საზოგადოება
სენაკის სინაგოგის და ქართულ-ებრაული ურთიერთობების მცველი [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ოდესღაც სამი ათასი ებრაელიდან სენაკში დღეს მხოლოდ ერთი, სიმონ წიწუაშვილი ცხოვრობს. მან სინაგოგას ჩარაზული კარები გაგვიღო და გვითხრა, რომ თურმე სინაგოგაში ლოცვა მხოლოდ მაშინ ტარდება, როცა ჯამაათი, ანუ მინიმუმ 10 მამაკაცი შეიკრიბება.

გამოდის, რომ ეს ერთი კაცის სინაგოგაა, - ვთქვი ჩემთვის ჩუმად.

- არა რატომ, ეს ჩემი სინაგოგა არ არის მხოლოდ, ეს ჩვენი ურთიერთობების, დიდი ტრადიციების და კულტურის სიმბოლოა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, - მითხრა სიმონმა.

მან გვიამბო, როგორ დატოვეს სენაკი ქართველმა ებრაელებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში. მისი თქმით, სამოქალაქო ომის დროს, სამეგრელოში მცხოვრები ებრაელები არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების განსაკუთრებული სამიზნე იყვნენ და მათი ისრაელში გამგზავრებაც ამ პერიოდიდან დაიწყო.

„უკანასკნელ მოჰიკანს მეძახიან. ჩემი და-ძმა, უფროსი ვაჟი, ყველა წავიდა. მე ვერ წავედი. ვიღაც ხომ უნდა დარჩეს, რომ აქაურობას, წინაპრების საფლავებს, სინაგოგას უპატრონოს. წარმოიდგინეთ, რომ ორი დედა გყავთ, ორივე გიყვართ, ერთი ბიოლოგიური, მეორე გამზრდელი, ასეა ჩვენთვის. ის ისტორიული მიწა გვიხმობს, მაგრამ ესეც გვტკივა, საქართველო ხომ ჩვენი გამზრდელი დედაა“, - გვითხრა სიმონმა.

მას სენაკში კიდევ ჰყავს 12 წლის ვაჟი და ფიქრობს, რომ გაიზრდება, ის თავად გადაწყვეტს სად იცხოვროს, საქართველოში, თუ ისრაელში.

სიმონმა გვითხრა, რომ ებრაელები ახლა პასექს აღნიშნავენ, თუმცა მალე ქრისტიანული დღესასწაული - აღდგომა მოდის, რაც მისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან როგორც თვითონ ამბობს, მისი „მეგობრების დღესასწაულია“.

„ჩვენი პასექი ამ შაბათს ჩაივლის, შემდეგ ქრისტიანების აღდგომა დგება. ყველა ქრისტიანული დღესასწაულის წინ ლარ-ნახევრად ვყიდულობ 150 სმს-ს, ავიღებ უბის წიგნაკს, სადაც ტელეფონის ნომრები მიწერია და ვუგზავნი მილოცვებს ქრისტიან მეგობრებს. მე არ მიყვარს ადამიანი, რომელიც მორჩილებაშია, ჯობია სიყვარულში იყოს, სიყვარული ყველაზე დიდი მორჩილებაა, როდესაც გიყვარს, არ გემძიმება ცხოვრება, როცა არ გიყვარს, გემძიმება“, - გვითხრა სიმონ წიწუაშვილმა.

დამშვიდობისას, ისევ საგულდაგულოდ ჩარაზა სინაგოგას კარები. მან არ იცის, აქ ჯამაათი თუ კიდევ შეიკრიბება, თუმცა ყოველდღიურად ზრუნავს აქაურობაზე. სინაგოგაში ლოცვა ბოლოს, გარემონტებული შენობის გახსნის დღეს, 2014 წელს ჩატარდა.

1970 წელს აშენებული ებრაელების სალოცავი ფონდმა „ქართუმ“ მას შემდეგ გაარემონტა, რაც სიმონ წიწუაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

მიმდინარე წლის 28 მარტს ქართულ-ებრაულ 26-საუკუნოვან ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ სამართლებრივი აქტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ გამოსცა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ყვითელი ბაიებით მოფენილი მწვანე ეზოები ჩუქურთმიანი აივნებითა და
ორნამენტული
10:01 / 23.04.2018
ყვითელი ბაიებით მოფენილი მწვანე ეზოები ჩუქურთმიანი აივნებითა და ორნამენტული






შლაგბაუმი, რომელიც ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის
მიმდებარედ
15:15 / 17.04.2018
შლაგბაუმი, რომელიც ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ






17 წლის სანდრო ნარსია, რომელიც კოლხური ბზის გადარჩენაზე უკვე
რამდენიმე წელია მუშაობს,
07:33 / 01.04.2018
17 წლის სანდრო ნარსია, რომელიც კოლხური ბზის გადარჩენაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს,






ზუგდიდელი ხათუნა დარასელია 19 წლის იყო, როცა სამოქალაქო ომის დროს
16:09 / 31.03.2018
ზუგდიდელი ხათუნა დარასელია 19 წლის იყო, როცა სამოქალაქო ომის დროს
ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.