სხვა ამბები
ბოსტონის მაფიის ლიდერი საკანში მოკლული იპოვეს
ცნობილი ბოსტონელი განგსტერი ჯეიმს „უაიტ“ ბალჯერი ვირჯინიის შტატის საპატიმროს საკანში მკვდარი იპოვეს.

89 წლის „ირლანდიური მაფიის“ ბოსი ფლორიდის ციხიდან ვირჯინიის საპატიმროში გადაყვანიდან მეორე დღეს, 30 ოქტომბერს მოკლეს.

ბიბისი ტელეკომპანია CBS-იზე დაყრდნობით წერს, რომ ბალჯერი სასტიკად სცემეს საკანში მყოფმა სხვა პატიმრებმა. საქმეს იძიებს აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო.

ჯეიმს ბალჯერი 2011 წელს დააპატიმრეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 11 ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობასა და ფულის გამოძალვაში. ბალჯერს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

წარმოშობით ირლანდიელი ჯეიმს ბალჯერი ბოსტონში მოქმედი ირლანდიური კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო. ჩართული იყო ნარკოვაჭრობაში, აზარტულ თამაშებსა და მკვლელობებში. დაჯგუფების წევრები ხშირად ბანკებსაც ძარცვავდნენ. დაკავებამდე ბალჯერი ფედერალური ბიუროს ინფორმატორი იყო. ჯეიმს უაიტის კრიმინალურ ცხოვრებაზე რამდენიმე ფილმია გადაღებული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






კალიფორნიაში ხანძარს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 150 ათასმა კი
საკუთარი სახლ-კარი დატოვა.
14:16 / 10.11.2018
კალიფორნიაში ხანძარს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 150 ათასმა კი საკუთარი სახლ-კარი დატოვა.






კომპანია „გუგლმა“ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 48
თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან.
11:38 / 26.10.2018
კომპანია „გუგლმა“ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 48 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან.






23 ოქტომბერს, მანჩესტერში ჩატარდა თამაში მანჩესტერ იუნაიტედსა და
იუვენტუსს შორის.
12:46 / 25.10.2018
23 ოქტომბერს, მანჩესტერში ჩატარდა თამაში მანჩესტერ იუნაიტედსა და იუვენტუსს შორის.






37 წლის მეგან მარკლი და 34 წლის პრინცი ჰარი გაზაფხულზე მშობლები
გახდებიან.
11:58 / 24.10.2018
37 წლის მეგან მარკლი და 34 წლის პრინცი ჰარი გაზაფხულზე მშობლები გახდებიან.
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი