„ზუგდიდმა“ „დილას“ მოუგო
„ზუგდიდმა“ ზედაეწერის სტადიონზე გორის „დილა“ მიიღო. შეხვედრა
მასპინძლების
გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი
გოლი 39-ე წუთზე თუთბერიძემ გაიტანა. ამ მოგებით გუნდმა ცხრილში
ბოლნისის „სიონს“ ქულით გაუსწრო და ერთი საფეხურით დაწინაურდა. თამაშს
სფფ-ს გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ესწრებოდა.