„ზუგდიდს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ოთარ
გაბელია დაინიშნა. მან გუნდი ოფიციალურად ჩაიბარა.
ის ფეხბურთელებს, კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა წარუდგინა. ოთარ
გაბელიას ლევან მიქაძე და მამუკა ჭაჭუა დაეხმარებიან.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ადგილობრივი კადრები შენარჩუნდა, მაგრამ არიან ახალწვეულებიც, მათ შორის გამოცდილი მოთამაშეებიც. მათ შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ფეხბურთელები ვარჯიშებს განაახლებენ.
ოთარ გაბელია „ზუგდიდს“ 2011-2012 წლებშიც წვრთნიდა. მაშინ გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ექვსეულს შორის იყო. გაბელია იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. 1979 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. მუშაობდა თბილისის „მერანის“, ქუთაისის „ტორპედოს“ და საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელად.
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე უკრაინელი სპეციალისტი, იური ბაკალოვი მიმდინარე წლის 12 იანვარს დაინიშნა, თუმცა სამ თვეში თანამდებობა დატოვა. ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დასრულებამდე გუნდს ლევან მიქაძე წვრთნიდა.