სპორტი
კიკბოქსინგში „კოლხეთის თასი“ შვიდი ზუგდიდელის გამარჯვებით დასრულდა [ფოტო]
ზუგდიდში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი K1-ის წესებით „კოლხეთის თასი“ გაიმართა. ცენტრალურ სპორტკომპლექსში ჩატარებულ ბრძოლებში ქართველებთან ერთად რუსი, უკრაინელი, ერაყელი და სომეხი სპორტსმენები ექვს წონით კატეგორიაში მონაწილეობდნენ.

სულ მაყურებელს 11 ბრძოლის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა. რვა ზუგდიდელი სპორტსმენიდან შვიდმა გამარჯვება მოიპოვა. მათ შორის ხუთმა ნოკაუტით.

შეჯიბრის შედეგები ასეთია:

მარიამ ტატუნაშვილმა ფლორა ჰოკობიანს მოუგო. სპარტაკ შენგელიამ სძლია ჰაიკ ვარდანიანს. დიეგო შამათავამ შულენინ ანდრეიზე მოიპოვა გამარჯვება. ილია პლატონოვს და ალექსანდრე თურმანოვს შორის დაპირისპირება თურმანოვის სასარგებლოდ დასრულდა.

რაც შეეხება სხვა სპორტსმენებს, ჯანო ფარცვანიამ ჰაკობ პეტოიანს სძლია, რომეო გაბლაიამ კი ასევე სომეხ სპორტსმენტს გევორკ გრიგორიანს მოუგო.

ლადო გაბისონიამ ნაირ მელიქიანზე გაიმარჯვა, ოთარ გოგობერიშვილმა კი თამაზ იზორია დაამარცხა.

იაგო გედენიძემ მოუგო სერგო მოსესოვს, გიორგი ხუფენიამ კი რომან კალაშიანს სძლია.

კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირის - „კოლხეთის თასის“ დამფუძნებლები არიან ბაჩუკი ფარცვანია და მსოფლიო ჩემპიონი სპორტის ამ სახეობაში დავით ქირია.

ტურნირის საპრიზო ფონდმა 10 000 ლარი შეადგინა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
35 წლის ბაჩუკი ხასაიას თანდაყოლილი ტოტალური უსინათლოს
10:23 / 04.10.2017
35 წლის ბაჩუკი ხასაიას თანდაყოლილი ტოტალური უსინათლოს
ნიკოლოზ ნარმანია კლუბ „ზუგდიდის“ ხელმძღვანელობისგან საჯაროდ
14:07 / 02.08.2017
ნიკოლოზ ნარმანია კლუბ „ზუგდიდის“ ხელმძღვანელობისგან საჯაროდ
ზუგდიდის სოფელ რუხში მცხოვრები მოზარდები ახალი ზელანდიის
13:13 / 03.06.2017
ზუგდიდის სოფელ რუხში მცხოვრები მოზარდები ახალი ზელანდიის
რედაქტორის რჩევით
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.