სპორტი
„ზუგდიდის“ მთავარ მწვრთნელს ხელშეკრულება შეუწყდა
FaceBook Twitter
E-mail Print
„ზუგდიდის“ მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ლიუტი ხელეკრულება შეუწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგის გამო. ხელშეკრულების შეწყვეტა ორმხრივი შეთანხმებით მოხდა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ხელმძღვანელობამ ლევან მიქაძე წარადგინა. ის ლიუტის თანაშემწე იყო. მიქაძე გუნდს მანამდეც წვრთნიდა. ბესიკ შეროზიას წასვლის შემდეგ, გასული სეზონის პირველი წრის ბოლო მატჩებს სწორედ მან უხელმძღვანელა, ხოლო უკრაინელი სპეციალისტის, იური ბაკალოვის გადადგომის შემდეგაც „ზუგდიდმა“ სეზონი მისივე ხელმძღვანელობით დაასრულა.

ლევან მიქაძის თანაშემწე კვლავ მამუკა ჭაჭუა იქნება, რომელიც ასევე ვლადიმერ ლიუტის ერთ-ერთი თანაშემწე იყო. სამწვრთნელო შტაბთან ასევე იმუშავებს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ლევან გულორდავაც.

„გუნდის ჩამოყალიბება მარტივად და სწრაფად არ ხდება. ეს ჩვენ კარგად გვესმის, მაგრამ ამჟამინდელ სიტუაციაშიც შესაძლებელია „ზუგდიდის“ არსებული ვითარებიდან გამოყვანა. შანსები შესაძლოა თეორიულად მოეჩვენოს ბევრს, მაგრამ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა შესაძლებელია და ყველამ, ერთად დგომით შეუძლებელიც უნდა შევძლოთ. ცვლილებებს რაც შეეხება - არა ვარ მიამიტი, რომ მხოლოდ მთავარი მწვრთნელისკენ გავიშვირო ხელი და კლუბის წარუმატებლობაში იგი დავადანაშაულო. ფეხბურთი მითამაშია და მშვენივრად მესმის გუნდის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისთვის რამდენი შრომაა საჭირო, ამასთან ერთად საკმაო დროც ბირთვის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ახლა ცვლილებები გარდაუვალი იყო. ამ ცვლილებს უკრაინელი გაგებით მოეკიდა და მას, როგორც პიროვნებას დადებითად შევაფასებ.

ახლანდელ ორივე სპეციალიტს მშვენივრად ვიცნობ, ლევან მიქაძეს და მამუკა ჭაჭუას და მათთან ერთად მუშაობა, ჩემთვისაც საინტერესო გამოწვევა იქნება. ჩვენი უმთავრესი მიზანია კოორდინირებული მუშაობით, გუნდი უმაღლეს ლიგაში დავტოვოთ და დიდი იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ. ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ლევან მიქაძეს, ყოველთვის რთულ პერიოდში მოუწია მუშაობამ და საბედნიეროდ, მას შედეგიც ჰქონდა, ამიტომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არ გვინდა პასუხისმგებლობა მხოლოდ, მთავარ მწვრთნელს დავაკისროთ ანუ თითოეულმა თანაბრად უნდა გავინაწილოთ“, - განაცხადა ლევან გულორდავამ.

უკრაინული მხარის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აგვისტოს თვეში ადგილობრივი კლუბის 51% პროცენტის მფლობელი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი დოროშენკო გახდა. 49 %-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს. სწორედ ამ სიახლის შემდეგ განხორციელდა გუნდში ცვლილებები, რომელიც სამწვრთნელო შტაბს შეეხო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.