ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლაზე
ზუგდიდის რაიონულმა სასმართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი, 18 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ. შესაბამისი საჩივრით სასამართლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანა წითლიძემ მიმართა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუას სიტყვებით, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საარჩევნო კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით და გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების დასაბუთებას მხარეები სარეზოლუციო ნაწილში დეტალურად იხილავენ. სასამართლო სხდომა მწვავე დისკუსიის ფონზე წარიმართა. მოსამართლემ მხარეებს გაფრთხილება არაერთხელ მისცა.

საუბარია საჩივარზე, რომლის განხივლაზეც საოლქო კომისიამ უარი თქვა იმ მიზეზით, რომ მისი შეტანის ვადებია დარღვეული. ამასთან, საოლქო კომისიის იურისტების, ნანა პაპავას და ასმათ ბერაიას განცხადებით, ანა წითლიძეს საჩივრისთვის თან არ დაურთავს პარტიის მინდობილობა.

მათი თქმით, ენმ-ის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზევე უნდა დაეწერათ შესაბამისი საჩივარი. მოპასუხეების განმარტებით, 18 უბნიდან არცერთში არ აქვთ მსგავსი პრეტენზია დაფიქსირებული. საპასუხოდ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა - მირანდა გოგოხიამ, კობა კვარაცხელიამ და დათო ფიფიამ განმარტეს, რომ პარტიის დამკვირვებლები უბნებზე ჯერ ზეწოლას განიცდიდნენ, შემდეგ კი საერთოდ გააძევეს და შესაბამისად არც საჩივრის დაწერის შესაძლებლობა მიეცათ.

ასმათ ბერაიამ უპასუხა, რომ უბანზე ხელის შეშლის შემთხვევაში, მათ წარმომადგენლებს შესაბამისი საჩივრით საოლქო კომისიისთვის უნდა მიემართათ, რაც ასე არ მოხდა.

ანა წითლიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ სარჩელში მოყვანილი 18 უბნის ბათილი ხმების გადასინჯვა გავლენას იქონიებს ზუგდიდში არჩევნების საბოლოო შედეგზე, რადგან დარწმუნებულია, რომ „ტოტალური გაყალბება“ სხვა მეთოდების პარალელურად, მმართველი გუნდისთვის არასასურველი ბიულეტენების გაბათილებითაც მოხდა.

მისი სიტყვებით, არჩევნების მეორე ტურში საერთო ჯამში 1500-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, რაც ძალიან დიდი ციფრია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს მხოლოდ 500 ხმით მოუგო.

სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. თუმცა ანა წითლიძემ საკუთარი მოსაზრება ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე გამოთქვა და სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა. მოსამართლის შეკითხვას, ხომ არ აქვთ მხარეებს მისი აცილების საფუძველი, წითლიძემ უპასუხა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მოსამართლე, რადგან დღეს, როცა „სასამართლო ხელისუფლების იარაღია“, მათთვის შედეგი წინასწარ უკვე ცნობილია.

საპასუხოდ მანუჩარ ცაცუამ განმარტა, რომ ის ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და გადაწყვეტილებას იღებს სასამრთლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებით. ცაცუას თქმითვე, თუ რომელიმე მხარეს დარჩება უკმაყოფილების გრძნობა, არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არის უსამართლო. მოსამართლის სიტყვებით, მხარეების მიერ წარმოთქმული უნდა იყოს დასაბუთებული, გამყარებული შესაბამისი დოკუმენტებით და მტკიცებულებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასამართლო ვერ მიიღებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი