საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდით“ უკრაინელი ინვესტორები დაინტერესდნენ
„ზუგდიდით“ უკრაინელი ინვესტორები დაინტერესდნენ. ამ ეტაპზე
მოლაპარაკებები მიმდინარეობს
და დეტალები გარკვეული არ არის. განუცხადა კლუბის ხელმძღვანელმა გელა
ინალიშვილმა „ლაივპრესს“. მისი თქმით, საუბარია არა მთლიან
გასხვისებაზე, არამედ წილების გარკვეულ პაკეტზე ვალდებულებებთან
ერთად.
„ვფიქრობ 50-50-ზე იქნება. ჩაიდება პირობებიც გასხვისების სანაცვლოდ, გუნდის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მინიმუმ 5 წელიწადზე მოხდება გათვლა. ინვესტორი ვალდებული იქნება თანხა ჩადოს და მიხედოს გუნდს. ალბათ ქალაქსაც ეშველება, რადგან ქალაქის ბიუჯეტიდან მიდოდა თანხა“, - გვითხა გელა ინალიშვილმა.
მისი თქმით, კლუბს, გუნდს, ფინანსებს ინვესტორები უკვე აკვირდებიან, რის შემდეგაც გადაბარების პროცესი დაიწყება.
მოლაპარაკებები 10 აგვისტომდე დასრულდება.
„ზუგდიდი“ უკვე წლებია ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. კლუბისთვის მიმდინარე წელს მილიონ 200 ათასზე მეტი გამოიყო, რაზეც არასამთავრობო სექტორის ნაწილმა უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა, მით უმეტეს იმ შედეგების ფონზე, რაც გუნდს ქონდა და აქვს. მათი განმარტებით, კლუბისთვის თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს.