სხვა ამბები
ჩინეთი Dolce & Gabbana-ს რასიზმში ადანაშაულებს და ბოიკოტს უცხადებს
ჩინურმა ონლაინ მაღაზიებმა Dolce & Gabbana-ს ბოიკოტი გამოუცხადეს და მისი პროდუქცია მთლიანად ამოიღეს გაყიდვებიდან. ბოიკოტი მოდის სახლის რეკლამას უკავშირდება, რომელიც ჩინელებმა რასისტულად და შეურაცხმყოფელად ჩათვლაეს. მიმდინარე კვირაში Dolce & Gabbana-მ ახალი რეკლამა ჩაუშვა, სადაც მოდელი ჩინური ჩხირებით იტალიური კერძების, პასტის და პიცის ჭამას დიდი მონდომებით, მაგრამ უშედეგოდ ცდილობდა.

როგორც ბიბისი წერს, ვიდეოს სცენარისტის ჩანაფიქრის მიხედვით, ეს პროცესი მაყურებლისთვის სახალისო სანახავი უნდა ყოფილიყო, თუმცა მალევე დაადანაშაულეს ჩინური კულტურის გამასხარავებაში.

პარალელურად ჩინეთში ცნობილი ადამიანები მოქალაქეებს მოუწოდებენ ბრენდის ბოიკოტისკენ. შეშფოთებული ჩინელები აცხადებენ, რომ ჩხირების გამოყენების ტრადიცია ჩინური კულტურის ნაწილია, რომელიც 4 ათასი წლისაა. მიიჩნევენ, რომ ამ ტრადიციის კომიკურ სიტუაციაში ჩვენება მას ჩრდილს აყენებს.

ბოიკოტის შედეგად Dolce & Gabbana დგება საკმაოდ მსხვილი ბაზრის დაკარგვის საფრთის წინაშე, რადგან ჩინეთი მსოფლიოში წამყვან სავაჭრო ქვეყანად ითლება.

მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ინსტაგრამზე მოდის სახლის ერთ-ერთი დამფუძნებლის სტეფანო გაბანას სახელით ჩინელების მისამართით გამოთქმულმა შეურაცხმყოფელმა ფრაზებმა. კომპანიამ უმალვე გააკეთა ამ ფაქტზე განმარტება, რომ მათი სოციალური ქსელი გატეხეს და ბოროტად ისარგებლეს, რეალურად კი მოდის სახლს მხოლოდ კეთილი განწყობები აქვს ჩინელების მიმართ. „ჩვენ ჩინელი ხალხის მიმართ მხოლოდ პატივისცემას ვგრძნობთ“, - განაცხადა კომპანიამ.

მიუხედავად ამისა სკანდალის გამო Dolce & Gabbana-ს მოუწია შანხაიში ჩვენების გადადებამ. ეს საკმარის „სასჯელად“ არ მიიჩნიეს ჩინეთში და კომპანიების დიდმა ნაწილმა უარი თქვა მისი პროდუქციის გაყიდვაზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა ცნობილი ბრენდი მსგავს სკანდალში გაეხვა. მან გაყიდვების თვალსაზრისით კრახი განიცადა 2016 წელს, როცა ჩვენებაზე გამოამზიურა გაზაფხული-ზაფხულის ფეხსაცმლის კოლექცია. ერთ-ერთ ფეხსაცმელს, რომელსაც ქუსლის მაგივრობას ჩინელი თოჯინები უწევდა, სახელად ერქვა „მონის სანდლები“.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ამერიკის შეერთებული შტატები 41-ე პრეზიდეტს ემშვიდობება.
18:28 / 04.12.2018
ამერიკის შეერთებული შტატები 41-ე პრეზიდეტს ემშვიდობება.






კალიფორნიაში ხანძარს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 150 ათასმა კი
საკუთარი სახლ-კარი დატოვა.
14:16 / 10.11.2018
კალიფორნიაში ხანძარს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 150 ათასმა კი საკუთარი სახლ-კარი დატოვა.






ცნობილი ბოსტონელი განგსტერი ჯეიმს „უაიტ“ ბალჯერი ვირჯინიის შტატის
საპატიმროს საკანში მკვდარი იპოვეს.
13:21 / 31.10.2018
ცნობილი ბოსტონელი განგსტერი ჯეიმს „უაიტ“ ბალჯერი ვირჯინიის შტატის საპატიმროს საკანში მკვდარი იპოვეს.






კომპანია „გუგლმა“ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 48
თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან.
11:38 / 26.10.2018
კომპანია „გუგლმა“ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 48 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი