საზოგადოება
დამოუკიდებელი საქართველოს უცნობი გმირი ზუგდიდიდან [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
„დილიდან სოფელში ყველა საზეიმოდ გამოწყობილა და ქუჩა - ქუჩა ახლომახლო მეზობლები შეკრებილან სასოფლო გზებთან. აგერ მოისმის ძველ მეგრულ - აფხაზურ კილოზე შეხმატკბილებული სიმღერა. 12 საათია და სოფლის ცენტრი აღელვებულ ზღვას ჰგავს. მრავალი ათეული ქალი და კაცი ერთმანეთთან მკლავებით ჩაჭიდებული, ჯარასავით ტრიალებს მშვენიერი ცეკვითა და სიმღერით… ამიერიდან 26 მაისობა კოკისთვის იქნება ისეთივე დღეობა, როგორიც გიორგობაა“, - ეს ამონაწერი 1919 წლის 12 ივნისის გაზეთ „სახალხო საქმიდან“ ზუგდიდის სოფლის, კოკის მცხოვრებმა დალილა ჩიქავამ გაგვაცნო იმ წინაპრების ისტორიებთან ერთად, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ალექსანდრე ჩიქავას ფოტო დამოუკიდებლობის აქტთან ერთად

„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერებს შორის ორი ზუგდიდელია, სპირიდონ კედია და ალექსანდრე ჩიქავა. ისტორიამ შემოგვინახა ცნობები ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლის სპირიდონ კედიას შესახებ, მეორე ზუგდიდელის ალექსანდრე ჩიქავას ღვაწლი კი თითქმის უცნობია. ჩემი ბაბუა დიმიტრი მისი თანამებრძოლი იყო, რის გამოც ის და მისი ოჯახი რეპრესირებული იყო. მახსოვს, ოჯახის წევრებს ეშინოდათ იმის, რომ ისინი ჩიქავების შთამომავლები იყვნენ. ერთხელ დედა მოვიდა ძალიან შეშინებული, მოიტანა ადგილობრივი გაზეთი მებრძოლი, საშვიდნოემბრო გამოცემა, სადაც ალექსანდრე ჩიქავა მოხსენიებული იყო როგორც მოღალატე“, - გვითხრა დალილა ჩიქავამ.

ბოლშევიკური რეჟიმის ეშინოდათ, მაგრამ ოჯახში ბავშვებს უამბობდნენ, თუ ვინ იყო ალექსანდრე ჩიქავა.

ფოტოზე: ალექსანდრე ჩიქავა

დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი დაიბადა1882 წელს ზუგდიდის სოფელ შამგონაში. მუშაობდა მასწავლებლად. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სამეგრელოს კომიტეტის წევრი, რისთვისაც მეფის რუსეთის დროს დაპატიმრებული იყო. 1917 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის წევრი გახდა. შემდეგ არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, რის გამოც სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად დახვრიტეს.

ბოლშევიკური რეჟიმის დროს, იდევნებოდნენ ალექსანდრეს ნათესავებიც, მათ შორის იყო დალილას ბაბუაც.

„სახლში ბებია ყოფილა პატარასთან ერთად. მოვიდნენ შეირაღებული ჩეკისტები, ბაბუას ეძებდნენ მთელი სახლი გადაუტრიალებიათ, ერთ-ერთმა დაუმიზნა აკვანში მწოლიარე ბავშვს-მამაჩემს, მაგრამ მეორეს ხელი აუკრავს და მაუზერის ტყვია კარებს მოხვედრია“, - გვიყვება დალილა და კედლებზე ნატყვიარს გვიჩვენებს. ისტორია შთამომავლობისთვის რომ შეენახათ, მათ ძველი სახლი არ დაუნგრევით და ახალი გვერდით აუშენებიათ.

დალილა ჩიქავა უთითებს სახლის კედელზე არსებულ ნატყვიარებს

ალექსანდრე ჩიქავას ფოტოსა და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს ასევე საგულდაგულოდ ინახავენ შამგონაში მცხოვრები ნატო და დავით ჩიქავები.

„ბავშვობაში ბაბუა გვიყვებოდა, წინაპარ ალექსანდრე ჩიქავაზე, მისი თანამებრძოლები ყოფილან ბაბუა ღუღუნი და მისი ძმა აკაკი, ასევე ბაბუას ბიძაშვილი ბარდღა ჩიქავა. ეს უკანასკნელი ალექსანდრეს ჩამოტანილი ე.წ. აკრძალული ლიტერატურის კითხვისთვის გადაასახლეს. ბაბუას დედა იყო ანა შენგელაია, რეჟისორების ელდარისა და გიორგის მამიდა, მეტეხის ციხიდან ბაბუა ნატო ვაჩნაძემ გამოიყვანა“, - გვიყვება შამგონას მცხოვრები დავით ჩიქავა.

შთამომავლები ფიქრობენ, რომ მათი წინაპრის მოღვაწეობა ისტორიკოსების ყურადღებას და საზოგადოების პატივისცემას იმსახურებს.

ფოტოზე: ნატო ჩიქავა

მათ ცოტა ხნის წინ, სოფლის სკოლისთვის ალექსანდრე ჩიქავას სახელის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

„სკოლის სამეურვეო საბჭომ მოიწონა ეს საკითხი, ვფიქრობთ, რომ დადებითად გადაწყდება. სკოლისთვის ალექსანდრე ჩიქავას სახელის მინიჭებით ერთგვარად პატივს მივაგებთ ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანს და მომავალ თაობასაც გადავცემთ ქვეყნისა და სოფლის ისტორიას“, - გვითხრა ნატო ჩიქავამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით
საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,
17:01 / 25.09.2018
ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.






ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.
09:35 / 06.09.2018
ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.






1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში
პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
09:41 / 03.09.2018
1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ზუგდიდში შემორჩენილ საბჭოთა ტოპონიმიკას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.