სამი ზუგდიდელი კარატეში საქართველოს ჩემპიონი გახდა
კარატეში საქართველოს ღია ჩემპიონატში, რომელიც თბილისში გასულ
კვირაში
გაიმართა, ზუგდიდელმა სპორტსმენებმა წარმატებულად იასპარეზეს. სამი
მოზარდი შესაბამის ასაკობრივ და წონით კატეგორიებში ჩემპიონი გახდა,
კიდევ ორი კი მეორე და მესამე ადგილების მფლობელი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 12-დან 13-წლამდე ასაკის კატეგორიაში, ჩემპიონი გახდა საბა მანია. ამავე ასაკობრივ ჯგუფში 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი მოიპოვა ლუკა ფონიავამ. 10-დან 11-წლამდე ასაკის ჯგუფში გამარჯვებული გახდა უტა ფონიავა. 6-დან 7-წლამდე მოზარდებში მეორე ადგილი მოიპოვა ნიკოლოზ პერტაიამ, ხოლო 10-დან 11-წლამდელთა ჯგუფში მესამე ადგილზე ბუბა ქირია გავიდა.
ახალგაზრდა სპორტსმენები ზუგდიდში წუხელ დაბრუნდნენ. მათ საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს და გამარჯვებები მიულოცეს სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა. ცენტრის დირექტორის დავით კვაშილავას განცხადებით, მოზარდები წარმატებებს მიაღწევენ ბულგარეთშიც ევროპის ჩემპიონატზე.