საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ახალ ტურისტულ მარშრუტებზე მუშაობენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები მუშაობენ ახალ ტურისტულ მარშრუტებზე, რომლებიც დღემდე სათანადო პოპულარობით ვერ სარგებლობს დამთვალიერებელში, შესაბამისი გზის, თუ ინფრასტრუქტურის არარსებობის მიზეზით. გუბერნატორმა ლევან შონიამ მერებს ჯერ კიდევ გასულ თვეს დაავალა ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება.
მარტვილი

მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ახალ მარშრუტებზე უკვე მუშაობენ და მოქმედი ტურისტული რუქაც მალე განახლდება. შემდეგ ეს ყველაფერი პროექტების სახით როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე სამხარეო ადმინისტრაციას წარედგინება.

„ლებარდეს მიმართულებით ალბათ გავამახვილებთ ყურადღებას, მდინარე ტეხურას გასწვრივ და ასევე ონიორესკენ, ჩვენ რომ კანიონი გვაქვს, შემდგომ გაგრძელებაზეა მდინარე აბაშის სანაპიროს მხარეს. ამ მიმართულებით დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება“, - განმარტა მერმა და დასძინა, რომ ლებარდეს განაშენიანების გეგმაც უკვე მზადდება და ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო მხარე დამთვალიერებლისთვის.

ლებარდე

მისი თქმით, შარშან ონიორეს მიმართულებით გზა გაწმინდეს, შედეგად კი მაღალი გამავლობის მანქანებს მოძრაობა შეუძლიათ. წელს ტურისტებისთვის სურთ პირობების შექმნა და მათთვის გადაადგილების გამარტივება.

ჩხოროწყუ

ახალ ტურისტულ მარშრუტებზე მუშაობს მარტვილის მსგავსად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაც. მერის, დავით გოგუას ინფორმაციით, კომპლექსური მიდგომების საფუძველზე, სამეგრელოს ეს მხარე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება დამთვალიერებლისთვის. ამ მიმართულებებს შორის ერთ-ერთი სოფელ ნაკიანში მოქმედი მღვიმეა, რომლის სიგრძეც 300 მეტრს შეადგენს და ცენტრალური გზიდან კილომეტრ-ნახევარში მდებარეობს. ნახევარი კილომეტრის გავლა ტურისტს ფეხით მოუწევს. მანამდე მისვლას კი მაღალი გამავლობის მანქანითა შეძლებს.

ტობავარჩხილი

„ეს არის ტობავარჩხილის მიმართულება, ლუგელას ხეობა, ღუნჯის ჩანჩქერი, ნაზოდელაოს მღვიმე სოფელ ახუთში. ასევე, კუხალეიშვიულების სახლ-მუზეუმი, წაბლის ოდა სახლი, რამდენიმე ასეული წლის, რომელსაც ძალიან ლამაზი ეზო აქვს. ეს მარშრუტიც გვაქვს გათვლილი. ლეწურწუმეშიც არის პატარა, მაგრამ უნიკალური მღვიმე. ასევე თაიაში რელიგიური ტურიზმის მიმართულებით და არამარტო, ოცინდალეს წმ გიორგის ტაძარია, რომელიც თამარ მეფემ განაახლა“, - გვითხრა დავით გოგუამ.

მისივე თქმით, კიდევ არის მღვიმეები ჩხოროწყუში, რომელთა პოპულარიზებაც მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.

„პროექტს ვაკეთებთ. შემდეგ იქნება კონკრეტული სამუშაოები. გაკეთდება მისასვლელები, ინფარასტრუქტურა მოეწყობა. კომპლექსურ სამუშაოებზეა საუბარი. როცა განვითარებაზე ვლაპარაკობთ, უნდა განვითარდეს ყველა მიმართულება. ტურისტები ახერხებდნენ აქამდეც მისვლას, მაგრამ გვაქვს ნაკლებად ცნობილი ადგილებიც. გზა მოუწესრიგებელია და ზოგან ძნელია გადაადგილება. არ არის მარშრუტები დანომრილი, აბრები არ არის“, - აღნიშნა მერმა.

