ახალი ამბები

მინისტრების ხელფასები მცირდება

13.03.2013

პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელფასებზე გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტიდან გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება.

 

„მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვეში, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს. მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს, პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა“, – აცხადებს პრესსამსახური.