საზოგადოება
პირველი ავტომანქანა საქართველოში [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა. მანქანა სავარაუდოდ „როლს როისის“ მარკის იყო, რომლითაც მგზავრობა 12 ადამიანს შეეძლო. მოძრაობდა დაახლოებით 25 კილომეტრ საათის სიჩქარით.

სენაკის მერის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია გვიყვება, რომ ეს ავტომანქანა იყო პირველი საზოგადოებრივი მექანიკური ტრანსპორტი სენაკი-ზუგდიდის გზაზე. მისი ფასი ერთი მანეთი და ოცი კაპიკი ყოფილა. ოცი კაპიკით მეტი, ვიდრე დილიჟანსი და ეტლი.

„საათ-ნახევარი უნდებოდა გზის გავლას და ნახევარი საათი სადგურებში ჩერდებოდა, მაგრამ გვათუას მალე გამოუჩნდა კონკურენტები, მეფურგუნეებისა და მეეტლეების სახით, რომლებიც ამ გზაზე მოძრაობდნენ. მათ უჩივლეს გვათუას მთავარმმართებლის წინაშე. ისინი წერდნენ, რომ მანქანა ბევრ უბედურ შემთხვევას იწვევდა, ამიტომ სიჩქარის შეზუდვა მოითხოვეს. საჩივრების შემდეგ გვათუა იძულებული გახდა, 12 კილომეტრის საათის სიჩქარით ემოძრავა“, - ამბობს ედიშერ ბაღათურია.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივმა მოგვაწოდა 1908 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული „სავაჭრო გაზეთის“ ფოტოსურათები, სადაც წერია, რომ მანქანას ორი ღორი და ერთი ძაღლი გაუტანია, ადამიანის მსხვერპლი კი არ ყოფილა.

„არავითარი უბედური შემთხვევა ადამიანის მხრივ არა ყოფილა, იმის გარდა, რომ ამ ორის კვირის წინად ავტომობილმა გასრისა ორი ღორი და ერთიც ძაღლი. მაგრამ ამის პასუხისმგებელიც, რასაკვირველია, ავტომობილის პატრონია. ამ შუა ოქტომბერში კი, როცა ავტომობილი ერთ სადგურზე იყო გაჩერებული, ვიღაც ბოროტ-გამზრახველმა შინა (ავტომობ. თვალის რეზინი) გასჭრა, რის გამოც ავტომობილის მიმოსვლა ათი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. თითო შინა კი 200 მანათზე მეტი ღირს და ვერც იშოვნი ახალ-სენაკში, ბევრიც რომ ეცადო. დროა შეიგნონ, რომ ავტომობილის მიმოსვლა და საზოგადოდ მიმოსვლის გაუმჯობესება მისაბაძია და ყველა უნდა ეცადოს, რომ ხელი შეუწყოს, დაიფაროს, და არა ქამანდებით ძირს დასცეს და გაანადგუროს“, - წერს გაზეთი.

რამდენი ხანი იმოძრავა მანქანამ, ჩვენთვის უცნობია. თუმცა როგორც ედიშერ ბაღათურია ამბობს, ის, რაც ავტომანქანის შესახებაა ცნობილია, უკვე საინტერესოა და უახლოეს პერიოდში პირველ ავტომანქანას ქალაქში ძეგლსაც დაუდგამენ:

„ჩვენ, სენაკელებმა შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ პირველი ავტომანქანა სწორედ სენაკში იყო ჩამოყვანილი. მაკეტი ახლა ტექნიკურ სამუშაოებს გადის. მას ქალაქის ცენტრში დავდგამთ. ვფიქრობთ, ამით ჩვენი ქალაქის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო ნაწილს გავაცოცხლებთ“.

მაკეტი ამჟამად სენაკის ერთ-ერთ ავტოსახელოსნოშია. უახლოეს მომავალში მას სავარაუდოდ რკინიგზის სადგურთან დაამონტაჟებენ.

პირველი ავტომანქანის მაკეტი 26 მაისს ზუგდიდში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოფინეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






იყო და არა იყო განძი...

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თითქოს ზღაპარს ჰგავს,
10:22 / 13.12.2018
იყო და არა იყო განძი...

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თითქოს ზღაპარს ჰგავს,






ის, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, ამად ღირდა. ძალიან გავიზარდე.
დამოუკიდებლად დავდექი ფეხზე.
11:21 / 03.12.2018
ის, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, ამად ღირდა. ძალიან გავიზარდე. დამოუკიდებლად დავდექი ფეხზე.






მერაბ დოლბაია ახალგაზრდა დიპლომატია ხობიდან. პირველი საჯარო სკოლის
მე-11
14:21 / 22.11.2018
მერაბ დოლბაია ახალგაზრდა დიპლომატია ხობიდან. პირველი საჯარო სკოლის მე-11






მესტიის სოფელ ჭუბერში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს,
11:43 / 21.11.2018
მესტიის სოფელ ჭუბერში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს,
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
ზუგდიდელ დემეტრე ლიპარტიას ცოტა ხნის წინ აგრარულ მეცნიერებათა
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.