სპორტი
ზაზა ჯანაშია „ზუგდიდის“ ვიცე-პრეზიდენტობასა და საქართველოს ურთიერთობებზე რუსეთთან და ევროპასთან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა საქართველოს ნაკრების და მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილ ფეხბურთელს, ზაზა ჯანაშიას შესთავაზეს. ის დღეს „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ ფეხბურთელებს წარუდგინა.

„ლაივპრესთან“ საუბარში ზაზა ჯანაშია ამბობს, რომ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, და რომ ორი თვის განმავლობაში დააკვირდება გუნდის თამაშებს, ვარჯიშს, შეისწავლის პრობლემებს და ხარვეზებს, რათა სამომავლოდ თანამშრომლობის ფარგლებში სწორი მიმართულებით იმუშაონ. ამბობს, რომ კარგი შემოთავაზებაა, რომელსაც სავარაუდოდ დათანხმდება.

ზაზა ჯანაშიას თქმით, ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება პირველი წრის დასრულებამდე. შემდეგ კი გუნდში ბევრი სიახლე იქნება, მათ შორის ფეხბურთელების გადახალისების მხრივაც. თუმცა ჯერჯერობით უჭირს საუბარი, თუ ვის შეეხება. მისივე განმარტებით, ძალიან ბევრ ხარვეზებს ხედავს თამაშებზე, მაგრამ ახლა არც ამაზე სურს საუბარი, ვიდრე კარგად არ გაეცნობა გუნდში არსებულ ვითარებას. მათთვის მთავარ მიზანს დღეს „ზუგდიდის“ მეორე ლიგაში დარჩენა წარმოადგენს.

ზაზა ჯანაშია ამბობს, რომ გუნდს განსავითარებლად ინვესტიციები აუცილებლად სჭირდება, ამიტომაც ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გეგმავს. აქვს კონტაქტებიც ინვესტორებთან.

„უამისოდ არაფერი არ გამოვა. კონტაქტები მაქვს იქითაც და აქეთაც. ჯერ ბევრი ხალხი ზუგდიდშიც მეხმარება და იქ რატომ უნდა მოვნახო, როცა აქაც შეიძლება. მთავარია კარგი გუნდი გაკეთდეს“, - აღნიშნა მან.

„ლაივპრესმა“ ზაზა ჯანაშიას კითხვები championat.com-ის ჟურნალისტთან მიმდინარე წლის 18 აპრილით დათარიღებულ ინტერვიუსთან დაკავშირებითაც დაუსვა, რომელსაც აქვს შემდეგი სათაური - „ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ“. სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ საზოგადოების ნაწილმა ის გააკრიტიკა და პრორუსადაც მოიხსენიებდნენ.

თავად ზაზა ჯანაშია განმარტავს, რომ მან გამოცემასთან სპორტულ კონტექსტში ისაუბრა საქართველოსა და რუსეთში არსებულ ვითარებაზე, თუმცა მასალა არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა, ისეთი ფრაზებით, რაც მას არ უთქვამს.

„მე ვამბობ სხვა რაღაცას, ისინი სხვანაირად წერენ. პროვოკაციებს წერენ. ცუდი რაღაც არ მითქვამს..ვამბობ, რომ სპორტის განვითარება რუსეთში არის უკეთესი, ვიდრე საქართველოში. ვინ როგორ ღებულობს ამას, ეს მაგათი საქმეა..მე მახსოვს ძველი „ლოკომოტივი“ და ახლანდელი „ლოკომოტივიც“. როგორ მიაღწიეს ამას, ესეც ვიცი. იმიტომ, რომ იქ ვარ 20 წელია. 95 წლიდან იქ ვარ. ვიცი როგორ უნდა მივაღწიოთ ასეთ რაღაცას და ამნაირ რაღაცას რომ დაწერ და სხვანაირად რომ შემოგიტრიალებენ, ეს არის ყველაზე ცუდი“, - განმარტა ზაზა ჯანაშიამ „ლაივპრესთან“ საუბარში.

ჩვენი კითხვის პასუხად, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ევროპული ღირებულებები თუ რუსეთის, ამბობს, რომ ევროპული ძალიან კარგია, კარგია მათ შორის უვიზო მიმოსვლა, რაც მთლიანად ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის და სპორტის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. რაც შეეხება რუსეთს, აცხადებს:

„რომ ვთქვა რუსეთში გავიზარდე და რუსეთი მირჩევნიაო, ესეც პოლიტიკური გამოვა, რუსეთი უნდა, ევროპა არ უნდაო. ამნაირ კითხვებს მისვამდენ და ასე ვცემ პასუხს. კაცი სადაც გაიზარდე, ის ხომ უნდა გიყვარდეს? როგორ უნდა ვთქვა, რუსეთი არის ცუდი-თქო. რომც უნდოდეთ, მაინც ვერ ვიტყვი. იქ გავიზარდე, იქ მაქვს სახლიც, კარიც და ყველაფერიც“, - ამბობს ყოფილი ფეხბურთელი.

ზაზა ჯანაშია უკვე ორი წელია თბილისის „დინამოს“ აკადემიაში მწვრთნელად მუშაობს. აქვს ლიცენზიებიც. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის „ლოკომოტივშიც“ მუშაობდა მწვრთნელად. ზაზა ჯანაშია იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაშიც 9 მატჩი ჩაატარა. კარიერის ბოლოს თამაშობდა თურქულ კლუბ „კოჩაელისპორსა“ და კალინინგრადის „ბალტიკაში“. ფეხბურთის თამაშს თავი 2004 წელს დაანება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.