საზოგადოება
C ჰეპატიტის მართვის ცენტრი აფხაზებისთვის და ქართველებისთვის [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდში უკვე თითქმის წელიწად-ნახევარია C ჰეპატიტის მართვის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გარდა, აფხაზეთიდან გამოსულ პაციენტებს ემსახურება. მათ შორის ეთნიკურ აფხაზებსაც. ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სივრცე ვირუსის გამოვლენის გარდა, მის გენოტიპს ადგენს, დადასტურების შემთხვევაში კი მოქალაქეები ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ერთვებიან. კლინიკის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მიქავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ამ ხნის მანძილზე 1 700-მდე ადამიანი მიიღეს. აქედან C ჰეპატიტი 375-ს აღმოჩნდა. მკურნალობის სრული კურსი უკვე გაიარა 300-მა პირმა, განკურნების თითქმის 100%-იანი მაჩვენებელით. ამ ეტაპზე მკურნალობას 139 პაციენტი განაგრძობს.

ცენტრში მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით ემსახურებიან, სადაც სკრინინგთან ერთად, დიაგნოსტიკის, ექიმის კონსულტაციის, რეგისტრაციის და მედიკამენტების მიღების სერვისი მოქმედებს. სამედიცინო დაწესებულების მმართველი მუშაობის პროცესს და მომართვიანობის მაჩნენებელს პოზიტიურად აფასებს.

„დღეში საშუალოდ ვიღებთ 15-20 პაციენტს. მათ შორის არიან აფხაზეთიდან გადმოსული იძულებით გადაადგილებული პირები, დაახლოებით 15-20%. არიან ეთნიკური აფხაზებიც. 20 ადამიანამდე უკვე გვყავდა. მათ ნეიტრალური პასპორტები ქონდათ. არიან ისეთებიც, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს პროგრამაში ჩართვის და ამ პასპორტების აღების“, - განმარტა ვლადიმერ მიქავამ.

ცენტრი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მუშაობს, დილის ათის ნახევრიდან საღამოს ხუთ საათამდე. შაბათს სამუშაო დრო უფრო ადრე, ორი საათისთვის სრულდება. აქ მოქმედებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიაც, სადაც ყველა საჭირო გამოკვლევა ტარდება.

პროცესი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. მათ შორისაა ღვიძლის დაზიანების ხარისხის დადგენის შემდგომ, მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრა, რომელიც 12 ან 24 კვირას გრძელდება. ერთ-ერთი ეტაპია მკურნალობის მონიტორინგიც. ეს კვლევებს გულისხმობს. თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება. ექიმ-ინფექციონისტ მზია გაბედავას განმარტებით, მკურნალობის დასრულების სამი თვის თავზე ვირუსის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობას აფასებენ.

„ამას ქვია მყარი ვირუსული პასუხი. ეს არის მკურნალობის ეფექტურობის შეფასება. ვადგენთ, პაციენტი განიკურნა თუ არა ჰეპატიტის ვირუსისგან. ძირითადად, ვინც ჩვენთან მკურნალობდა, ყველას გაუნულდა ვირუსი“, - აღნიშნა ექიმმა.

ცენტრს პაციენტები ვირუსის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მიმართავენ. მათ შორის ციროზის და დეკომპენსირებული ციროზის დროსაც. ეს ის მდგომარეობაა, როცა ღვიძლის ფუნქცია მხოლოდ ნაწილობრივ არის შენარჩუნებული. მსგავსი შემთხვევებისას ადამიანი ინკურნება C ჰეპატიტისგან, თუმცა ვითარება ორგანოზე იგივე რჩება. ის მეტად აღარ პროგრესირდება.

მზია გაბედავას თქმით, მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უბნის ექიმები კარდაკარ დადიან და მოქალაქეებს სკრინინგს უტარებენ. ამბობს, რომ შედეგად ვირუსით დაავადებულთა გამოვლენის მაჩვენებელმა იმატა.

მკურნალობის ფარგლებში პროგრამაში ჩართულ პირებს ძვირადღირებული პრეპარატები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ეს მედიკამენტები განსხვავებულია ვირუსის ხარისხის მიხედვით. უფრო მსუბუქი შემთხვევის დროს ინიშნება ჰარვონი, რთული ფორმების დროს კი მას რივავრინი ემატება.

მკურნალობის პროცესის დიდ ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს. გარკვეული თანხის გაღება მოქალაქეებს უკვე თავად უწევთ. მაგალითად, დიაგნოსტიკის ხარჯებს, რომელიც 15-16 კვლევას მოიცავს, მთავრობა 30%-ით, ადგილობრივი ხელისუფლება კი, სადაც პაციენტია მიწერილი, დანარჩენი 70%-ით ფარავს. სოციალურად დაუცველი ადამიანების შემთხვევაში პირიქით ხდება.

შემდგომი ეტაპის დროს, რაც მკურნალობის მონიტორინგს გულისხმობს, ხარჯების 30%-ს სახელმწიფო ფარავს, 70%-ს კი მოქალაქე. იგივე პირობები ვრცელდება ეთნიკურ აფხაზებზეც, რომლებიც ელიმინაციის პროგრამაში ერთვებიან.

„მათ უმარვლესობას მიწერა აქ აქვს. 30%ს სახელმწიფო უფინანსებს, დანარჩენს მერია, იმის მიხედვით, თუ სად არიან მიწერილი. თუ არ აქვს მიწერა, თვითონ იხდის თანხას. 250 ლარამდე დაახლოებით. მკურნალობის მონიტორინგის დროს კი კიდევ 150 ლარამდე“, - გვითხრა მზია გაბედავამ.

მისივე განმარტებით, დიაგნოზის მიმართ შიში ბევრ მოქალაქეს აქვს, თუმცა ვირუსი ადვილად ინკურნება. ამიტომაც, რაც უფრო საწყის ეტაპზე მიმართავენ ცენტრს პაციენტები, შედეგიც ბევრად ეფექტური იქნება - აღდგება ღვიძლის დაზიანებული უჯრედები.

ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი 22 მარტს გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის მილიონ 88 ათასი ლარი დაიხარჯა.

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით, უკვე რამდენიმე წელია სამეგრელო-ზემო სვანეთი პირველ ადგილზეა რეგიონებს შორის, ქალაქებს შორის კი მოწინავე პოზიციაზე ზუგდიდია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის აქტიური ექსპორტი ნოემბრის მეორე
ნახევრიდან იგეგმება.
18:24 / 13.11.2018
აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის აქტიური ექსპორტი ნოემბრის მეორე ნახევრიდან იგეგმება.






ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით
საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,
17:01 / 25.09.2018
ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.






ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.
09:35 / 06.09.2018
ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.
ლაივპრესის სტუდია
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე 13 დღე დარჩა.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.