საზოგადოება
ნახევრად დანგრეულ სახლში ვცხოვრობთ - ჭუბერში კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ
მესტიის სოფელ ჭუბერში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ ზამთარს ნახევრად დანგრეულ სახლებში შეხვდებიან.

მათ შორის არის ფრიდონ ცინდელიანი, რომელიც სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავარიულ სახლში ცხოვრობს.

„როგორ წალეკა სტიქიამ ჩემი სახლი, ეს ვიდეო ქვეყანამ ნახა. წყალმა სახლი ნახევრად დაანგრია, საძირკველი მოშალა. აქამდე სხვის სახლში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად, მაგრამ სანამ უნდა ვიყო სხვაგან? სახლში ერთი ოთახი შევაკეთე და წავიყვანე ოჯახი. ამ ზამთარს ვიცი, რომ თავზე დამემხობა, მაგრამ რა ვქნა. რომ მცოდნოდა ამდენ ხანს უსახლ-კაროდ ვიქნებოდით, სესხს ავიღებდი, ან რამეს ვიზამდი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ფრიდონ ცინდელიანმა.

ზარალის ანაზღაურების მოლოდინშია ჭუბერის მკვიდრის, სტიქიის შედეგად დაზარალებული ნინელი ცინდელიანის ოჯახიც.

„წყალმა წაიღო ჩვენი სასტუმრო, სხვა შენობა-ნაგებობებიც, მიწა ხეხილით. მთავრობის წარმომადგენლები მერთან ერთად მოვიდნენ, აღწერეს ზარალი, დააჯამეს ყველაფერი, ხელი მოგვაწერინეს და დაგვპირდნენ ზარალის ანაზღაურებას, თუმცა დღემდე ერთი თეთრი არ მიგვიღია“, - ამბობს ნინელი ცინდელიანი.

ჭუბერის ხეობაში მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო ჯულიეტა ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი და საშენი მასალა. ამბობს, რომ სტიქიის შემდეგ ხელისუფლებამ დაზიანებული გზების, ხიდების აღდგენა მალევე დაიწყო, თუმცა სახლები უყურადღებოდ დარჩა.

ადგილობრივი მოსახლეობა გვეუბნება, რომ ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხის ოდენობით კმაყოფილი არიან, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია, როდის გასცემს მთავრობა დაპირებულ კომპენსაციას.

მესტიის მუნიპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა „ლაივპრესს“ ტელეფონით უთხრა, რომ კომპენსაციის გაცემა ნოემბრის ბოლო კვირიდან დაიწყება.

„ჩვენ ველოდებოდით ერთ-ერთი მოსახლის თანხმობას. მას არ ჰქონდა ხელი მოწერილი კომპენსაციის თანხმობაზე, რადგან არ იყო თანხაზე თანახმა და ასევე უჭირდა სახლის მიტოვებაც. მესმის ამ ადამიანების, ერთ დღეში ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. კვირა-ნახევარია, რაც თანხმობაზე ხელი მოგვიწერა და ველოდებით ამ დღეებში დაფინანსებას ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, ნაწილს კი ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს“, - ამბობს მესტიის მერი.

ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად სულ 18 ოჯახი დაზარალდა. ისინი კომპენსაციას ოთხ თვეზე მეტია ელოდებიან.

მდინარე ნენსკრამ, რომელიც მთაში მოსული ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად ადიდდა, ჭუბერის ხეობაში, 5 ივლისს სოფლის ნაწილი დატბორა. დაინგრა და წყალმა წაიღო საცხოვრებელი სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






იყო და არა იყო განძი...

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თითქოს ზღაპარს ჰგავს,
10:22 / 13.12.2018
იყო და არა იყო განძი...

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თითქოს ზღაპარს ჰგავს,






ის, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, ამად ღირდა. ძალიან გავიზარდე.
დამოუკიდებლად დავდექი ფეხზე.
11:21 / 03.12.2018
ის, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, ამად ღირდა. ძალიან გავიზარდე. დამოუკიდებლად დავდექი ფეხზე.






მერაბ დოლბაია ახალგაზრდა დიპლომატია ხობიდან. პირველი საჯარო სკოლის
მე-11
14:21 / 22.11.2018
მერაბ დოლბაია ახალგაზრდა დიპლომატია ხობიდან. პირველი საჯარო სკოლის მე-11






აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის აქტიური ექსპორტი ნოემბრის მეორე
ნახევრიდან იგეგმება.
18:24 / 13.11.2018
აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის აქტიური ექსპორტი ნოემბრის მეორე ნახევრიდან იგეგმება.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.