საზოგადოება
ღომის კულტურა სამეგრელოში [ფოტო]
ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება. თუმცა ირკვევა, რომ სიმინდისგან მოზადებულ კერძს ნამდვილ ღომთან არაფერი აქვს საერთო.

ღომი ერთწლოვანი კულტურაა. მისი თავთავი ხორბალს ჰგავს, თუმცა ზომით გაცილებით დიდია. მკვლევარების შეფასებით, ის ბევრი სასარგებლო თვისებით ხასიათდება.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დგინდება, რომ ღომის ღომი კოლხეთში ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე იყო. ჩხოროწყუს მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანის თოხები, რომლითაც ღომის ყანას ამუშავებდნენ. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის დასავლეთ საქართველოში მთავარი საკვები მარცვლეული იყო, რომელიც მე-17 საუკუნიდან გადაშენდა, თუმცა ამჟამად, მიმდინარეობს მცენარის სათესლე მარაგის შექმნა და მისი გავრცელება.

წარმოშობით სენაკელი კახა კვირკველიაც მათ შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ტრადიციული მარცვლეული კულტურის აღორძინებაში.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება დავკარგოთ წინაპართა ტრადიციები, კულტურა, არ ვიაროთ მათ ნაკვალევზე. ჩვენი საგვარეულო გაერთიანდა ძველი, ტრადიციული კოლხური კულტურების გადასარჩენად. მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება უწმინდესის ინიციატივით. ბატონ პროფესორ ლევან ფრუიძის ხელმძღვანელობით, ილიას სახელმწიფო ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექციასთან ერთად, ხდება გარკვეული თესლმარაგის შექმნა და დაინტერესებულ პირებზე გადაცემა,“, - გვითხრა კახა კვირკველიამ.

მან გასულ წელს სენაკში მცირე ზომის ნაკვეთზე ღომის კულტურა დათესა და წელს პირველ მოსავალს ელოდება.

„ჩვენი მიზანი სათესლე მარაგის მიღება,ხოლო შემდეგ ამ კულტურების განვითარება და საზოგადოების მოხმარებამდე მიტანაა. ასევე, ქართული ოჯახების, საგვარეულოების გააქტიურებით და ეკლესიასთან გაერთიანებით, საერთო, ეროვნული დოვლათის შექმნა“, - გვითხრა კახა კვირკველიამ.

მან ღომის მცენარეზე მკვლევარების შეფასებებიც მოგვაწოდა, რომლის მიხედვით, ღომის მარცვალი საკმაოდ მდგრადია არა მარტო ვიტამინებით, არამედ ცილებით.

ღომის ღომის პარალელურად, კახა კვირკველია კოლხური ხორბლის სათესლე მარაგის შექმნაზეც მუშაობს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის აქტიური ექსპორტი ნოემბრის მეორე
ნახევრიდან იგეგმება.
18:24 / 13.11.2018
აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის აქტიური ექსპორტი ნოემბრის მეორე ნახევრიდან იგეგმება.






ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით
საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,
17:01 / 25.09.2018
ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ,






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.






1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში
პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
09:41 / 03.09.2018
1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.