სხვა ამბები
ტერორისტებისგან დაცვის მიზნით, ეიფელის კოშკს შუშის კედელში მოაქცევენ
პარიზის ხელისუფლებამ ტერორისტული აქტებისგან დაცვის მიზნით გადაწყვიტა ეიფელის კოშკი შუშის კედელში მოაქციოს. ახალი კონსტრუქცია რკინის ღობეს შეცვლის, რომელიც საფრანგეთის სიმბოლოს 2016 წლიდან აქვს შემოვლებული.

როგორც პარიზის მერის თანაშემწე ჟან ფრანსუა მარტენსმა განაცხადა, შუშის კედლის სიმაღლე 2.5 მეტრი იქნება. კოშკის სამხრეთით და ჩრდილოეთით კონსტრუქციის ნაწილი წლის ბოლომდე აშენდება. აღმოსავლეთიდან კი კოშკს დროებით, ლითონის ბარიერი გაამყარებს, რომელიც ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, არც ისე ესთეტიურია. თანაც მისი სიმაღლე ეიფელის კოშკზე 100-ჯერ ნაკლები, 3.24 მეტრი იქნება. საერთო ჯამში, დამატებით თავდაცვის მიზნით შუშის გალავნის წინ 420 ქვის ფილის ბარიერი განთავსდება. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ევროა.

ანტიტერორისტული ღონისძიებების გამო ამჟამად ეიფელის კოშკთან მისვლა შეზღუდულია, მის უსაფრთხოებაზე კი სპეციალური სამსახური ზრუნავს. მარტენსის აზრით, პარიზში ტერორისტული საფრთხე კვლავ მაღალია, ხოლო ეიფელის კოშკი ტერორისტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ითვლება.

პარიზის მერიაში ფიქრობენ, რომ გამჭვირვალე კედლები საშუალებას მისცემს ეიფელის კოშკს, დარჩეს ისეთივე პოპულარული ტურისტებისთვის, როგორც დღეს არის. 2018 წელს საფრანგეთის დედაქალაქში მინიმუმ შვიდ მილიონ ტურისტს ელოდებიან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მსოფლიოში ვეგეტარიანელების რაოდენობის ზრდამ კომპანიებს
ცვლილებებისკენ უბიძგა.
15:09 / 19.09.2018
მსოფლიოში ვეგეტარიანელების რაოდენობის ზრდამ კომპანიებს ცვლილებებისკენ უბიძგა.






ხშირად უჩივით დაღლილობას, სუნთქვის გაძნელებას, გულის გამძაფრებულ
ფეთქვას და ხშირად გეუბნებიან რომ ფერმკრთალი ხართ?
13:33 / 14.09.2018
ხშირად უჩივით დაღლილობას, სუნთქვის გაძნელებას, გულის გამძაფრებულ ფეთქვას და ხშირად გეუბნებიან რომ ფერმკრთალი ხართ?






ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა სილვესტერ სტალონემ განაცხადა, რომ
მალე რემბო 5-ის გადაღებას დაიწყებს.
13:20 / 12.09.2018
ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა სილვესტერ სტალონემ განაცხადა, რომ მალე რემბო 5-ის გადაღებას დაიწყებს.






რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები „აღმოსავლეთი 2018“
დაიწყო.
12:08 / 11.09.2018
რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები „აღმოსავლეთი 2018“ დაიწყო.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი