სპორტი
ფეხბურთელის და „ზუგდიდის“ ურთიერთბრალდებები - დავა ღირსების აღსადგენად
FaceBook Twitter
E-mail Print
ნიკოლოზ ნარმანია კლუბ „ზუგდიდის“ ხელმძღვანელობისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ერთი თვის კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მორალური ზიანის და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში სიმბოლური - ერთი ლარისთვის დავას არ გამორიცხავს.

ფეხბურთელის თქით, მას თამაშების გაყიდვაში ადანაშაულებენ, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე. აღნიშნული ბრალდება ზეპირი განცხადებით გუნდის წევრებმა აპრილის თვეში, „სამგურალთან“ გამართული შეხვედრის წაგების შემდეგ მოისმინეს. მაშინ „ზუგდიდის“ სპორტულმა დირექტორმა რევაზ პერტაიამ ყველას მიმართა კითხვით, რატომ ყიდდნენ მატჩებს, თუმცა შემხვედრი კითხვა - ვის გულისხმობდა, უპასუხოდ დატოვა.

ნიკოლოზ ნარმანია ირწმუნება, რომ მოგვიანებით ფეხბურთელებზე ვრცელდებოდა დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოს ისინიც მონაწილეობდნენ თამაშების ჩაწყობის სქემაში, თუმცა ამ ყველაფერს გაგრძელება მხოლოდ მის შემთხვევაში მოჰყვა, როცა კლუბის პრეზიდენტმა ბიძამისს უთხრა, რომ მიიღო წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, სადაც ეწერა - ნიკოლოზ ნარმანია „მწვანე მინდვრისთვის არ გაეკარებინათ“.

ვითარების გასარკვევად ფეხბურთელი კლუბში თავად მივიდა. პასუხად განუმარტეს, რომ ფედერაციიდან თამაშს აგენტები დაესწრნენ და დაკვირვების შედეგად სწორედ ისინი ადებდნენ ხელს მატჩის გაყიდვაში. ზეპირი განცხადების მტკიცებულებად, მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის წერილი კლუბის პრეზიდენტს ზაზა ჯანაშიას არც მაშინ და არც მოგვიანებით უჩვენებია. მეტიც, ურჩია ფეხბურთის თამაშისთვის მიეყო ხელი და გამოძიებას შეშვებოდა, რითაც სახელის „კიდევ უფრო გატეხვას“ აირიდებდა თავიდან. პასუხად ნიკოლოზ ნარმანიამ უთხრა, რომ რეპუტაცია უკვე შელახული ჰქონდა და სწორედ მის აღსადგენად აპირებდა ბრძოლას.

სპორტსმენის თქმით, სინამდვილეში არავითარი წერილი არ არსებობს, გადაწყვეტილების საფუძველი კი კლუბის ბაზაზე „ექსპრომტად“ შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს დადგენილება გახდა, რომელიც ტრენერებით, ხელმძღვანელი პირებით იყო დაკომპლექტებული. მაშინ საბჭომ თქვა, რომ ნიკოლოზ ნარმანია მისი ბრალეულობის გარკვევამდე ვარჯიშიდან დაეთხოვათ. წერილს, რომელიც კლუბმა ფედერაციას 24 აპრილს გაუგზავნა, ხელს სპორტული დირექტორი რევაზ პერტაია აწერს.

ფეხბურთელის მტკიცებით, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მოქმედი ტრიბუნალის პრეროგატივაა.

სპორტსმენი ამბობს, რომ მოგვიანებით რუსთავთან მატჩში მარცხის შემდეგ ზაზა ჯანაშიამ განაცხადა ოთხი ფეხბურთელის გათავისუფლებულების შესახებ. თუმცა მაშინ მეკარე შოთა მამინაშვილმა ერთგვარი მხარდაჭერა დააფიქსირა თანაგუნდელების მიმართ და ითხოვა არ გაეშვათ ისინი, რადგან „ზუგდიდს“ წარმატებისთვის სჭირდებოდნენ. საბოლოოდ გუნდი მხოლოდ ნიკოლოზ ნარმანიამ დატოვა:

„არ ვფიქრობ, რომ რამეში ბრალი მიმიძღვის. ჩემი ფეხბურთის თამაშით წინ წავწიე გუნდი, თორემ ჩაწყობა და რაღაც არ ყოფილა. კარგიო, მაშინ ვაპატიოთო ზაზა ჯანაშიამ და ზამირ ჯანაშაიამ, მისმა ძმამ და მარჯვენა ხელმა თქვეს. მე ვუთხარი, რომ საპატიებელი არაფერი მჭირს, და თუ ჩემი ნდობა არ გაქვთ, ასეთ სიტუაცაში გუნდში დარჩენის სურვილი არ მქონდა. მაშინ დიდი პაუზის გარეშე მითხრეს, წადიო. ავდექი და წამოვედი“.

