საზოგადოება
„ბოდოს“ გასეირნება - დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება თუ ხელისუფლების სისუსტე [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
შინაური პირუტყვი ზუგდიდის ცენტრში უკვე არავის უკვირს. ღორს ან ძროხას აქ დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება შეხვდეთ. სოციალურ ქსელში მოქალაქეები ფაქტების ამსახველ ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ და ხელისუფლებას ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ერთ-ერთი ბოლო ფოტო ადგილობრივმა სანდრო ციმინტიამ რამდენიმე დღის წინ გადაიღო, როცა ჯერ იუსტიციის სახლთან ღამით მოსეირნე ძროხა შენიშნა, შემდეგ კი პირუტყვი უკვე დადიანების ეზოში მობალახე დაინახა. ფოტოებს თან ავტორის წარწერები ერთვის. პირველს - „ბოდომ აიდი ბარათი აიღო“, მეორეს კი - „აიდ-ი ბარათის აღების შემდეგ ბოდომ დადიანების სასახლის დათვალიერება და ჰოლანდიური ბალახის დაგემოვნება გადაწყვიტა“.

მოქალაქემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ფოტოები ახალია, და რომ ისინი ორ სხვადასხვა დღეს გადაიღო. არის თუ არა ეს ძროხები ერთი და იგივე, არ იცის. მივამსგავსეო გვითხრა. მისი თქმით, ზუგდიდის ცენტრალურ უბანში ცხოვრობს და მოსეირნე პირუტყვებს ქუჩებში ხშირად ხედავს. ამას ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობაც ადასტურებს. ზოგიერთი ამბობს, რომ სისუფთავის შემოწმება შესაბამისი უწყებების მხრიდან დღეში რამდენჯერმე ხდება, თუმცა არა ამ კონკრეტული მიმართულებით.

„დღეში სამჯერ მაინც უნდა გამოვიდნენ ქალაქში. კაბინეტიდან საქონელს ვერ გარეკავ“, - გვითხრა კუსა ბუკიამ, რომლის განმარტებითაც, დილაობით ხშირად უწევს იმის ყურება, როგორ გადაადგილდებიან ქუჩებში ძროხები და ღორები.

ზუგდიდის მცხოვრებ თამარ ჩიქოვანის თქმით კი, ერთხელ პირუტყვი შოთა მესხიას უნივერსიტეტის შენობაშიც ნახეს და ეს ფაქტი უცხოელმა ფოტოზე აღბეჭდა. ძალიან შევრცხვითო, აღნიშნა.

ადგილობრივთა ნაწილი პასუხისმგებლობას მსგავს შემთხვევებზე თავად საქონლის მესაკუთრეებსაც აკისრებს, რომლებსაც მათი განმარტებით, არ ყოფნით მოქალაქეობრივი თვითშეგნება პირუტყვი დაამწყვდიონ სახლში და ცენტრალურ ქუჩებში არ აბალახონ. ზოგიერთი ცდილობს ერთგვარად გაამართლოს საქონლის მეპატრონეთა ქმედება. ამბობენ, რომ ეს არავის არ უხარია, თუმცა ოჯახებს რჩენა უნდა.

ჩვენ პრობლემაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელსაც ვესაუბრეთ, რომელსაც დადიანების სასახლის ეზოში შევხვდით. მერი ჯანჯღავას მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის მიზეზით კარი დაიკეტა, ძროხები ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე თვეა არ გამოჩენილან. ის ეჭვობს, რომ სანდრო ციმინტიას მიერ გადაღებული ფოტოები ძველია. მერი ჯანჯღავას თქმით, დილის ცხრა საათიდან საღამოს თერთმეტ საათამდე აქ არიან.

„ჩვენს გარდა 2-3 ბრიგადირი აქ დგას, ზედამხედველობა დგას, აქ ძროხებია და ჩვენ მკვდრები ვართ? მონიტორინგი გამკაცრებულია. ერთეულები შეიძლება უშვებენ. იმ წუთასვე დაიჭერენ. ჯარიმაა“, - გვითხრა მან.

ქალაქის ქუჩებში შინაური პირუტყვის გადაადგილების ფაქტებს ადასტურებს „ლაივპრესთან“ საუბარში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თუმცა, ლაშა ჯაიანის თქმით, ბოლო პერიოდში მათმა რიცხვმა იკლო. ამბობს, რომ მოსახლეობა დღეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება პრობლემას. გამკაცრდება თუ არა მონიტორინგი, განმარტავს - მხოლოდ სიმკაცრე საკმარისი ვერ იქნება, საჭიროა მოსახლეობის მხარდაჭერაც ამ საქმეში.

„მარტო კანონით ამას ვერასდროს დაარეგულირებ, თუ არ იქნება ერთობლივი გადაწყვეტილება მიღებული და ერთობლივად თუ არ მოვუარეთ. მეტი რითი უნდა გავამკაცროთ, მითხარით, ჩამორთმევით?არაერთხელ გავაფრთხილეთ, შევიმუშავეთ როგორ, რანაირად. საკრებულომაც მიიღო დადგენილება, საჯარიმო სანქციებიცაა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, რადგან ქალაქში საქონლის მოძრაობა კიდევ შეინიშნება“, - განმარტა მერიის წარმომადგენელმა.

ლაშა ჯაიანის თქმით, მათი მხრიდან მსგავს შემთხვევებზე რეაგირება მაქსიმალურად სწრაფად ხდება, მორიგე თანამშრომლები ქალაქში გადაადგილდებიან, მოქმედებს ცხელი ხაზიც, სადაც შეტყობინებებს იღებენ. ამბობს, რომ განცხადება სოციალური ქსელითაც არაერთხელ გაავრცელეს, მაგრამ თუკი ვინმე კიდევ დაეხმარებათ, ამას მხოლოდ მიესალმებიან.

შინაური პირუტყვი ზუგდიდის ქუჩებში ქალაქის მერსაც შეხვედრია. ლაშა გოგია არ უარყოფს, მიუხედავად მათი სამსახურების ყოველმხრივი ძალისხმევისა, პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრა დღემდე მაინც ვერ მოხერხდა. აღიარებს იმასაც, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი აქვთ სამუშაო. განსაკუთრებულ ყურადღებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ამახვილებს.

„ქალაქის ტერიტორიაზე ვისაც ჰყავს პირუტყვი, დროდადრო ჩვენი სამსახურები მიმართავენ, რომ არ გამოუშვან. ჩვენი სამსახურები ახორციელებენ მათ გადაყვანასაც გადაყვანას ე.წ. სპეციალურ ადგილზე. ჯარიმებიც ამოქმედებულია, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. კიდევ უფრო მეტი გვაქვს სამუშაო მოსახლეობაში, რომ მათ გააცნობიერონ - ეს არის ქალაქი და ქალაქის ცენტრში პირუტყვი არ უნდა იმყოფებოდეს“, - გვითხრა მერმა.

„ლაივპრესმა“ ძროხები მიმდინარე წლის აპრილის თვეში მეოთხე საჯარო სკოლის ეზოშიც დააფიქსირა.

მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის ქალაქის ქუჩებში უპატრონოდ მიტოვება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა, რომელსაც ადგილობრივი საკრებულოს მიერ მიღებული წესი არეგულირებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.