მეორე კერძი - მაკარონი ხორცით (25გრ. მაკარონი, 5გრ. ხახვი, 3გრ. ზეთი, 2გრ. კარაქი).

დესერტი: 15 გრ. ფხვიერი ნამცხვარი.

სამხარი: პური კვერცხით (40გრ. პური, 1 ცალი კვერცხი, 3გრ. ზეთი, 2გრ. ჩაი, 15გრ. შაქარი, 10გრ. კარაქი).

სამშაბათი

საუზმე: ჩაი კარაქიანი პურით (30გრ. პური, 2გრ. ჩაი, 10გრ. კარაქი, 15გრ. შაქარი)

სადილი: პირველი კერძი - ბოსტნეულის წვნიანი (65გრ. კომბოსტო, 60გრ. კარტოფილი, 10გრ. სტაფილო, 10გრ. ჭარხალი, 5გრ. ხახვი, 3გრ. ზეთი, 5გრ. ნიორი, 2გრ. ტომატი, 3გრ. ხმელი სუნელი, 5გრ. მარილი).

მეორე კერძი: კატლეთი კარტოფილის პიურეთი (70გრ. ხორცი, 5გრ. ხახვი, 1ც. კვერცხი, 4გრ. ფქვილი, 100გრ. კარტოფილი, 2გრ. კარაქი) და 70გრ. პური.

დესერტი: 15გრ. კარამელი.

სამხარი: მაკარონის ფაფა (25გრ. მაკარონი, 10გრ. შედედებული რძე, 10გრ. შაქარი, 3გრ. კარაქი).

ოთხშაბათი

საუზმე: ჩაი კარაქიანი პურით (30გრ. პური, 2გრ. ჩაი, 10გრ. კარაქი, 15გრ. შაქარი).

სადილი: პირველი კერძი - ლობიოს წვნიანი (30გრ. ლობიო, 5გრ. ხახვი, 10გრ. სტაფილო, 5გრ. ნიორი, 3გრ. ხმელი სუნელი, 3მლ. ზეთი, 2გრ. ტომატი, 40გრ. კარტოფილი, 5გრ. მარილი).

მეორე კერძი: ჩაშუშული კარტოფილი (5გრ. სტაფილო, 140გრ. კარტოფილი, 5გრ. ხახვი, 4მლ. ზეთი, 2გრ. კარაქი) და 80გრ. პური,

დესერტი: ვაშლის კომპოტი (50გრ. ვაშლი და 15გრ. შაქარი).

სამხარი: ბრინჯის ფაფა (35გრ. ბრინჯი, 10გრ. შედედებული რძე, 3გრ. კარაქი).

ხუთშაბათი

საუზმე: ბრინჯის ფაფა (35გრ. ბრინჯი, 10გრ. შედედებული რძე, 3გრ. კარაქი).

სადილი: პირველი კერძი - მაკარონის წვნიანი (25გრ. მაკარონი, 60გრ. კარტოფილი, 5გრ. ხახვი, 10გრ. სტაფილო, 2გრ. ტომატი, 3მლ. ზეთი, 3გრ. ხმელი სუნელი, 5გრ. მარილი, 5გრ. ნიორი).

მეორე კერძი: კატლეტი წიწიბურას გარნირით (70გრ. ხორცი, 5გრ. ხახვი, 4მლ. ზეთი, 30გრ. წიწიბურა, 2გრ. კარაქი, 2გრ. ფქვილი, 1/10 ცალი კვერცხი) და 80გრ. პური.

დესერტი: 15გრ. ფხვიერი ნამცხვარი.

სამხარი: მოხარშული ყველიანი კვერი (65გ ფქვილი, 40გ ყველი და 5გ კარაქი).

პარასკევი

საუზმე: მანანის ფაფა (3გრ. კარაქი, 10გრ. შაქარი, 25გრ. მანანის ბურღული, 10გრ. შედედებული რძე).

სადილი: პირველი კერძი - ბოსტნეულის წვნიანი (65გრ. კომბოსტო, 60გრ. კარტოფილი, 10გრ. სტაფილო, 10გრ. ჭარხალი, 5გრ. ხახვი, 3მლ. ზეთი, 5გრ. ნიორი, 2გრ. ტომატი, 3გრ. ხმელი სუნელი, 5გრ. მარილი).

მეორე კერძი: თევზი კარტოფილის გარნირით (50გრ. თევზი, 4მლ. ზეთი, 2გრ. ფქვილი, კარტოფილი, 2გრ. კარაქი, 10გრ. ტომატი, 5გრ. ხახვი, 2გრ. მარილი) და 70გრ. პური.

დესერტი: ვაშლის კომპოტი (50გრ. ვაშლი და 15გრ. შაქარი).

სამხარი: ჩაი ბლინით და კარაქიანი პურით (1/5 პურის ფქვილი, 10გრ. შაქარი, 3მლ. ზეთი, 2გრ. ჩაი, 10გრ. კარაქი, 15გრ. შაქარი) და 40გრ. პური.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სამეგრელოს მთავრების - დადიანების ევროპული არქიტექტურით ნაგებ
სასახლეს
19:21 / 16.05.2018
სამეგრელოს მთავრების - დადიანების ევროპული არქიტექტურით ნაგებ სასახლეს






პარასკევია. მუსლიმთა სალოცავი დილიდან ტრადიციული რიტუალისთვის
ემზადება.
17:33 / 09.05.2018
პარასკევია. მუსლიმთა სალოცავი დილიდან ტრადიციული რიტუალისთვის ემზადება.






ზუგდიდის სოფელი ცაიში თერმული წყლის საბადოს გამო ბოსტნეულის
15:30 / 05.05.2018
ზუგდიდის სოფელი ცაიში თერმული წყლის საბადოს გამო ბოსტნეულის






კოლოში, ჭვიტილური, ჩექობალი, მაჭვატური და კიდევ 60-მდე სახეობის
ვაზი
10:35 / 01.05.2018
კოლოში, ჭვიტილური, ჩექობალი, მაჭვატური და კიდევ 60-მდე სახეობის ვაზი
ცოცხალი ისტორიები
როზა ჯიქია - პენსიონერი
ირმა ნოდია - აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი
...

მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.