მესტია
მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა გვითხრა, რომ საუბარია არა ახალი სამარშრუტო მიმართულებების დამატებაზე, არამედ მთლიანად სვანეთის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც თითქმის ყველა სოფელს მოიცავს და აქ ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრები იფუნქციონირებს. მისი განმარტებით, გენგეგმა, რომელზეც ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კერძო კომპანია მუშაობს, მაისის ბოლოსთვის იქნება მზად, შემდეგ კი თანხების მოძიებაზე იფიქრებენ.

სვანეთი

„ეს არის თითქმის ყველა სოფელში ერთმანეთთან დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტები და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების მოწყობა. ჩვენ 160 სოფელი გვაქვს სვანეთში. ამათი დაცვა, ყველა როგორ მოექცეს ამ ტურისტულ მარშრუტში, იქნება მთავარი. როგორც ზემო სვანეთს, ისე ქვემოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. შეიძლება სწორად დაგეგმვის პირობებში ათვისება მოხდეს. შარშან მარტო ტურიზმის დეპარტამენტის მეშვეობით გაიკვალა ახალი მარშრუტი ჭუბერიდან მესტიამდე და რუქებიც არსებობს. თუ მანამდე ორი-სამი კაცი დადიოდა, ახლა 200-მა გაიარა. ეს ნიშნავს მომავალ წელს 2 ათას კაცს“, - აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

წალენჯიხა

ახალ ტურისტულ მარშრუტებზე მუშაობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაც. ერთ-ერთი პრიორიტეტი სქურში ინწრას ხეობაში ტურისტული მარშრუტის მოწყობაა. მერმა ბესიკ ფარცვანიამ „ლაივპრესს“ უთხრა, აქ კანიონის რესურსი არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ სქურიდან ტობავარჩხილის მიმართულებით მეორე მარშრუტიც დაიგეგმება.

„მარტვილის და ოკაცეს კანიონი ხომ იცით, ისეთივე ინფრასტრუქტურის მოწყობა შეიძლება აქ. კონკრეტულად ამ ორ მარშრუტზე ვმუშაობთ. თავისთავად, ქუაცანცალია და სხვა მარშრუტები რაც არსებობს, მათ განვითარებაზე ვმუშაობთ“, - განმარტა მერმა.
ბესიკ ფარცვანიას თქმით, ენგურზე არამხოლოდ წალენჯიხისთვის, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია მოეწყობა, რომელიც წელიწადში მარტო წალენჯიხაში 400 ათას დამთვალიერებელს მიიზიდავს.

ინწრას ხეობა. ფოტო: გიორგი ნიკოლავა 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ახალ პროექტებზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაფინანსების მოძიებაზე უნდა იზრუნონ, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების, ან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს მიმართავენ.

სენაკი
ახალი ტურისტული მარშრუტები შეემატება სენაკის მუნიციპალიტეტსაც. მერმა ლევან კუპრეიშვილმა „ლაივპრესთამ“ საუბარში აღნიშნა, რომ ყველა ტურისტული წერტილი შეისწავლეს და რომელ მიმართულებებზე შეჯერდებიან, დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი. მისი თქმით, რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის. ერთ-ერთი ახალი მარშრუტი ნოქალაქევს უკავშირდება, მეორე კი ფუნიკულიორის მშენებლობას.

აბაშა
სენაკის მერის მსგავსად აბაშის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ლევან მაკალათიამ გვითხრა, რომ ჯერ სამარშრუტო მიმართულებების შემუშავების პროცესში არიან, განხილვა აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება, რის შემდეგაც დეტალებს გვაცნობებენ.

ზუგდიდი

ზუგდიდის მერიის განმარტებით, სპეციალური ჯგუფი მუშაობს როგორც ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნაზე, ისე უკვე არსებულის განვითარებაზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ჯერ კიდევ თებერვლის თვეში განაცხადა, რომ რეგიონს ამოუწურავი ტურისტული პოტენციალი აქვს, ამიტომ მუნიციპალიტეტების მერებს დაავალა იზრუნონ ახალი მიმართულებების მოწყობასა და მოქმედის გაუმჯობესებაზე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით
საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,
17:01 / 25.09.2018
ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.






ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.
09:35 / 06.09.2018
ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.






1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში
პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
09:41 / 03.09.2018
1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდში პარკირების გაუმართავ სისტემაზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.