საზოგადოება
ზუგდიდში სუნელებით მოვაჭრეები ახალ რეგულაციებს არ ეთანხმებიან [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
საქართველოს მთავრობის ახალმა რეგულაციებმა სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეები, რომლებიც წლებია საკუთარ სახლში ამზადებენ სანელებლებს და თავად ყიდიან, ამბობენ, რომ ჯერ ისინი შეზღუდვების შესახებ არავის გაუფრთხილებია. მათივე თქმით, რეგულაციების დაწესების შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ, ეს ბიზნესი კი მათთვის ოჯახების რჩენის ერთადერთი წყაროა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ ძალაში დღეს შევიდა. შეზღუდვების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით.

ახალი წესების თანახმად: იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან გადამუშავება და რეალიზაცია; ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა; ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მიკვლევადობას და ეფექტური სახელმწიფო კონტროლის გატარებას.

როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს ჩამოთვლილ ნორმებს, „ექვემდებარება ამოღებას, გამოთხოვასა და განადგურებას“.

ზუგდიდის ბაზარში, სუნელებისა და სანელებლების განყოფილებაში დაახლოებით 20 ქალი მუშაობს და არცერთს არ აქვს ინდმეწარმის სტატუსი. პროდუქტის ნაწილი მათ დახლებზე ღიად, მცირე ზომის ტომრებით უწყვიათ, ნაწილი კი ერთჯერადი მოხმარების ჭიქებში, შუშის ქილებში და პოლიეთილენის პარკებშია შეფუთული. მოვაჭრეები დარწმუნებული არიან, რომ მათი სუნელები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და ყველა საჭირო ნორმას აკმაყოფილებს.

56 წლის ზუგდიდელი ლეილა ძაძამია, 20 წელია სანელებლებს ბებიის რეცეპტით ამზადებს და ზუგდიდის ბაზარში ყიდის. ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე მომხმარებელს მისი პროდუქტის ხარისხის გამო უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. დარწმუნებულია, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ გადაჭარბებულია. მეტიც, ლეილა ძაძამია ფიქრობს, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც კერძო პირების ბიზნესის დაზარალებას ითვალისწინებს, უფრო მსხვილი კომპანიების სასარგებლოდ. მის აზრს იზიარებენ „ლაივპრესის“ მიერ გამოკითხული სუნელებით მოვაჭრე სხვა რესპონდენტებიც.

პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტო საკუთარ რეგიონულ სამსახურებს უკვე აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაციის ნორმების კონტროლი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს დღესვე მიეწოდებათ წერილი, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს კონტროლის მექანიზმების განხორციელება და უკვე შემდეგში დაიწყება კონტროლი. როგორც არის კანონში გაწერილი იმ მექანიზმებით გააკონტროლებს სააგენტო“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.

უწყებამ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ განცხადება 7 თებერვალს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%) გამოვლინდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში (88%), იმ ფიზიკური პირების, ასევე კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი.

სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა რისკის მართვის დროებითი ზომების მიღება, რაც მიზნად მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მომავალში არა, მაგრამ წარსულში აბაშაში ნამდვილად იმოგზაურებთ.
21:49 / 09.02.2018
მომავალში არა, მაგრამ წარსულში აბაშაში ნამდვილად იმოგზაურებთ.






ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის
17:00 / 07.02.2018
ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის






სამეგრელო-ზემო სვანეთი მეწყრულად და წყალდიდობის
16:13 / 16.01.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთი მეწყრულად და წყალდიდობის






ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა
15:20 / 11.01.2018
ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა
რედაქტორის რჩევით
მომავალში არა, მაგრამ წარსულში აბაშაში ნამდვილად იმოგზაურებთ.
საქართველოს მთავრობის ახალმა რეგულაციებმა სუნელებისა და სანელებლების
ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის
ცოცხალი ისტორიები
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

ელენე ფიფია - მხატვარი

 

 

გიგა ქავთარაძე - სამოქალაქო აქტივისტი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.