სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. პირველი საჭიდაოდ ვაჟა მარგველაშვილი გავიდა 66 კგ წონით კატეგორიაში. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა, რომელიც საბოლოო ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა. საქართველო 1:0 დაწინაურდა.

მეორე შეხვედრა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა იპონით დათმო - 1:1.

მესამე საჭიდაოდ ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) გავიდა, რომელიც ასევე დამარცხდა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში რუსმა პირველად აუღო ქულა და რუსეთი დაწიანურდა - 1:2.

მეოთხე ბექა ღვინიაშვილი (90) გამოვიდა და ანგარიში გაათანბრა - 2:2. ღვინიაშვილმა მეტოქე ვაზარზე დააგდო, შემდეგ შებოჭა გამარჯვებაც მოიპოვა.

ბოლო საჭიდაოდ ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გავიდა, მეტოქე იპონზე დააგდო და საქართველოს გამარჯვება მოუტანა - 3:2.

ფინალამდე ქართველებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხეს.