გაიცანით ზუგდიდელი საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში [ვიდეო]
ზუგდიდელი ნიკოლოზ შამათავა საქართველოს ჩემპიონი გახდა. 8 წლის
მოჭადრაკემ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე თანატოლ ჭაბუკთა შორის, 9
შესაძლებლობიდან 8 ქულით, პირველი ადგილი მოიპოვა. ის ზუგდიდის მე-6
საჯარო სკოლის მოსწავლეა. ამბობს, რომ გაკვეთილების დასწავლას და
ჭადრაკს თანაბრად უთმობს დროს. ნიკოლოზი პირველად ჭადრაკის სკოლაში
ბიძის თხოვნით მივიდა.
„მე ძალიან გამიხარდა ეს გამარჯვება და ბედნიერი ვარ. სახლშიც ვვარჯიშობ და მასწავლებლებთანაც. ყოველ დღე დავდივარ ზუგდიდის ჭადრაკის სკოლაში და 3-4 საათი ვემზადები“, - გვითხრა ჩემპიონმა.
ნიკოლოზის ჯილდოები
ნიკოლოზი ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 2017 წლის აპრილში, რუმინეთის ქალაქ იასიში გაიმართება.
ახლაგაზრდა მოჭადრაკემ შარშან, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილი მოიპოვა. ნიკოლოზის მწვრთნელები გოჩა თორია და მადონა ბოკუჩავა არიან.