საზოგადოება
დაბომბილი სოფელი ურთა ათი წლის შემდეგ [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, ზუგდიდის სოფელი ურთა და მოსაზღვრე აბასთუმანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა. რუსულმა ბომბდამშენებმა მაღალმთიან სოფლებში რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს, მათ შორის დასახლებულ უბნებშიც. შედეგად სოფელ აბასთუმანში დაიჭრა ორი ადამიანი, ერთი კი აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი კვამლით მოიწამლა ურთაში.

სოფლები პანიკამ მოიცვა. ნაწილი სახლებს ტოვებდა, თუმცა ვერ ხვდებოდა სად უნდა წასულიყო. როგორც ურთელები იხსენებენ, მთელი სოფელი ერთ სახლში შეიკრიბა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას სარდაფი ჰქონდა. აქ თავი გაცილებით უსაფრთხოდ იგრძნეს:

„ახალგაღვიძებული ბოსელში მივდიოდი. შესვლისთანავე გადაიფრინა თვითმფრინავმა და ბომბი ჩამოაგდო ჩემს ეზოში და მეზობლის ყანაში.გარეთ ვერ გამოვდიოდი, იქვე ვკიოდი, ადამიანის დახმარება მინდოდა. კვამლი იყო და სუნიც იყო, რაღაცეები ეყარა ჩემი და მეზობლის ეზოებში. ერთი კაბა და ერთი ფეხსაცმელი ავიღე და მივდიოდი, მაგრამ სად აბსოლიტურად არ ვიცოდი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ურთელმა ნუნუ ქირიამ.

რუსული ბომბების კვალი სოფელს დღესაც ეტყობა. ათი წლის შემდეგ ორმოები მართალია ნაწილობრივ შევსებულია, თუმცა მაინც მარტივად შესამჩნევია თხილნარში, სიმინდის ყანაში და საძოვრებზე.

„მანამდე ამ ორმოში ჩასვლისას მთლიანად ვიფარებოდი, ახლა მუხლამდე მფარავს. ათი წელი გავიდა, მიწით და ბალახებით შეივსო. აფეთქების შემდეგ ამოვედი აქ მაინტერესებდა რა იყო და მტრისას აქ რაც დამხვდა. ამოგეჯილი იყო აქ ყველაფერი, ნამსხვრევებისგან თხილის ტოტები სულ დაგლეჯილი იყო. როცა თვითმფრინავიდან ბომბს უშვებდნენ, ზევით იყო ხმა, მერე რაღაც წამების შემდეგ ქვევით, რომ დავარდებოდა მაშინ იყო უფრო ძლიერი ხმა. ადრე აქ ჩვენი ძალების შენაერთები იყვნენ და მე მგონია, რომ ამის გამო დაიბომბა“, - გვეუბნება შუქრი ქარდავა და გვიჩვენებს, ურთის მაღალმთიან ზანას უბანში მის თხილნარს, სადაც ათი წლის წინ ბომბი ჩამოვარდა.

ურთელები ყვებიან, რომ 10 აგვისტოს დაბომბვებს მსხვერპლი მოყვებოდა, თუნდაც ერთი საათით გვიან, რომ დაწყებულიყო. დილის 7 საათზე ნაწილს ეძინა, ნაწილი კი პირუტყვს ბოსელში საჭმელს აწვდიდა ან ძროხას წველიდა. საძოვრებზე საქონელი ჯერ არ იყო გასული, ამიტომ ზარალი არც ამ მხრივ დაფიქსირებულა.

ტრისტან პაჭკორია, რომელიც 2008 წელს სოფლის გამგებელი იყო, ყვება, რომ ზანას უბანში რამდენიმე ბომბის ჩამოგდების შემდეგ იქ ცოცხალი არავინ ეგონა.

„ჩამოაგდეს, როგორც დიდი ზომის ასევე კასეტური ბომბები. მოსახლეობა არ დაზიანებულა, მაგრამ დაზიანდა სასიმინდე ფართობები, მოგლეჯილი იყო ხეები, ხალხი პანიკაში იყო, მაგრამ სოფელი არ დაუტოვებიათ“, - თქვა ტრისტან პაჭკორიამ.

მისი ცნობით, ოჯახები, რომლებსაც რაიმე სახის ზიანი მიადგა, კომისიამ აღწერა, მოგვიანებით კი წითელი ჯვარი დაეხმარა. ურთელების განმარტებით, ტერიტორია მომხდარიდან მალევე შეისწავლეს გამნაღმველებმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






იყო და არა იყო განძი...

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თითქოს ზღაპარს ჰგავს,
10:22 / 13.12.2018
იყო და არა იყო განძი...

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თითქოს ზღაპარს ჰგავს,






ის, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, ამად ღირდა. ძალიან გავიზარდე.
დამოუკიდებლად დავდექი ფეხზე.
11:21 / 03.12.2018
ის, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, ამად ღირდა. ძალიან გავიზარდე. დამოუკიდებლად დავდექი ფეხზე.






მერაბ დოლბაია ახალგაზრდა დიპლომატია ხობიდან. პირველი საჯარო სკოლის
მე-11
14:21 / 22.11.2018
მერაბ დოლბაია ახალგაზრდა დიპლომატია ხობიდან. პირველი საჯარო სკოლის მე-11






მესტიის სოფელ ჭუბერში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს,
11:43 / 21.11.2018
მესტიის სოფელ ჭუბერში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს,
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
ზუგდიდელ დემეტრე ლიპარტიას ცოტა ხნის წინ აგრარულ მეცნიერებათა
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.