საზოგადოება
აფხაზეთის მანდარინი რუსეთში, საახალწლო სუფრაზე წელსაც ექნებათ
აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის აქტიური ექსპორტი ნოემბრის მეორე ნახევრიდან იგეგმება. ამ ეტაპზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსავლის აღებით არიან დაკავებული. დე ფაქტო ხელისუფლება ციტრუსის ხარისხით წელს კმაყოფილია და ეკონომიკური თვალსაზრისით დადებით პროგნოზებს აკეთებს. ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმირ დაუროვმა განაცხადა, რომ მოსავლის დიდი ნაწილის აღება 27 დეკემბრამდე უნდა მოესწროს, რათა აფხაზეთის მანდარინი რუსეთში საახალწლო სუფრაზე მოხვდეს.

დაუროვის მონაცემებით, წლევანდელი მოსავალი 30-35 ათას ტონას მიაღწევს, მაშინ როცა გასულ წელს 15 ათასს არ აღემატებოდა.

„მიმდინარე წელს ჩვენ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური სამუშაოები ჩავატარეთ. როგორც ჩანს, წლევანდელ შედეგზე ამანაც იქონია გავლენა. ყველა რაიონში ნაყოფის ხარისხი კარგია და მასზე დიდი მოთხოვნა იქნება რუსულ ბაზარზე“, - განუცხადა აფხაზურ ტელევიზიას ვლადიმირ დაუროვმა.

„ლაივპრესის“ გალელი რესპონდენტები ამბობენ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაოები საკმარისი არ იყო, კარგი მოსავალი კი მიიღო მან, ვინც ციტრუსის ბაღები საკუთარი ძალებითაც რამდენჯერმე შეწამლა:

„ვინც ვერ შეწამლა, იმათ არც თხილის და არც მანდარინის მოსავალი არ აქვთ. მე 2-3-ჯერ შევწამლე და არაუშავს“, - თქვა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრებმა ლუიზა ვეკუამ.

ქალაქ გალში მცხოვრები კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც ვინაობას უსაფრთოების დაცვის მიზნით არ ასახელებს, ყვება, რომ მოსავლის სწრაფად აღების მიზნით, აფხაზეთში მუშები ნათესავების დახმარებით ზუგდიდიდანაც ჩაჰყავთ:

„კარგ პირობებში არიან. 1 კილოგრამში 13 რუბლს [50 თეთრი] უხდიან. თავად რა თქმა უნდა, უფრო ძვირად ყიდიან“, - ამბობს რესპონდენტი.

გალელებს მანდარინი ზუგდიდში სარეალიზაციოდ უკვე არ მოაქვთ. ამბობენ, რომ ამის საჭიროება არ არის - მსხვილი მეწარმეები მათთან სატვირთო ავტომობილით სახლებში მიდიან და პროდუქტს ადგილზე იბარებენ. ამ ეტაპზე 1 კილოგრამი მანდარინის ფასი 20-25 რუბლია [80 თეთრი-1 ლარი], დამოკიდებულია ხარისხზე. ანალოგიური ფასია ზუგდიდშიც. თანაც ენგურის ხიდით პროდუქტის დანარჩენ საქართველოში ტრანსპორტირების შემთხვევაში ხარჯები იზრდება.

სოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას დაწესებული ამ სირთულეების პარალელურად, რუსეთის საზღვართან, საბაჟოზე ციტრუსის გატანა მარტივდება. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 2018 წლის მარტში რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა დააწესა. მაშინ აღნიშნულმა უწყებამ აფხაზეთში აზიური ფაროსანას გავრცელების მხრივ არსებული ვითარება კრიტიკულად შეაფასა და დროებით შეზღუდა ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მსოუსტ შამბას ინფორმაციით, ნოემბერში ყოველდღიურად რუსეთში 300-400 კილოგრამი მანდარინის ექსპორტი იგეგმება:

„დეკემბერში რა თქმა უნდა ეს ციფრი გაიზრდება და პიკის პერიოდში ყოველდღიურად 800 -1000 კილოგრამს მიაღწევს. 50 კილოგრამამდე ტვირთზე საბაჟო გადასახადი დაწესებული არ არის“, - განუცხადა აფხაზეთის ტელევიზიას მსოუსტ შამბამ.

ამასთან, დე ფაქტო მთავრობა ფერმერებს სთავაზობს ე.წ. სახელმწიფო საექსპორტო საწარმოს „აფხაზპროდექსპორტის“ სერივსს. საწარმო ციტრუსს შეისყიდის, როგორც მცირე, ისე მსხვილი მიმწოდებლებისგან. „აფხაზპროდექსპორტი“ მანდარინს სათანადოდ დამუშავების, შეფუთვისა და დაფასოვების შემდეგ, სარეალიზაციოდ რუსეთში აგზავნის.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






იყო და არა იყო განძი...

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თითქოს ზღაპარს ჰგავს,
10:22 / 13.12.2018
იყო და არა იყო განძი...

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თითქოს ზღაპარს ჰგავს,






ის, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, ამად ღირდა. ძალიან გავიზარდე.
დამოუკიდებლად დავდექი ფეხზე.
11:21 / 03.12.2018
ის, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, ამად ღირდა. ძალიან გავიზარდე. დამოუკიდებლად დავდექი ფეხზე.






მერაბ დოლბაია ახალგაზრდა დიპლომატია ხობიდან. პირველი საჯარო სკოლის
მე-11
14:21 / 22.11.2018
მერაბ დოლბაია ახალგაზრდა დიპლომატია ხობიდან. პირველი საჯარო სკოლის მე-11






მესტიის სოფელ ჭუბერში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს,
11:43 / 21.11.2018
მესტიის სოფელ ჭუბერში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს,
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.