საზოგადოება
ბრძოლა კვართისთვის - ერთი სიწმინდე ზუგდიდისა და ხობის სიმბოლიკაზე
ზუგდიდმა ახალი დროშა და გერბი მიიღო, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობლის კვართი. თუმცა ეს რელიგიური სიწმინდე გამოსახულია ასევე ხობის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკაზე 2010 წლიდან.

მოქალაქეთა იმ ნაწილის რეაქციას, რომლებიც სოციალურ ქსელში სვამენ კითხვას, თუ რატომ არის ორი მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა ერთნაირი, ზუგდიდისა და ხობის საკრებულოებში პასუხობენ, რომ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო არ ზღუდავს მუნიციპალიტეტებს, სიმბოლოებზე გამოიყენონ ერთნაირი დეტალები.


„ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდის გერბსა და დროშაზე გამოსახული იყო 2012 წლიდან. გერბზე გვაქვს კიდევ ოქროს საწმისი, რომელიც გამოყენებული აქვთ ასევე ჩხოროწყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს, ფოთის თვითმმართველ ქალაქს და ქუთაისსაც “, - გვითხრა ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა კონსტანტინე კაკავამ.

მის მსგავსად ფიქრობს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა. მისი ცნობით, კვართი მათ სიმბოლოებზე გამოსახულია 2010 წლიდან.

„თავიდან იყო საუბარი სხვადასხვა სიწმინდეზე. დასაბუთებული არგუმენტის შემდეგ, თუ რა კავშირი აქვს თითოეულ სიწმინდეს მუნიციპალიტეტთან, საბოლოოდ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს რეკომენდაციით შეირჩა ღვთისმშობლის კვართი“, - გვითხრა ლელა შამათავამ.

როგორ მოხდა, რომ ღვთისმშობლის კვართი ორივე მუნიციპალიტეტის სიმბოლიკაზეა გამოსახული, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე პასუხობს, რომ ზუსტად ეს დეტალი ასახავს იმ წინააღმდეგობას, რაც ზუგდიდსა და ხობს შორის არსებობს კვართის გამო.

„კვართზე თავიანთი პრეტენზიები აქვთ ხობსაც და ზუგდიდსაც. ის ორივეს თავისად მიაჩნია. კვართი ორივეგან არის გამოსახული, ოღონდ სხვადასხვანაირად. მაგალითად, ხობში ამბობენ, რომ მათი გადმოცემის მიხედვით, ეს სახელო შემდეგ მიაკერეს, ამიტომაც არის იქ ცალი სახელოთი გამოსახული. განსხვავება არის იმაშიც, რომ ხობის სიმბოლიკაზე კვართი ვერცხლისაა, ზუგდიდის-ოქროსი. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სიმბოლოებზე ბევრგან არის ოქროს საწმისი, რაში. შესაძლებელია დეტალები ჰგავდეს ერთმანეთს, თუმცა ის სხვადასხვანაირად იკითხება. ამ შემთხვევაში კი ის, რომ კვართი არის გამოსახული ორივე მუნიციპალიტეტის სიმბოლოებზე, ზუსტად ასახავს იმ წინააღმდეგობას, რაც არსებობს კვართის გამო ზუგდიდსა და ხობს შორის“, - გვითხრა მამუკა გონგაძემ.

ღვთისმშობლის კვართი, რომელიც ორივე მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის მთავარი დეტალია, ინახება ზუგდიდის დადიანების სასახლეში. ზუსტი თარიღი და მარშრუტი ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სამოსელი ქართველთა ჯვრის მონასტრიდან, იერუსალიმიდან ოდიშის მთავრის, ლევან მეორე დადიანის დროს ჩამოიტანეს. ის 1923 წლამდე ხობის მონასტერში ინახებოდა.

კვართი არაერთხელ ყოფილა დავის საგანი ხობისა და ზუგდიდის სასულიერო პირებსა და მრევლში.

სხვადასხვა დროს, კვართის ერთი დღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადატანას მოთხოვნას, დაპირისპირება მოჰყვა ზუგდიდისა და ცაიშის ხობისა და ფოთის ეპარქიებს შორის. კვართის ხობში გადატანის წინააღმდეგ ზუგდიდში საპროტესტო აქციები იმართებოდა და გროვდებოდა ხელმოწერები.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ნანუკა როგავა იმ აბიტურიენტების მცირე ჩამონათვალშია, ვინც ეროვნულ
გამოცდებზე მაქსიმალური ქულები მიიღო.
13:03 / 19.09.2018
ნანუკა როგავა იმ აბიტურიენტების მცირე ჩამონათვალშია, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები მიიღო.






ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.
09:35 / 06.09.2018
ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.






ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეკონსტრუქციისთვის 2013 წლიდან ამ დრომდე 6
მილიონ 568 ათას 530.91 ლარი დაიხარჯა.
13:30 / 20.08.2018
ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეკონსტრუქციისთვის 2013 წლიდან ამ დრომდე 6 მილიონ 568 ათას 530.91 ლარი დაიხარჯა.






აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად 26 წელი
გავიდა.
16:24 / 14.08.2018
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად 26 წელი გავიდა.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.