ნიკოლოზ ნარმანიას ინფორმაციით, კონტრაქტი კლუბთან 30 ივნისამდე ჰქონდა, თუმცა თვენახევრით ადრე შეუწყვიტეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანება კი 15 მაისით თარიღდება. საპირისპიროს ამტკიცებენ კლუბში. აქ „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ფეხბურთელი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე წავიდა, მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სპორტსმენს აქვს გარკვეული ეჭვები, თუ რატომ ჩამოაშორეს გუნდს, თუმცა ჯერჯერობით ამ ყველაფერზე დუმილს არჩევს. ეს მანამ, ვიდრე ვარაუდების დასაბუთებას ფაქტებით არ შეძლებს.

კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ მან იურიდიული დახმარებისთვის იურისტს მიმართა, რომელიც რევაზ პერტაიას დაუკავშირდა და ფედერაციიდან მიღებული წერილი მოსთხოვა, სადაც ნიკოლოზ ნარმანიას გვარი ფიგურირებს. პასუხად კლუბის წარმომადგენლისგან მიიღო, რომ მსგავსი წერილი არ არსებობს, და რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაიბარა თავისთან და სპორტსმენის დათხოვნა მოსთხოვა.

„რა მექნაო? ეკითხება ჩემს იურისტს. არ გამეშვაო? კი, უნდა გაგეშვათ, თუ ასე იყოო და იურისტსაც ეჭვი შეეპარა, ეტყობა მართლა დაიბარესო. ამ საუბრიდან დაახლოებით ნახევარ საათში მქონდა შეხვედრა ლევან კობიაშვილთან. ავუხსენი სიტუაცია. პირველი რეაქცია ის იყო, რომ გაეცინა. აბსურდი არისო მითხრა. ასეთი ინფორმაცია რომ ყოფილიყო, მინიმუმ პროკურატურა დაგკითხავადა, ამას ბოლომდე გამოვიძიებდით და ძალიან სერიოზული სანქციები იქნებოდაო“, - ყვება ნიკოლოზ ნარმანია.

ფეხბურთელი ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარი შელახული რეპუტაციის აღდგენა უნდა და ფული არ ამოძრავებს. იხსენებს დროს, როცა კლუბი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყო და ხელფასსა და პრემიაზე უარი არაერთხელ თქვა. პარალელურად კი სხვებსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებდა, ქალაქი უგუნდოდ რომ არ დარჩენილიყო:

„ასე გამოვხატავდი ქალაქისადმი სიყვარულს. თუმცა ზაზა ჯანაშიამ დამირეკა და მითხრა, შენ ქალაქი არ გიყვარს, ასეთ რაღაცებს რომ ამბობო. მე ზაზა ჯანაშია ვერ შემედავება ვერც ქალაქის და ვერც სამშობლოს სიყვარულში“.

ნიკოლოზ ნარმანიასვე თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა არამხოლოდ მას, არამედ ფედერაციის პრეზიდენტსაც ადანაშაულებს ტყუილში. კერძოდ, როცა მან ზაზა ჯანაშიას გადასცა ლევან კობიაშვილთა მისი საუბრის შინაარსი, პასუხად მიიღო - ფედერაცია მომხდარს საკუთარ თავზე ვერ აიღებდა და ამიტომ იცრუეს.

ფეხბურთელის თქმით, ის ყველაფერთან ერთად 500 ლარითაც დააჯარიმეს ვარჯიშების გაცდენის მიზეზით.

„წერილი ხომ დაიწერა, რომლითაც ვითარების გარკვევამდე ვარჯიშს ჩამომაშორეს. 15 მაისს გაიცა ბრძანება, რომ მაჯარიმებენ. ვარჯიშზე რომ ვიყავი დაშვებული, ხომ უნდა შეეტყობინებინათ?“.

„ზუგდიდში“ ფეხბურთელის ბრალდებებს უარყოფენ. ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ სინამდვილეში სპორტსმენის მიმართ არ ყოფილა თამაშების გაყიდვა-ჩაწყობის ბრალდება, არამედ ვარჯიშიდან მისი დროებით ჩამოშორების საფუძველი ფეხბურთის ფედერაციიდან მიღებული ინფორმაცია გახდა, რომლითაც ითხოვდნენ წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართული შეხვედრის გადახედვას. ფედერაციასთან არსებულმა სპორტული სამართლიანობის სამსახურმა ისინი 21 აპრილს დაიბარა თბილისში.

