„ზუგდიდს“ ახალი ფეხბურთელები ჰყავს
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ ახალწვეულები ჰყავს. გიგა ბეჭვაია
(ცხინვალი), საბა ლომია (ლიახვი), გიორგი ჭანკოტაძე (ჩიხურა),
გივი იოსელიანი (სამტრედია), გარდამავალ ჩემპიონატზე ადგილობრივ
გუნდში იასპარეზებენ. რამდენიმე დღეში გუნდში კიდევ რამდენიმე
ფეხბურთელს ელოდებიან. მათ შორის ნიგერიელ მცველ რაფაელ ჩუკურას.
ამას გარდა, ზუგდიდელთა რიგებში ისინჯება ახალბედა რუსი
ლეგიონერი სტანისლავ კონდრატენკო.
ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ საკუთარ გუნდთან ერთად დღეს პირველი ვარჯიში გამართა.
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ოთარ გაბელია 26 ივნისს დაინიშნა. მან გუნდი ოფიციალურად ჩაიბარა. გაბელია „ზუგდიდს“ 2011-2012 წლებშიც წვრთნიდა. მაშინ გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ექვსეულს შორის იყო. გაბელია იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. 1979 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. მუშაობდა თბილისის „მერანის“, ქუთაისის „ტორპედოს“ და საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელად.