საზოგადოება
მეგრული „ჭვიტილურის“ დაწურვა ჩხოროწყუელი მეღვინის მარანში [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ისტორიული წყაროებით, სამეგრელოს მთიან ნაწილში მეგრული ვაზის ჯიშებით საუცხოო ღვინოს ამზადებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში მეგრული ვაზი გადაშენდა და მხოლოდ თითო-ოროლა მევენახემ შემოინახა უძველესი ვაზის ჯიშები.

ჩხოროწყუში მცხოვრები მეღვინე მიხეილ ცირდავა მათ შორისაა, ვინც უძველესი მეგრული ჯიშების მოსაძიებლად სოფლებში დადის, გლეხებს მათ უნიკალურობაზე ესაუბრება და თვითონ უძველესი ჯიშებიდან ღვინოს ტრადიციული მეთოდით აყენებს.

წელსაც მთიანი სოფლები შემოიარა. გლეხებისგან დაახლოებით 400 კილოგრამი ყურძენი უსასყიდლოდ მიიღო, შემდეგ დამარცვლა და ჩვენს თვალწინ საწნახელში ჩაყარა.

მისი საწნახელი ოჯახის რელიქვიაა და თითქმის საუკუნისაა.

„კარგია, რომ ქვევრი გავიხსენეთ, მაგრამ თითქოს ყველამ მივივიწყეთ საწნახელი. არადა, აქ ღვინის დაწურვა არის ყველაზე ემოციური პროცესი და ტრადიციული მეთოდით დაწურული ღვინოც ყველაზე ნატურალურია. ნახეთ, როგორი წვენი აქვს ჭვიტილურს. ცნობილია, რომ მას გამოსავლიანობა აქვს 70 %. შვიდი - რვა დღის განმავლობაში მას დავტოვებთ ფერმენტაციაზე, დუღილის პროცესი გაგრძელდება, შემდეგ კი გადავასხმათ ქვევრში. ეს არის მეგრული წესით ღვინის დაყენება, როცა სრულ ჭაჭაზე ღვინის დადუღება ხდება. ასე დავაყენე შარშანაც და გამოვიდა ქარვისფერი ღვინო“, - გვითხრა მეღვინემ.

მან გასულ წელს, „ჭვიტილურის“ დაახლოებით 150 ნერგი დარგო. მეღვინე სანერგეს გაკეთებას აპირებს, რომ სამეგრელოში კოლხური ჯიშების ვაზის აღორძინებას ხელი შეუწყოს.

მიხეილ ცირდავას გაზაფხულზე იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინით დაინტერესებული ფრანგული კომპანია ეწვია და მარანში ქვევრის ჩადების პროცესიც გადაიღო.

მის მარანში ღვინო აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემა National Geographic-ის ჟურნალისტმა, დევიდ ფარლიმაც დააგემოვნა.

მეღვინემ კიდევ ერთი ტრადიცია აღადგინა. მან უძველესი მეგრული რეცეპტით გუდის ყველი დაამზადა. უახლოეს მომავალში ის მეგრული ყველის გაყიდვას დიდ სუპერმარკეტებში გეგმავს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.






ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.
09:35 / 06.09.2018
ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის მთავარი კერძად ითვლება.






1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში
პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
09:41 / 03.09.2018
1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.






ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეკონსტრუქციისთვის 2013 წლიდან ამ დრომდე 6
მილიონ 568 ათას 530.91 ლარი დაიხარჯა.
13:30 / 20.08.2018
ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეკონსტრუქციისთვის 2013 წლიდან ამ დრომდე 6 მილიონ 568 ათას 530.91 ლარი დაიხარჯა.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდში პარკირების გაუმართავ სისტემაზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.