სპორტი
ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს
საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა „დინამო არენას" სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვეს.

ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს. ლელოს დამიწება გიორგი კოშაძემ მოახერხა, გარდასახვა კი მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა.

26-ე წუთზე საქართველომ კიდევ ერთი ლელო დადო და პირველი ტაიმიც 14:0 დასრულდა.

თამაშის მეორე ნახევარში „ბორჟღალოსნებმა“ მესამე ლელო დადეს, რასაც რამდენიმე წუთში რუსების ლელოც მოჰყვა.

ქართველთა რიგებიდან 67-ე წუთზე ანგარიშის სხვაობა დავით კაჭარავამ გაზარდა, გარდასახვა კი მერაბ კვირიკაშვილმა წინა სამის მსგავსად ამჯერადაც ზუსტად მოახერხა.

75-ე წუთზე რუსებმა მეორე ლელოს დადება შეძლეს და გარდასახვაც გაიტანეს. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე- 28:14 დაფიქსირდა.