სპორტი
მორაგბე გოგონები დარჩელიდან [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე რაგბის გოგონათა გუნდი ფუნქციონირებს. ერთი თვეა, რაც ისინი სპორტის ამ სახეობით არიან დაკავებული. კვირაში ორჯერ, 45-45 წუთის განმავლობაში დარბაზში, კარგ ამინდებში კი ეზოს პირობებში მის წესებს, ელემენტებს ეუფლებიან, ბურთთან ურთიერთობას. მათ რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელი წვრთნის, რომელიც პარარელურად დარჩელის სკოლაში სპორტის პედაგოგად მუშაობს. ვახტანგ კორკელიას თქმით, სურდა სტერეოტიპი დაერღვია, რომ გოგოებისთვის რაგბი უხეში სპორტია. ამბობს, რომ ბიჭებისგან განსხვავებით, ისინი „თაჩ რაგბს“ თამაშობენ, რაც გამორიცხავს მოწინააღმდეგის ბოჭვას, უხეშ კონტაქტს, არამედ გულისხმობს ორი ხელით შეხებას და ბურთის გადაცემას.

„რაგბის კლუბი „ზუგდიდი“ 2013 წლიდან ჩამოყალიბდა. სწორედ დარჩელის სკოლიდან ჩაეყარა საფუძველი ამ სპორტს. პირველი მერცხლები ჩვენი სკოლის მოსწავლე მორაგბეები არიან. აქედან გაჩნდა იდეა, ჩამოყალიბებულიყო გოგონათა გუნდი. გაკვეთილის 45 წუთი გამოვიყენე იმისთვის, რომ ბავშვებისთვის შემეყვარებინა ეს სპორტი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ვახტანგ კორკელიამ.

დღეს რაგბს დარჩელში 5-6 კლასის მოსწავლე გოგოები ეუფლებიან. თუ მოთხოვნა იქნება, მწვრთნელი მის შემოღებას უფრო მაღალ კლასებშიც გეგმავს. აპირებს გაფართოვდნენ, რისთვისაც სხვა სკოლის გოგოების ჩართვის კუთხით იმუშავებენ აქტიურად.

„დაგეგმილია ჩვენთან სკოლაში მოვიდეს ეროვნული ქალთა ნაკრები გუნდი. ეს ერთგვარი სტიმული იქნება ამ ბავშვებისთვის, ახლოდან გაიცნობენ და პატრა მასტერკლასსაც ჩაუტარებენ“, - აღნიშნა მწვრთნელმა.

სკოლის დირექტორმა მარინე ცარციძემ გვითხრა, რომ რაგბი საქართველოში ძალიან უყვართ, უყვართ მათ შორის ბავშვებსაც, ამიტომ პედაგოგის ინიციატივა, შემოეღოთ გოგოებისთვის სპორტის ამ სახეობის გაკვეთილები, გაიზიარა:

„ვეუბნები, თუ კარგად ისწავლიან, მათი წარმატების მაჩვენებელი მაღალი იქნება, მე ყველანაირად დავეხმარები. ვაფინანსებ, როცა ბიუჯეტი მაძლევს ამის საშუალებას, როცა გადიან სადმე. მინდა რომ წარმატებები მოვიპოვოთ“.

დირექტორის თქმით, მართალია დარბაზი ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა ჰპირდებიან, რომ პრობლემა მოგვარდება.

თავის მხრივ, მორაგბე გოგონებს სპორტის ეს მიმდინარეობა მოსწონთ და ერთგვარი აზარტით ეუფლებიან მას.

რაც შეეხება რაგბის კლუბ „ზუგდიდს“, აქ ასამდე ბიჭი ირიცხება სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის. ავარჯიშებენ მეორედან მეშვიდე კლასამდე მოსწავლეებს დარჩელში, წალენჯიხასა და ზუგდიდში წლოვანობა უფრო მაღალია, სოფელ ორულუში კი მეთერთმეტე კლასელებიც მისდევენ რაგბს.

კლუბს ჯერ ბიუჯეტი არ აქვს, თუმცა მომავალი წლისთვის დაფინანსებას ჰპირდებიან. დღეს მათ რაგბის ფედერაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეხმარება სხვადასხვა ინვენტარით. ბურთებით ამარაგებენ, გასვლითი შეხვედრებისთვის ტრანსპორტირების თანხას გამოუყოფენ. კლუბს სამი ლიცენზირებული პედაგოგი ჰყავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.