ამის შემდეგ მათ კლუბის საბჭო შეკრიბეს, რომელიც დიდი ხანია უკვე მოქმედებს და განიხილეს აღნიშნულთან ერთად, სხვა მატჩებიც. განხილვის და ინსტატის მონაცემების მიხედვით, სადაც იკვლევენ ფეხბურთელთა თამაშის მონაცემებს, მიიღეს გადაწყვეტილება, ცალკეული ფეხბურთელები, მათ შორის ნიკოლოზ ნარმანია დროებით ჩამოეშორებინათ სავარჯიშო პროცესისგან, რისი უფლებაც ჰქონდათ.

შეკრებაზე მაშინ დამაფიქრებლად მიიჩნიეს დიდი ანგარიშით - 4:1 წაგება, ასევე დაასკვნეს, რომ სპორტსმენებმა სათანადოდ ვერ იმუშავეს მინდორზე. ეჭვის სახით გაჟღერდა ცნობა გარიგებულ თამაშთან დაკავშირებითაც მთლიანად გუნდის მიმართ, თუმცა კლუბში ირწმუნებიან, რომ კონკრეტულად ნიკოლოზ ნარმანია ამაში არავის დაუდანაშაულებია.

„ზუგდიდში“ ასევე განმარტავენ, რომ ზედიზედ არაერთი წაგების გამო, ზაზა ჯანაშია თითქმის ნახევარ გუნდს დაემუქრა დაშლით, თუკი ისინი სათამაშო ხარისხს არ გამოასწორებდნენ. საბოლოოდ, ფეხბურთელების უმრავლესობამ ითხოვა დარჩენა. იყო მათი მხრიდან დაპირება, რომ პოზიტიურ შედეგებს დადებდნენ და ასეც მოხდა, როცა ტყიბულთან და ცხინვალთან გაიმარჯვეს.

კლუბში ამბობენ, რომ ნიკოლოზ ნარმანიასაც ქონდა შესაძლებლობა, თამაში გაეგრძელებინა, თუმცა მან „სხვა გზა არჩია“.

მოიხდის თუ არა კლუბი ბოდიშს, განმარტავენ - ფეხბურთელი აპირებს სხვადასხვა ინსტანციისთვის მიმართვას ვითარების გასარკვევად, ამიტომ დაელოდებიან მოვლენების განვითარებას.

„რა ბოდიში უნდა მოვუხადოთ? კლუბი ამბობს, რომ ამ მიზეზით გაშვებული არ არის“.

რაც შეეხება დარჩენილ ერთი თვის კომპენსაციას, მათივე განმარტებით ეს თანხა მას აუცილებლად დაერიცხება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განმარტებით, შესაძლებელია მსგავსი შეხვედრა „ზუგდიდის“ ხელმძღვანელობასთან შედგა, ისევე როგორც სხვა კლუბებთან, როცა უეფასგან მოდის ე.წ. რაპორტი საეჭვო თამაშების და თაღლითური ფსონების ამოცნობის შესახებ. თუმცა დეტალებზე ვერ საუბრობენ, რადგან ამბობენ - ეს რაპორტი კონფიდენციალურია:

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას კონკრეტულად ნიკოლოზ ნარმანიასთან დაკავშირებით, მსგავსი რაღაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. კლუბი მხოლოდ თავად წყვეტს ფეხბურთელთან კონტრაქტის საფუძველზე, ფეხბურთელის გათავისუფლება-აყვანას და სხვა საკითხებს.

ფეხბურთის ფედერაცია არცერთ შემთხვევაში და არასდროს, არცერთი თავისი რგოლის მეშვეობით არ ეტყოდა არცერთ კლუბს, არ ეტყვის და არ ჩაერევა მის კომპეტენციაში ნებისმიერ, მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაგრძელება, შეწყვეტაზე. ამას ყველაფერს კლუბი მხოლოდ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს“.

ნიკოლოზ ნარმანია დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე მოქმედ „ზუგდიდი 1919-ში“ თამაშობს. ამბობს, რომ შეთანხმების მიხედვით, გუნდის დატოვება ნებისმიერ დროს შეუძლია. თუმცა მანამდე სპორტსმენს საკუთარი სიმართლის დამტკიცება მოუწევს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.