საზოგადოება
მგონია ახლა მთებს შევძრავ - ქალი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ის, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, ამად ღირდა. ძალიან გავიზარდე. დამოუკიდებლად დავდექი ფეხზე. შემიძლია ნებისმიერ რამეს შევეჭიდო. ასე მგონია, რომ ახლა სამი ბავშვით შევძლებ მთები შევძრა, - ამბობს 31 წლის ნათია (სახელი პირობითია, რადგან ვინაობის გამხელა არ სურს). ის ზუგდიდში მოქმედი ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის უკვე ყოფილი ბინადარია. თავშესაფარი, რომელიც 8 თვის წინ გაიხსნა, რეგიონში ერთადერთია. დაწესებულება უკვე მოემსახურა 24 ოჯახს - ქალებს შვილებთან ერთად.

თავშესაფარი ჰქვია, თორემ ერთი ჩვეულებრივი, ერთსართულიანი მყუდრო სახლია. აღჭურვილი ყველა საჭირო ტექნიკით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და ბავშვთა გასართობი სივრცით.

ნათიამ ამ გარემოში სამ შვილთან ერთად სამი თვე გაატარა. მიიღო მორალური მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება. გახდა ინფორმირებული იმ სერვისების შესახებ, რასაც მერია სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ახლა ნათია დამოუკიდებლად ცხოვრობს. არ დაბრუნდა იმ ოჯახში, სადაც ქმრისგან ჯერ ფსიქოლოგიური, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. არც მშობლებთან წასულა. იცოდა „მამა არ დაიბრუნებდა განათხოვარ ქალს უკან სახლში“.

დღეს ნათია ზუგდიდში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ბინის ქირის დიდ ნაწილს (100 ლარს) მუნიციპალიტეტის მერია უხდის. მიიღო ერთჯერადი დახმარება 800 ლარი, რომელიც ახალი საქმის დაწყებაში დაეხმარა. ნათიას მეორადი ტანსაცმლის მაღაზია აქვს და სამ შვილს სხვების დახმარების გარეშე პატრონობს.

ნათიასგან განსხვავებით, თავშესაფარში მცხოვრები ქალების ნაწილი ადმინისტრაციამ საკუთარ სახლებში გააცილა. იქ, საიდანაც თავის დროზე გამოიქცნენ. თქვეს, რომ ოჯახში კონფილქტი მოუგვარდათ და ისევ უკან დაბრუნება ისურვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში სხვადასხვა ფორმით ძალადობის 117 შემთხვევა, ერთი მკვლელობა და ჯანმრთელობის დაზიანების 2 ფაქტი დაფიქსირდა. ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ზუგდიდში მომუშავე ორგანიზაცია „მერკურში“ მიაჩნიათ, რომ ეს არ არის სრული მონაცემები, რადგან ოჯახში ძალადობის ფაქტების ნაწილი არ ხმაურდება. ამ ინფორმაციას მალავენ თავად მსხვერპლები. მიზეზი ხშირ შემთხვევაში შიშია, შიში არა მარტო მოძალადის, არამედ საზოგადოების.

„არის სტერეოტიპული აზროვნება. ეს ითვლება სირცხვილად და ამიტომ, ქალები ხშირად წლობით უძლებენ ძალადობას“, - ამბობს „მერკურის“ ხელმძღვანელი ნანა თოდუა. სწორედ მისმა ორგანიზაციამ 11 წლიანი მუშაობის შემდეგ მოახერხა და რეგიონში პირველი ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრი გახსნა. მას ამაში პარტნიორი პოლონური ორგანიზაცია „HumanDog Faundation“ და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარა.

„თავიდან ჩვენთან ძალიან დათრგუნულები, შეშინებულები მოდიოდნენ. თავიდან აქ ციხე ჰგონიათ, მერე აქაურობა უყვარდებათ და აქედან წასვლა უჭირთ. მახსოვს, ერთხელ როგორ მოვიდა დედამთილის ნაცემი ქალი. მას გადაადგილებაც კი უჭირდა. ის ჩვენთან პოლიციამ მოიყვანა. ძალიან შეშინებული იყო, ლაპარაკიც კი არ უნდოდა. მოგვიანებით ის გამოკეთდა და აქედან სულ სხვა განწყობით და გეგმებით წავიდა. ეს სახლი დაცულია. მის ადგილმდებარეობას ვასაიდუმლებთ, ყველა ბენეფიციარს ვთხოვთ, რომ მისამართი არავის უთხრას“, - თქვა ირმა დარასელიამ, თავშესაფრის ადმინისტრატორმა.

შინაგანაწესის თანახმად, თავშესაფარში დარჩენის მაქსიმალური ვადა 3 თვეა. ამ ხნის განმავლობაში მსხვერპლებთან და ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, იურისტები. ასწავლიან ქალებს სხვადასხვა ხელსაქმეს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უნარები გააჩნია. არის სტილისტის, ჭრა-კერვის, მასაჟისტის, ბუღალტრის და ა.შ. კურსები. ორგანიზაცია თავშესაფრის ბინადრებთან ურთიერთობას დაწესებულების დატოვების შემდეგაც აგრძელებს. ნანა თოდუა ამბობს, რომ ბენეფიციარებს მათთან კავშირის გაწყვეტა უჭირთ. 

თავშესაფრის ბოლო ბენეფიციარი ნოემბრის დასაწყისში ქმართან ერთად ნაქირავებ ბინაში გააცილეს. მხარეების ჩართულობით და მოლაპარაკებით ასე მოგვარდა დედამთილთან უთანხმოება. ამჟამად თავშესაფარი ახალი დიასახლისების მოლოდინშია. „მერკურის“ ხელმძღვანელი ნანა თოდუა სწუხს იმაზე, რომ ირგვლივ ოჯახში ძალადობის ფაქტები გაცილებით მეტია, ვიდრე მომართვიანობა, რაც ისევ და ისევ სტერეოტიპების ბრალია.

„ერთხელაც უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. თუ ვერ გააკეთე, მთელი ცხოვრება სხვაზე იქნები დამოკიდებული და ინანებ. ამიტომ, უნდა გაბედო და ახალი ცხოვრება დაიწყო“, - ურჩევს ნათია ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






იყო და არა იყო განძი...

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თითქოს ზღაპარს ჰგავს,
10:22 / 13.12.2018
იყო და არა იყო განძი...

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, თითქოს ზღაპარს ჰგავს,






მერაბ დოლბაია ახალგაზრდა დიპლომატია ხობიდან. პირველი საჯარო სკოლის
მე-11
14:21 / 22.11.2018
მერაბ დოლბაია ახალგაზრდა დიპლომატია ხობიდან. პირველი საჯარო სკოლის მე-11






მესტიის სოფელ ჭუბერში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს,
11:43 / 21.11.2018
მესტიის სოფელ ჭუბერში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს,






აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის აქტიური ექსპორტი ნოემბრის მეორე
ნახევრიდან იგეგმება.
18:24 / 13.11.2018
აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის აქტიური ექსპორტი ნოემბრის მეორე ნახევრიდან იგეგმება.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.